Setanta Sports-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი მომდევნო ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

"MMA-ს გულშემატკივრებმა ყველამ იცის, რომ მე ქამარზე ბრძოლა მეკუთვნის. მაგასაც ყველა ვხვდებით, რატომ არ მაძლევენ ქამარზე ბრძოლას, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება, რომელიც ორი დივიზიონის ჩემპიონია, ასევე, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია. ის ნამდვილად ღირსეული მოწინააღმდეგეა, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ კარგად ვივარჯიშო და მოვემზადო ამ ბრძოლისთვის.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებას მივაღწიო და ვასახელო ჩემი ქვეყანა, გავახარო ჩემი ხალხი. ზუსტი დღე ჯერ არ ჩანიშნულა, კონტრაქტი ჯერ არ გამოუგზავნიათ, მაგრამ მითხრეს, რომ იანვრისთვის მზად ვიყო. მე მზად ვარ. როცა კონტრაქტს გამომიგზავნიან, მეცოდინება უკვე დღე" - განაცხადა მერაბმა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილს ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს. ბოლოს, 12 მარტს, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა, რის შემდეგაც იყო რეალური დრო, ქამარზე ბრძოლის შესაძლებლობა მიეღო. თავდაპირველად მისი მეგობარი, ალჯამაინ სტერლინგი იყო ჩემპიონი, ამ მიზეზის გამო კი მებრძოლები ერთმანეთთან ჩხუბზე უარს ამბობდნენ. შემდეგ ალჯო შონ ო მალიმ დაამარცხა, დანა ვაითი კი, სავარაუდოდ, ამ ორთაბრძოლის რემატჩზე ფიქრობს, რადგან რეალურად შონთან სატიტულო ორთაბრძოლის შანსი ქართველ მებრძოლს უნდა მიეღო.

Najaxo
ძვირად დაუჯდება რუსულად ტლიკინი სეხუდოს. პატრონი აღარ ეყოლება
კახა
შეხვდი სერიოზული მოწინააღმდეგეთა ეგაა გრძელ მარათონზე დაიღლება და მაგ შემთხვევაში მოიგებ ზუსტად ალჯომ რა ტაქტიქითაც ეჩხუბა იგივე უნდა გააკეთო და უფრო დახვეწო სეხუდო მართლაა მაგარი მებრძოლია. წარმატებები უფალი შეგვეწიოს და გააძლიეროს ღმერთმა კრივი უფრო უნდა გააუმჯობესოს ბევრი უმოძრაო კლინჩში ხშირად არ უნდა შეყვე მეივეზერთან რომ გაივლიდა კემპინგს მართლა საუკეთესო გავხდებოდი წონაში
ფედი
თუ პირველ რაუნდს გაუძლო კარგი იქნება ,ძან ძლიერია სეხუდო.
დათო
მე კიდე მგონია რომ ხუთ რაუნდიანი ბრძოლა მაგრა აწყობს მერაბს,არამგონია ხუთი რაუნდის მანძილზე მერაბის გაუთავებელ თეიქდაუნების მცდელობებს გაუძლოს ვინმემ,სამ რაუნდს სეხუდო გაუქაჩავს,დაჟე შეილება აქეთაც გადაიყვანოს მერაბი პარტერში,ნუ დაგვავიწყდება რომ ოლიმპიური ჩემპიონია ჭიდაობაში,საწყის რაუნდებს თუ გაუძლო მერაბმა მერე დიდი ალბათობით დაღლის და მოუგებს კიდევაც
ლაშა
წარმატებები მერაბ!
ლადო
ხუთ რაუნდიანი თუ არ იქნება ბრძოლა დიდი შანსია სეხუდოს მოაგებინონ, სამ რაუნდში ნოკაუტი გაუჭირდება მერაბს და ვერც ისეთი აშკარა დომინაცია ექნება რომ მსაჯებმა სეხუდოს არ მისცენ გამარჯვება...
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე