ევროლიგის მეექვსე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ანადოლუ ეფესი“ 93:81 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ შენგელიას ევროლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.

თავიდან სტუმრები 6:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა შენგელიას, მარკო ბელინელის და ბრაიანტ დანსტონის ძალისხმევით პირველი მეოთხედი 20:18 მოიგეს. შემდეგ მწვრთნელმა თორნიკე დაასვენა, „ეფესმა“ კი გაქცევა და წინ გასვლა (33:24) მოახერხა. თუმცა, ბოლონიელებმა სხვაობა შეამცირეს და პირველი ტაიმი 41:45 დათმეს.

დიდი შესვენების მერე თავიდან თამაში ქულა ქულაში წავიდა, რის შემდეგაც „ვირტუსი“ უკეთ გაისარჯა და მიმდინარე სეზონში ევროლიგასა და ლეგა A-ში 11 მატჩიდან 10-ში გამარჯვება იზეიმა.

შენგელიამ 31:11 წუთში 19 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 11-დან 9 საჯარიმო), 5 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა და მასზე 12-ჯერ დაჯარიმდნენ. „თოკო“ სარგებლიანობის 30-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

თორნიკეს გუნდიდან 17 ქულა ბელინელიმ ჩააგდო, ხოლო დანსტონმა 14. „ეფესიდან“ 17 ქულით ყველაზე შედეგიანი როდრიგ ბობუა იყო. შეინ ლარკინის ანგარიშზე 16 ქულაა, ანტე ჟიჟიჩმა კი თავის გუნდს 15 ქულა შესძინა.

„ვირტუსმა“ ტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, „ვალენსიასთან“, „ბარსელონასთან“ და „ფენერბაჰჩესთან“ ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს და 9 ნოემბერს მადრიდში ლიდერ „რეალს“ დაუპირისპირდება.

სოსო
ის გუნდი ერთადერთი იყო,ვინც ნაკრების თამაშებზე გაშვების პირობა მისცა და სწორედ ამიტომ წავიდა,იქ.მაშინაც მართალი იყო ქვეყნის წინაშე,მაგრამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო,საპასუხოდ,მავანი პოლიტიკური ძალისაგან მოტყუებული მოქალაქეების მხრიდან.
ეგრე რა
ეგრე რა კაპიტანო. ევროპაში უნდა ყოფილიყავი სულ და იმ ტერორისტი ქვეყნის გუნდში დროს არ დაკარგავდი, იმდენ მწარე სოტყვებსაც არ მოისმენდი. თუმცა ეგ წარსული ამბევია, ახლა კი ქებასა და მოფერების გარდა არაფერს იმსახურებ. ასე გააგრძელე, წარმარმატებები შენ და ჩვენს ნაკრებს!

ვაა, გასაკვირია თორნიკეზე რატომ არ მოქმედებს ძოძუაშვილისეული თეორია ცოლთან და შვილებთან დაკავშირები!?
მამუკა
ბრავო თოკო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა