სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სალერნიტანას“ 2:0 სძლია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, კვარაცხელიამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო, მაგრამ შორიდან მიზანს ვერ უწია, შემდეგ კი რასპადორიმ ოჩოას კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა, პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა, მომენტები არ იქმნებოდა. ბოლოსკენ ნეაპოლელებს შანსები მიეცათ: რასპადორის ოჩოამ არ გაატანინა, ხვიჩამ ბურთი კარს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა, რასპადორის დარტყმული მეკარემ მოიგერია, პოლიტანომ ბურთი ძელს გაარტყა. მაცოკიმ მესამედ წააქცია „კვარა“ და ყვითელი ბარათი მიიღო. 67-ე წუთზე მწვრთნელმა რუდი გარსიამ კვარაცხელია ელმასით, ხოლო რასპადორი სიმეონეთი შეცვალა. ელმასმა 82-ე წუთზე ანგარიში გაზარდა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „უნიონთან“ გამართავს.

სალერნო. „არეკი“

სალერნიტანა - ნაპოლი 0:2

გოლები: 0:1 რასპადორი (13), 0:2 ელმასი (82)

დავით 67
სოსო-ს! კი 56ვარ. ჩაგეთვალა). ერთს დავამატებდი, ვიღაც თუ ბოღმით და შურით სკდება მასზე, ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არც კი ღირს მათზე ლაპარაკი. სამაგიეროდ იმ ერთ ორ გაჭირვებულს 100კაცი რომ "დაესხმება " თავს არც ეგ მომწონს. სუსტად ითამაშა მეთქი დავწერე ,ვიგულისხმე წინა მატჩებთან შედარებით. ეხლა 63 წუთში ყველა რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ეს ის არ არის რასაც ჩვენ ყველა ველოდებით, იმდენად მიგვაჩვია სასიამოვნო სანახაობას. კიდევ სხვა უბედურება სჭირს ზოგს, რატომღაც ზოგიერთებს უნდათ ხვიჩა ქოცების მხარდამჭერად მონათლონ, ასევე ნაცებიც ამ აზრზე არიან რომ ის მათია. ერთხელ თქვა ჩვენი მომავალი ევროპაშიაო და ქოცებს კინაღამ ინსულტი დაემართათ. რატომღაც ხვიჩა აღიქვეს მეორე მხარის მხარდამჭერად. ესეთი მოლანდებები ხშირად ემართებათ იმათ ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებთ.
ლევან მაღლაკელიძე.
სოსო ბატონო, გეთანხმებით. კარგად ხედავთ და არჩევთ ყველაფერს. ხვიჩაზე ცუდი კომენტარი უნდა გააკეთო? ან არ გესმის თემა, ან კიდევ არა ხარ კაი კაცი. ძლივს გვყავს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე იდგა მსოფლიოს ვარსკვლავებს შორის, უმაგრეს მეუღლესთან ერთად და თავი კარგადაც წარმოაჩინეს. დაბნეულობა აშკარად ეტყობოდათ, ნიცამ იპოზიორა კიდეც. ლამაზი, საყვარელი და წარმატებული ქათველი წყვილი მსოფლიო დიდების კვარცხლბეგზე. ღმერთმა გვიმრავლოს ეგეტი წყვილები ქართველებს. გული მტკივა ამდენ ბოღმას რომ ვხედავ. ხვიჩა პროფესიონალია, ლიგაზეც უნდა ითამაშოს, ჩემპიონატშიც, თასზეც და ნაკრებშიც, თან მხოლოდ ტიტულებისთვის, რატქმა უნდა ნაკრებს სამწუხაროდ ვერ ვგულისხმობ. ამიტომ ხვიჩამ ძალები აუცილებლად უნდა დაზოგოს და ეს კალიარის დონის გუნდებთანაა შესაძლებელი, თან სხვა მოთამაშეებიც მუდმივ ფორმაში უნდა იყოს. დანარჩენი კი, ხაზთან გავა, ტუ ცენტრში შეიწევს, მწვრთნელი წყვეტს. ასე, რომ დაანებეტ თავი ბოღმის ნთხევას.
დავით
ნეაპოლის!
ივანე
მე დიდი ფეხბურთის მცოდნე არ ვარ. უბრალოდ მაინტერესებს ფეხბურთის მერე რომელი ქალაქის მერობას აპირებს ხვიჩა.
სოსო
დავით 67-ს.დავით,ძალიან სუსტად ითამაშაო,მაგის გარდა,თქვენ კომენტარში მიუღებელი, ჩემთვის არაფერია.უბრალოდ,ნაპოლის 8 ნოემბერს,ჩემპიონთა ლიგაზე აქვს სათამაშო და კლასის ხარჯზე,ენერგიის დაზოგვით გაიმარჯვეს,არც ტრავმების რისკი დავიწყებიათ და ადრე შეცვალეს,შემტევები,ხვიჩას ჩათვლით.ხუთჯერ წააქციეს ხვიჩა!მეხუთე წაქცევაზე,მსაჯმა გააფრთხილა დამნაშავე და გარსიამაც დაუყოვნებლივ შეცვალა ხვიჩა.ხუთჯერ რომ წაგაქცევენ,ეს ხუთჯერ მოტყუებულ მცველს და წარმატებულ დრიბლინგს ნიშნავს,რომელიც მეტოქემ,მხოლოდ წესების დარღვევით შეაჩერა.არც ელმასზე დამიწერია,არავინ ედგაო.მე დავწერე,მას მხოლოდ ერთი კაცი ეთამაშებოდა და გოლი ისე გაიტანა,ხვიჩაზე კი დავწერე,მას,სულ ცოტა ორი კაცი ებრძვისო.ერთის მოტყუება და ორ კაცთან ბრძოლაში პასის გაკეთება,იქ ვახსენე,როცა პოლიტანომდე ბურთის მიტანა გააჯანჯლეს და უკვე თამაშგარეში გავარდნილსღა მიაწოდეს პასი.ამ მომენტისათვის,იმის დამატება შემიძლია,რომ სანამ ბურთი იქამდე აიტანეს,საჯარიმოს წინა ხაზზე,უკვე ხვიჩაც ასული იყო,რასპადორიც და კიდევ ერთი სხვაც.ხაზზე,4 კაცი ელოდა ამ ბურთს და სწორი პასის შემთხვევაში,გოლის ძალიან დიდი ალბათობა იყო.პოლიტანო,ცენტრში რომ შევიდა და ძელს მიარტყა ბურთი,ვინ დაუგორა დასარტყმელად?ხვიჩამ დაუგორა,მიუხედავად იმისა,რომ თვითონაც ჰქონდა კარში დარტყმის შანსი.დღევანდელი ხვიჩა,უკვე სულ სხვა კაცია და მისი საზრუნავი,კაცის მოტყუება კი არა,გუნდის სარგებელია.დღეს ის,უფრო მეტად მუშაობს გუნდისათვის,ვიდრე ეს შარშან იყო.მას ძალიან კარგი პასი აქვს და თუ კარგ პოზიციაში მყოფ პარტნიორს,მიაწვდის ბურთს,უფრო თავისუფალ სივრცეში,ამით ბურთის დაკარგვის რისკს ამცირებს,კაცის მოტყუების მცდელობისას,საკმაოდ დიდი რომ არის.ხვიჩა ატყუებს მაშინ,როცა სხვა უკეთესი გზა არ ჩანს და კონტრშეტევის რისკიც შემცირებულია.ეს ნიშნავს,რომ გუნდის წინაშე მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს.ტყუილად არ მოითხოვდა სპალეტი და ახლა უკვე გარსიაც,დაცვით ფუნქციების უფრო აქტიურად შესრულებას.დღეს მან უკვე საკუთარ თავზეც გამოსცადა,რას ნიშნავს წინ და უკან მუდმივი სირბილი.ამიტომაცაა,რომ უფრო მეტად უფრთხილდება ბურთს და პასს ამჯობინებს,მაღალ რისკიან დრიბლინგს.ამასაც თავი გავანებოთ,ახლანდელი ხვიჩა,ძალიან განსხვავდება შარშანდელისგან,ფიზიკურადაც.მან კუნთოვანი მასა გაიზარდა და ფიზიკური ძალა მოემატა,მაგრამ წონა მომატებული კაცი,გინდა თუ არა,სიცქვიტეს ჰკარგავს.მეტ წონას ხომ მეტი ინერციაც ახლავს.ამის გამოცაა,ხვიჩას ფილიგრანულმა დრიბლინგებმა რომ იკლო.ხვიჩა უნდა შეეჩვიოს შეცვლილ სხეულს,მერე კი შესაძლოა ცოტა სახეცვლილი სახით,მაგრამ ისევ ვნახავთ დრიბლინგებსაც,ზუსტ დარტყმებსაც და ვარსკვლავურ მატჩებსაც.სეზონის სტარტზე გაცილებით სუსტად თამაშობდა,ახლა კი,გაცილებით უკეთესია და ჩემი აზრით,სწორედ ეს შეგუების პროცესი მიმდინარეობს. როდესაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ,როგორც იქნა გოლი გაიტანა,ყველამ ვნახეთ,რამხელა ემოცია ამოაფრქვია ამ ბიჭმა და რამხელა დაძაბულობა ჰქონია.ამიტომ გავუფრთხილდეთ და ზედმეტ ზეწოლას მოვერიდოთ,ეს იქნება,საუკეთესო გზა,კიდევ უფრო უკეთესი თამაშისათვის მოემზადოს ხვიჩა.ვიცი,როგორ უშლის ადამიანს,ზედმეტი დაძაბვა,მინახია,სცენაზე გასულს,ხმა რომ ვერ ამოუღია,ან მოედანზე გასულს,ყველაფერი რომ გაუფუჭებია და სწორედ ამიტომ ვცდილობ,მკითხველებს,ეს გავაგებინო.ზოგჯერ,საკმაოდ აგრესიული ფორმითაც კი.თუმცა ბევრზე ესეც არ სჭრის.ისინი,თვითონაც შეურაცხყოფას აყენებენ და სხვებისგანაც იგივეს იღებენ,მაგრამ ასე,არ შეიძლება.არაფრით არ შეიძლება!ჩვენ თუ ჩვენსას არ გავუფრთხილდით,სხვას როგორ უნდა მოვთხოვოთ?40 წელზე მეტია,რაც საუკეკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში,კაცი არ გვყოლია და ზოგიერთი ისე ებრძვის,თითქოს ქვეყნის დამაქცევარი იყოს.თუ ფეხბურთი მართლაც გიყვარს,მას რომ ლანძღავ და ვიღაცის აზრების ფრქვევას ასდევ,ხომ უნდა მიხვდე,რომ სულ სხვა მიზნით გიყენებენ?! მაპატიეთ,ბატონო დავით!თქვენთან პასუხით დავიწყე და უფრო ფართო თემაზე გადავედი,რომელიც პირადად თქვენ არ გეხებათ,მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ამ პოსტში ამოვთქვი.ვფიქრობ,თქვენ,55-56 წლისა უნდა იყოთ და იმედი მაქვს,სწორად გამიგებთ.თქვენც ხომ უკვე ბევრი გექნებათ,ნაფიქრი, ნანახი და გაგონილი.
ვაჟა
ბალელშიკ-болельщик-რუსულიდან არის, გულშემატკივრობ --ქართულად გვაქვს მშვენიერი შესატყვისი
დავით 67
გია პაპა-ს თქვენ მოგეწონათ დღეს? და რატომ გავატაროთ? აუცილებელი არც არაფერია, მაგრამ თუ ეს ავღნიშნეთ რა არის ამაში ცუდი? ხომ ისედაც ვიცით, რომ ხვიჩა როგორც მაგარი ფეხბურთელი, ასევე ღირსეული ბიჭია. ვერ ვხდები ასეთ ლოგიკას? ყველა თამაში არც მარადონას და არც პელეს არ აქვს ნათამაშები უმაღლეს დონეზე!
დავით 67
მოკლედ ეს უკიდურესობა აღარ მთავრდება საქართველოში რა! მე ხვიჩას ძალიან ვაქებ ,როცა კარგად ჩაატარებს მატჩს, თუ ვერ ითამაშა ისე როგორც უმრავლესობას გვინდა, ამასაც ვწერ. დღეს მაგალითად ძალიან სუსტი იყო,არ გამოუვიდა თამაში. ვფიქრობ რომ ეს არაა კატასტროფა. სეზონი წინაა კიდევ და ვფიქრობ ბევრჯერ გაგვახარებს. იმათ საყურადღებოდ ვინც ვითომ ხვიჩას თავგადაკლული ფანია იმათ მინდა ვუთხრა, ობიექტური იყავით! თვალები კარგად გაახილეთ. წინა თამაშზე რაღაც კრიტიკული დავწერე და ვიღაც გამომიხტა და სანაია ხარო მომწერა. ვინც ასე უსაფრდება კრიტიკულ აზრს,ის სანაია კი არა უბრალოდ ბრიყვია. და კიდევ სოსო-ს მინდა ვუთხრა კომენტარზე, ელმასთან არავინ არ მიდის მეურვედო და ხვიჩასთან 3 კაცი სულ არისო. აი იმ სამს რომ დააწვენს ამიტომაც ითვლება ხვიჩა მაგარ ფეხბურთელად და ამის მოლოდინში ვართ, რომ მისი თამაშით სიამოვნება მივიღოთ. თორემ თქვენი კომენტარიდან ისე გამოდის, რომ თუ სამმა კაცმა ეთამაშა და არაფერი გამოუვიდა ეს თითქოს ნორმაა, უფრო სწორად მიზეზი ყოფილა. რასპადორს ოსიმენის ამოგდება უნდა და ამიტომ სულ გოლის გატანაზეა ორიენტირებული, კარგ პოზიციაში მყოფ გუნდელებს არ იმჩნევს.დარწმუნებული ვარ ვიქტორს ვერასოდეს ამოაგდებს ძირითადიდან.
გია პაპა
ზოგიერთების საყურადღებოდ! ვისაც არ მოგეწონათ ხვიჩას თამაში, აუცილებელი კი არ არის რომ დააკომენტაროთ. უბრალოდ გაატარეთ, არ შეგიძლიათ?
ფეოლა
არის 8 ბაყაყი, საინტერესოა რამდენი მოქუჩდებით?
სანდრო
მაგარი ქვეყანა ვართ ზვიადისტები და ედიკისტები მიშისტები და ბიძინისტები ნატოელები და ნატაშას მომხრეეები, ეხლა ახალი საქიშპო და საგინებელი თემა გაჩნდა კვარაცხელიას სახით და მიდით ჯიჯგნეთ ერთმანეთი მაინც ამ ქვეყანაში მეტი საინტერესო არაფერი ხდება,უსაქმური კაცისა და მახათის ამბავია რა
სოსოს
100%
ჭუკლიკას
სახელს ამართლებთ და ძალიან სისულელეს წერთ!!! მეც ვიყავი მაგ თამაშზე და საბედნიეროდ მეც ვნახე ხვიჩა,რა წონაში მომატება ხალხნოოო!!! სასაცილოებიც კი აღარ ხართ!!!
ქუთაისი მაგარია
100%
გულშემატკივარი
ჩასაფრებული შურიანები!!! სამწუხაროდ ბევრნი ხართ და ხავსივით მოდებულები!!! ხვიჩას წარმატებები,გვიმრავლოს ღმერთმა შენნაირები❤️

რა ქრთამი რას ბოდიალობ? კარგად ითამაშა კვარამ? როცა კარგად ითამაშებს მაგის თქმა ბევრს არ გაუჭირდება და დღეს არ უთამაშია ასეთად.
აკო
გია რა გადაგხდა ცხოვრებაში ისეთ რომ ესე გაბოროტდი?? თუ ფულის თემაა შემიძლია მე მოგცე იმდენი რასაც კვარაზე ამ სულმდაბლობის წერაში გიხდიან.
ირაკლი ქუთაისელი
არ მოგწონთ, არ ბალელშიკობთ და რატომ უყურებთ მის თამაშებს ვეღარ ვხვდები. თქვე მარკიზის ქვეშევრდომებო ცივი წყალი იშოვეთ სადმე
ჭუკლიკა
მოკლედ, კვარას დაკლებული აქვს და წონაში მომატებული. ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შევამჩნიე. ძალიან ახლოდან ვუყურებდი დადავინახე რომ მასზე სწრაფები კვიპროსელი ფეღბურთელები იყვნენ. კვარას წარმატება გამიხარდება და მიხარია, მაგრამ მეტი შრომაა საჭირო.
სოსო
ძალიან ცუდად თამაშობს ხვიჩა!ისე ცუდად თამაშობს,რომ გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინაციაში,კანდიდატად დაასახელეს.ერთადერთი,ნაპოლიდან.ელმასმა გოლი რომ გაიტანა,წინ მხოლოდ ერთი კაცი ედგა,ხვიჩასგან განსხვავებით.მას საჯარიმოსთან ყოველთვის სულ ცოტა ორი კაციებრძვის.22 წლის ბიჭს,ვერცსტაბილურობას და ყველა მატჩისუმაღლეს დონეზე თამაშს მოსთხოვ,გარკვეულ,საკმაოდ მაღალ დონნეზე დაბლა კი,ხვიჩა არასოდეს ჩამოდის და ამის დანახვა,მგონი მხოლოდ ზოგიერთ ჩვენს ხვიჩას "გულშმატკივარს"არ სურს.დაახლოებით 55 წუთზე,ნაპოლიმ შეტევა მოიგერია და თავისი საჯკარიმოს წინ,ბურთი ხვიჩას მიუგორდა.მას მაშინვე სამი მეტოქე დაეხვია.ხვიჩამ ერთი მოატყუა და შემდეგ ორ კაცთან ბრძოლაში,ცენტრისაკენ,თანაგუნდელს უპასა.მარჯვენა ფლანგი,სრულიად თავისუფალი იყო და პოლიტანო,წინ გავარდა,თავისუფალ სივრცეში ბურთის მისაღებად,მაგრამ ნაპოლის ნახევარმცველმა,ბურთი აუჩქარებლად გაუგორა თანაგუნდელს,მანაც საკმაოდ აუჩქარებლად გაიარა რაღაცა მანძილი და პოლიტანოს მაშინღა უპასა,როცა ის უკვე თამაშგარეში აღმპჩნდა.საგოლე შეტევა,მანამდე ჩაიშალა,სანამ რეალურად საგოლე მომენტი შეიქმნებოდა.არც მაგ გოლის გატანის შემთხვევაში შეემატებოდა რაიმე,ხვიჩას სტატისტიკას,,მაგრამ საგოლე შეტევა,რეალურად მან დაიწყო.დამნახავი,ამასაც ხედავს,მაგრამ ვისაც დანახვა არ სურს,ის რიყეზე ქვასაც ვერ პოულობს.ეს,ხვიჩას პრობლემა არ არის,ეს თქვენი პრობლემაა,ვინც ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება.ისე,დიდ მოხეილ მესხს,სულ 56 ბურთი აქვს გატანილი,კარიერის განმავლობაში,მაგრამ არავის მოსვლია თავში,მისთვის,კლასი დაეწუნებინა.არც ვლადიმერ გუცაევს აქვს გატანილი ბევრი გოლი,მაგრამ ისიც ვარსკვლავად არის ცნობილი,რადგან ფლანგის თავდამსხმელის შედეგიანობა,სეზონში 5-7 გოლიც რომ იყოს,ესეც ნორმალურია.ხვიჩა აღარც ჯარიმებს ურტყამს და აღარც პენალტებს,ასე რომ მის მონაგარს,აქედან შევსება მოაკლდება და ამასაც შეეგუეთ.მას სულ სხვა რამე ავალია და მწვრთნელის დავალებაც უნდა შეასრულოს.ის ხომ ნახევარდაცვაში და დაცვაში სათამაშოდაც ბრუნდება უკან.ეს უკევ სულ სხვა რეალობაა.
ვოოტ
გაგორებული პასი რომ აუტზე გადაუვარდა, იმ ელმასზე ამბობ? კვარასი რამდენი გახსოვს ეგეთი მთელ კარიერაში? ელმასს გარჯას და მონდომებას არ ვუკარგავ, პირიქით, კარგი დუბლიორი კვარასთვის შეღავათი უფროა,ვინემ კონკურენტი, მაგრამ პირიქით არ მოხდება, სულაც სანაია რომ დანიშნონ ნაპოლის მწვრთნელად... ის გოლი კი ოჩოიამ ყლაპა, ცხვირწინ აუხტა მიწაზე და მაგიტომაც ვერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
რა გეშველებათ
მოკლედ, აქაურ პრაფესორებს რომ კითხო, არც დაფიქრდებიან და ისე დაგაჭედებენ - უეჭველი ჩააწყო და იმიტომ დაუწერა ყველა სპორტულმა საიტმა მაღალი შეფასებაო, თორემ ბიჭს, რაც იცოდა, ისიც დავიწყნია და მაინც კარგად აფასებენ. ვაჰ, მეცოდება კვარა, ჯერ ისედაც რა ხელფასს იღებს და ისიც სულ ქრთამებში უნდა არიგოს.
ვარლამა არავიძე
პაპანდოპულოებო თქვენ დედები გყაავთ?
ფეოლა
4 ბაყაყი გაიჩითა უკვე.
ფეხბურთი
პირველი ის, რომ არის ხასიათის მოთამაშეა. მეორე ის, რომ კარიდან ძალიან შორს დგას, ცდილობს აუტის ხაზთან გავიდეს და არა მოწინააღმდეგის კარებთან ახლოს. მცველი აქეთ უნდა ეძებდეს კვარას და პირიქით კვარა მიდის მცველთან. არ ეძებს თავისუფალ სივრცეს და მცველს უადვილდება მისი განეიტრალება. და ყველაზე მთავარი: თუ იწყებ დრიბლინგს უნდა დაიწყო და არ უნდა გაჩერდე, თუ არადა ამის იმიტაცია არ უნდა შექმნა ტყუილად. კვარა არის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ ამავდროულად ტაქტიკურად განუსწავლელი. იმედია როდისმე მოხვდება ისეთი მწვრთნელის ხელში, რომელიც მისგან უფრო პროდუქტიულ ფეხბურთელს გახდის.
შვედუნა
ასე ახლოს რატო დგას ხაზთან ყოველთვის, რატო არ შედის ცენტრისკენ? მეორე ფლანგელი პოლიტანო შედის ცენტრისკენ ხშირად. ხვიჩას ქონდა მომენტი უნდა შეწეულიყო ცენტრისკენ მარა იდგა ფლანგზე ისევ. ცუდად თამაშობს ცუდად. არ ნიშნავს რომ მავნებელი სანაია ხარ ან იგივენაირი ლიბერასტი რომელიც ხვიჩას აგინებდა პატრიარქისთვის დაბადებისდღის მილოცვის გამო, მაგრამ ვერ თამაშობს და რავიცი აბა. კარგი მატჩი ჩაატარა? უნდა მოუმატოს თან ძალიან.იმედია ხვდებით რომ მოსამატებელი აქვს და თან ცოტათი არა. თუ არა და მართლაც ხასიათის მოთამაშე იქნება აი მარტო 8,9 ან 10 თამაშში ერთხელ რომ ჩაატარებს კლასნი მატჩს.
გიორგი 11
როგორ გამოყოფენ ხოლმე ვითომ ფეხბურთის მოყვარულები და სინამდვილეში ვატუტისტ-მიშისტები თავს და სიხარულით ჭყლოპინობენ:)))
იკა
ეს იყო კვარადონას ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი
რატი
სოროებიდან იგესლებიან ბოღმიანი ხელმოცარულები. :)))))
ფეოლა
აყაყანდნენ ბაყაყები!
სიმართლე
და როდის არ იყო ხასიათის ფეხბურთელი? რუბინშიც ასე ხასიათზე თამაშობდა სეზონში 4 ძლივს გაიტანა, იქაც იგივე კომენტარებს უწერდნენ სექტანტები (არ აძლევენ გუნდელები პასს და რა ქნასო?)და შეარქვეს ,,გოლნახევარა,,
გია
რაც დრო გადის და უფრო ღვინდება კვარა მეტად და მეტად იგრძნობა ქართული სკოლის გავლენა,დააკვარდით რა ელეგანტურად და სინატიფით აკეთებს უკან პასს,იმედია სეზონის ბოლომდე ნახევარ საათს მაინც დაუტოვებენ სათამაშო დროს და ნახეთ მეტოქის საჯარიმოდან რა პასები დაუბრუნოს მერეტის,კიდევ ერთი დადებითი მომენტი მის მოედანზე ყოფნისა არის მისი არტისტიზმი მოედანზე კოტრიალისა და მსაჯებთან კამათისა იმედია მსაჯები გაითვალისწინებენ მის დახვეწილობას ამ კომპონენტში და ნაადრევად არ დაატოვებინებენ მინდორს
სიმართლე
ეტყობა დაღლილი იყო...........
Geo
თამაში კი არა , საცოდაობა იყო! ელმასმა ასე თუ გააგრძელა, სასტარტოში ვიხილავთ მალე! თუ ასეთ გუნდებს ვერ გაუტან! რა ვი! დასასრულის სტარტია! აბა მილანს და რეალს ვერც კი გაუტანა ! გადატვირთვაა საჭირო!
დდდ
ფეხბურთი არაა სტატისტიკა, კვარას სტატისტიკა გარსიას ექსპერიმენტებს და პოზიციის ხშირ ცვლას ეწირება... იმიტომ გაიყვანა, რომ ყველაზე მოსაფრთხილებელი მოთამაშეა... თუ დღეს კვარა ინერტული მოეჩვენა, ეგ შენი პრობლემაა და არანაირად მისი...
M33
რავი ცუდია ასეთ ღია თამაშში რომ ვერ შემატა ვერაფერი სტატისტიკას. ყველა თამაშში ანთებული "დამშეული" უნდა გამოდიოდეს მოედანზე. უფრო მეტად უნდა აქტიურობდეს, მეტი სწრაფად იხსნებოდეს დასარტყმელ პოზიციაში, სივრცეებს ეძებდეს. ესე ზანტად, ინერტულად რავიცი რა... დღეს ქონდა სივრცეები, სამ კაციანი პრესინგი არ დაუყენა სალერნიტანამ(ბოლოს როდის ქონდა ამდენი სივრცე არ ვიცი) მარა ბურთის ამოტანის მეტი ბევრი ვერაფერი ქნა. სამწუხაროა. ასეთ თამაშებში თუ არ აკრიფა გოლები და ასისტები წინა სეზონის შედეგს ვერ გაიმეორებს. ერთი ორი პასი კი გაუფუჭეს მარა ისიც ნახევარშანსები იყო უფრო. საფინიშო დარტყმა კიდე საწყენად არ ვამბობ ყველაზე ცუდი აქვს გუნდში სხვა შემტევებიდან განსხვავებით თვალს ხომ არ დავიბრამევბთ. აგერ ღრმა ზამენის კაცი ელმასი შემოვიდა გაიგდო და აუღებელი დაურტყა სწორედ ხვიჩას პოზიციიდან მეკარეს. რასპადორი/პოლიტანო/ოსიმენზე ზედმეტია ლაპარაკი, თან რომლებიც ელიტარულ ვარსკვლავებად არცერთი არ განიხილება ამ ეტაპზე თანამედროვე ფეხბურთში. რავიცი ყველაზე ცუდი ის იქნება თუ ხვიჩა ხასიათის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ტოპ ვარსკვლავები ყველა თამაშში ძვლებს ენერგიის ბოლო ძალებს დებენ გინდა რეალს ეთამაშებოდენ ბარსას თუ რაიოვალეკანოს და მიტომ არიან ტოპები. აბა სალერნიტანასთან და ლეჩესთან თუ არ დააგროვე სტატები, მილანი, ინტერი იუვე და რომა კი არ მოგცემენ ამდენ სივრცეებს.
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
კვერნაძემ "ფროზინონეში" სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა
ლოჩოშვილის დებიუტი და "სალერნიტანას" მარცხი ლიდერთან
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ფროზინონემ" მოიგო - კვერნაძე ისევ არ ათამაშეს