ეს ფაქტი დროებითია, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც სასიამოვნო და გარკვეულწილად ისტორიული ამბავია
რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ წერილი ევროკოეფიციენტების შესახებ და მაშინ გამცნეთ, რომ ქართული კლუბების მიერ მიმდინარე ევროტურნირებზე მოპოვებული ქულებით ჩვენი ქვეყანა მეორე ადგილზე იყო.

მას შემდეგ ქართულ აქტივს მორიგი ქულები თბილისის "დინამომ" (ისლანდიაში გამარჯვებით) და "ზესტაფონმა" ("შტურმთან" ფრეთი) შემატეს, რის შედეგადაც საქართველო პირველ ადგილზე გადავიდა. გვესმის, რომ ეს ფაქტი დროებითია და პირველობას სულ მალე დავკარგავთ, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც სასიამოვნო და გარკვეულწილად ისტორიული ამბავია.

დღეისთვის საქართველოს 2.375 ქულა აქვს, რაც ქართული კლუბების მიერ დაგროვებული ქულების მათ რაოდენობაზე, ანუ 4-ზე გაყოფით მიიღება. ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამარჯვება 1 ქულად ფასობს, ფრე კი - ნახევრად. პლეი ოფში კი მოგებაცა და საყაიმო შედეგიც უფრო "ძვირია" და რაკი "ზესტაფონსა" და "დინამოს" ეს ეტაპი, ფაქტობრივად, დაბევებული აქვთ ("ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსიც აქვს, ევროპის ლიგის პლეი ოფი კი უკვე გაინაღდა), დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მონაგარი საგრძნობლად გაიზრდება.

პლეი ოფებამდე კი მესამე ეტაპების განმეორებითი მატჩებია და, მოდი, ვისურვოთ, რომ "ზესტაფონი" ავსტრიიდან გამარჯვებული დაგვიბრუნდეს, "დინამოს" ამბავი კი გარკვეულია - "რეიკიავიკთან", ფაქტობრივად, ისლანდიაშივე მოაგვარა საქმე.

მოკლედ, ბევრი აღარაფერი გვაშორებს 2004-05 წლების სეზონის შედეგის გაუმჯობესებას, როცა გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია და საქართველომ დიდწილად სწორედ ამის ხარჯზე მოიპოვა 2.666 ქულა.

მიმდინარე ევროტურნირების სადღეისო რეიტინგი კი ასეთია:

1. საქართველო 2.375

2. ხორვატია 2.250

3. უნგრეთი 2.250

4. ინგლისი 2.125

5. ისრაელი 2.125

6. შვედეთი 1.900

7. ნორვეგია 1.900

8. ავსტრია 1.875

9. კვიპროსი 1.875

10. ესპანეთი 1.875

11. იტალია 1.785

12. პოლონეთი 1.625

13. სერბეთი 1.625

14. მაკედონია 1.625

15. ჰოლანდია 1.600

16. საბერძნეთი 1.600

17. რუსეთი 1.583

18. საფრანგეთი 1.500

19. შვეიცარია 1.500

20. ჩეხეთი 1.500

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guga
1 იწერება უბრალოდ მერე ოთხზე იყოფა და იმოტომ გამოდის 0,225
nika
http://en.wikipedia.org/wiki/UEFA_coefficient აი საიტი ვისაც უნდა, მოგებაზე არა 1 ქულა არამედ 0.250 იწერება, ფრეზე 0.125, ყოველი ახალი სეზონ დაწკებიდან ჯამდება 5 წლის შედეგე და ამის მიხედვით ნაწილდება ადგილები მაგრამ წლევალდენი საქარტველოს ტუნდაც 3ო-ში შესვლა და ადგილები ამის მიხედვით ძალაში 2 წლის შემდეგ შევა, ეს ყოველთვის ესეა, მაგალითად შოტლანდიას თუ აქ ეხლა 18.7 და არის 16 ადგილზე მომავალ წელს ექნება 8,7 იმიტომ რომ მოაკლდება 10 ქულა რომელიც აიღო 2007-2008 წლის სეზონში, ჯამდება მხოლოდ 5 წელი, მაგრამ შოტლანდიის ეს დაქვეითება ზალაში შევა 2 წლის მერე
Japaridze
რაც უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ და ეტაპს გადავლახავთ, ეს მომავალ წელს ქარტულ გუნდებს რომლებიც ევროტურნირებყე გავლენ გამოადგება, რადგან გარკვეული ქულების დაგროვებისას გუნდებს უკვე ეს ნერვების ამშლელი საკვალიფიკაციო ეტაპები არარ დასჭირდებათ და ჩემპიონი როდესმე პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდეა, ზოველგვარი კვალიფიკაციის და ფლეი ოფის გარეშე, ასევე ევროპალიგაზე ყოველგვარი კცალიფიკაციების გარეშე
grigala
უეფას საიტზე სულ შევდივარ და ვაკვირდები ხოლმე მაგ ქულებს, მარა ჯერ 36 ადგილზე ვართ და დზაან გთხოვთ მაგ გვერდის ლინკი დადეთ, მინდა რო შევიდე.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს