როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია თბილისის "დინამოში" ფინანსური პრობლემების შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, თბილისურ კლუბს მოთამაშეების 3-თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს. "დინამოს" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს გარკვეული დროით მოცდა სთხოვა და პრობლემის გამოსწორებას შეჰპირდა.

თუმცა დათქმულ დროში მოთამაშეებმა თანხმა მაინც ვერ მიიღეს, რის გამოც მათ ოთხშაბათს ვარჯიშზე უარი თქვეს.

Geo Team-ის ცნობით, "დინამოს" ფეხბურთელთა მხარე ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში გამოუცხადებლობასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი გუნდი ხვალ, 4 ნოემბერს, "თელავს" უმასპინძლებს.

დთ
პატარა ნაფტალინი
არგუტი
პირდაპირ გაკვირვებული ვარ.სპორტულმა კლუბებმა რომლებსაც მაყურებელი არ ჰყავთ ხელფასები საიდან უნდა აიღონ ან საერთოდ როგორ უნდა იარსებონ?ბიუჯეტიდან დაფინანსება უზრუნველყოფს მხოლოდ იმ დონეს რა დონეზეც ახლა იმყოფებიან.ფულის ტომრებს კი არ უნდათ და არც არავინ აიძულებთ ფული ჩადონ გრძელვადიან პროექტებში,მოკლევადიანში კი დღვანდელი სურათი გვაქვს.მოთმინებაა საჭირო იმისათვის რომ გუნდმა თამაშის იმ ხარისხა მიაღწიოს,როცა მაყურებელს დააინტერესებს.მაყურებელი კი ნიშნავს უკუგებას ყველა მიმართულებით--ბილეთები,აბონომენტები,რეკლამები,სატელივიზიო გაყიდვები და ა.შ.და საერთოდაც სახელმწიფომ უნდა შწყვიტოს სპორტის იმ სახეობების დაფინანსება რომლებსაც არც ტრადიცია აქვთ,არც გულშემატკივარი და არც პერსპექტივა.მაგ. ქალთა ფეხბურთი.კაცების არ უქნია ღმერთს როცა ასეთი ტრადიცია და ისტორია გვაქვს და ქალებმა რა უნდა ქნან მუდმივად დიდი ანგარიშებით წაგების გარდა? და კიდევ უამრავი სახეობაა მოჯახული და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და გამოუსადეგარი რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.სახელმწიფომ თავისი ძალისხმევა უნდა მიმართოს მხოლოდ იმ სახეობების მიმართ რომლებიც ჩვენს ხალხს უყვარს,ტრადიციაც აქვს და პერსპექტივაც [ბიზნესის ჩართულობით და დაინტერესებით].უპირველეს ყოვლისა უნდა მიეხედოს ბავშვებს.სპორტული სკოლები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის.უნდა აიკრძლოს 22-23 წლამდე ფეხბურთელების გაყიდვა საზღვარგარეთ,გარდა იმ შემთხვევებისა როცა მიწვევა იქნება ევროპის ტოპ-ლიგების წამყვანი გუნდებიდან და კიდევ უამრავი გზა და მეთოდი არსებობს ჩვენი ფეხბურთის ჭაობიდან ამოსაყვანად,მაგრამ ვინ არის მიმხედავი და გამკეთებელი?
Sake
ფიფია სირცხვილი
X.Y.
ძალიან ადვილია ქართული ფეხბურთის აღორძინება.ამას უნდა სურვილი და დრო. მაგრამ ყველა ფულზეა მომჯდარი.ამასწინ ერთს ვუსმენ და სათანადო პირობების გამო ვეღარ იზრდებიან ჩვენი ფეხბურთელებიო 19 წლის ზევითო.უკეთესი პირობები კი არა მამაკოს ფულები ვეღარ ქაჩავენ 19 წლის ზევით.19 წლამდე საქართველოში მამიკოს ფულებით ქაჩავენ და მერე უკვე ან მართლა მაგარი უნდა იყო(რაც შეუძლებელია რადგან რაც ხარ მამიკოს ფულებით ხარ),ევროპაში არავინ წაგიყვანს.თუ რუსეთში წახვალ და ვერ ითამაშებ-,,რუსებმა გააფუჭენო"(და არა გააფუჭესო)იტყვიან,თუ საქართველოში დარჩი-დილით პლანი,საღამოთი გადი მინდორზე ითამაშე,თვის ბოლოს გადამხდელების მიერ გადახდილი ფულით აიღე ხელფასი
კახა
საინტერესოა რომ არ გამოცხადდენ სფფ დააკლებს ქულებს თუ მარტო შუქურასთანაა მაგარი?!)
გიუშა
რა ხელფასი???ელიგის თამაშების ნახევარიც ვერ მოიგეს,თასიდან გამოვარდნენ...აი დავუშვათ მშენებელმა რომ სახლი არ ააშენოს გადაუხდიან ხელფასს?!)))ეს ხუმრობით მაგრამ მართლა არაფრის მაქნისი გუნდია
ბესიკა
საერთოდ რაში ეკუთვნით ხელფასი?
დათო
ისეთ ფასად უნდა გაყიდვა რომ არავინ იყიდოს! ქერის ორმოში ზის და დიდ ფულსაც აკეთებს რის ხარჯზე ადვილი მისახვედრია. მაგას გუნდის გაკეთება რო ნდომოდა უამრავი მაგალითები ჰქონდა. კლასვიკი არის საუკეთესო მაგალითი საუკეთესო! 50000 ანი ლეგიონერების გარეშეც შესაძლებელია შედეგის მიღწევა! პროსტა ამით აბოლებს იმათ ვისაც ჯერ კიდევ კერა ფიფიასი. არც ყიდის და არც გაყიდის
გიორგი
მყიდვრლი როგორ არ იქნება, უაზროდ ბევრს აფასებს, როგორც ვიცი.
jorj
წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით ; უყურეთ
იმერელი
ხო და გაყიდონ დავიჯერო არაბრბი ვერ იპოვონ დინამო რო უნდოდეთ?
ზურა
ამდენი წელია ბანძ და სამარცხვინო შედეგებს დებენ ევროტურნირებზე. სამარცხვინო გუნდია და ჯობია საერთოდ დაიშალოს. დინამო არა კვერცხ... აგერ სხვა გუნდები როცა თამაშობენ მონდომება მაინც ეტყობათ
ბედკრული ფეხბურთის ქომაგი
ან საერთოდ გაუქმდეს ფეხბურთის ჩემპიონატი და დაისვენებს ყველა. ან გამოიძებნოს ისეთი გზები რომლებიც გამორიცხავს მსგავს პრობლემებს. რა უბედურებაა ყველას ფინანსური პრობლემები როგორ აქვს ყველა ლიგაში. ხელფასები არა, მოედნები და ინფრასტრუქტურა არა განსაკუთრებით რეგიონებში. ამდენი ბავშვი დადის ფეხბურთზე იმათ მაინც რას ერჩით??? არ დაბლოკოთ
იკა
1 ლარი არ აქ ამ გუნდს შემოსავალი და რა ხელფასები უნდა გასცეს ? ან ვაფშე ამდენი ხანი რო გაქაჩეს კდიე მალადეც ...
ჯავა
ეხლა მაინც გაისიგრძეგანოთ "შუქურას" გაჭირვება, თან 6 ქულა რომ ჩამოაჭერით. "გაგრა", "დინამო" ე.ი. რაღაც უბდა შეცვალით.
beqas
როგორ არ ყიდის მარა მყიდველი არავინაა.დდდ
გივი
ვერ ყიდის! არავის უნდა საფეხბურთო კლუბში ფულის ჩადება
zura222
ენჯეოებს გამოართვან ხელფასი ! ეგენი ფეხბურთს მაინც ვერ თამაშობენ და მოლოტოვის მსროლელების მხარდაჭერაში არიან მაგრები და ისინი გადაუხდიან კარგ ხელფასებს !
asa
დილა, ტორპედო, თელავი და სამგურალი. ამ 4 გუნდში არანაირი ფინანსური პრობლემა არ არის, არც არანაირი დავალიანება.? სხვა ყველა დანარჩენს პრობლემები აქვთ სამწუხაროდ.
beqa
არც ყიდის!?
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა