კობი ბრაიანტის "ბეშიქთაშში" გადასვლა გამოირიცხა, საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტის დასრულებას კი იანვარში ვარაუდობენ
ახალი სეზონის წინ "ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნე "კახა ლაბორალის" ბრაზილიელი მცველი მარსელინიო უერტასი გახლავთ, მაგრამ თუ ეს გარიგება არ შედგა, კატალონური გრანდი რიკი რუბიოს დაბრუნებას ეცდება, რომელიც ცოტა ხნის წინ "მინესოტა ტიმბერვულვზის" წევრი გახდა.

უერტასმა და "ბარსელონამ" უკვე შეათანხმეს პირადი კონტრაქტის პირობები, მაგრამ ბრაზილიელი კალათბურთელი ჯერაც "კახა ლაბორალს" ეკუთვნის და უცნობია, კომპენსაციის სახით რა თანხას მოითხოვს ბასკური კლუბი.

ამასობაში, რუბიო მზად არის "ბარსელონასთან" ხანმოკლე კონტრაქტს მოაწეროს ხელი, რომელიც ლოკაუტის ბოლომდე იქნება ძალაში.

გამოირიცხა კობი ბრაიანტის გადასვლა თურქულ კლუბ "ბეშიქთაშში". თავად "ლეიკერსის" ლიდერმა განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირაა ამ გუნდთან მოლაპარაკება არ ჰქონია. ასე რომ, კობი, შესაძლოა, ევროპაში გადავიდეს, ოღონდ არა ამ თურქულ კლუბში.

"ბეშიქთაშთან" კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ამავდროულად მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის და სატელეფონო ზარს ველოდები. ნებისმიერ ქვეყანაში წავალ სათამაშოდ", - ამბობს EშPN-თან კომენტარში ბრაიანტი.

კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გამოთქვა უცხოეთში თამაშის სურვილი. კერძოდ, "მაიამის" ტრიოს ერთ-ერთი წევრი კრის ბოში არ აპირებს ლოკაუტის დროს დასვენებას და რომელიმე უცხოურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ამბობს კალათბურთელის აგენტი ჰენრი ტომასი.

"ჰიტის" მეორე ვარსკვლავი დუეინ უეიდიც დაინტერესებულია კლუბის დროებით შეცვლის პერსპექტივით, რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, მისი გეგმების შესახებ არაფერია ცნობილი.

"სან ანტონიო სპურსის" ყოფილმა მცველმა ბრიუს ბოუენი ჟურნალისტებს მოუყვა იმ სირთულეების შესახებ, რომელიც ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებისას წარმოიშვება.

ბოუენის თქმით, მოთამაშეები, აგენტები, ლიგის ხელმძღვანელები და კლუბების მფლობელები არც კი იმედოვნებენ ლოკაუტის 2011 წელს დასრულებას.

"ძალიან არასახარბიელო ინფორმაციას ვფლობ. მხოლოდ ერთი სიტყვა მესმის: "იანვარი! იანვარი!" ასეთი შეტყობინებები მოგვდის მე და მოთამაშეებს", - თქვა ბოუენმა.

იტალიური "სკავოლინის" ახალწვეული გახდა NBA-ის ყოფილი მოთამაშე, 32 წლის ჯუმეინ ჯონსი. ამ კალათბურთელს რვა სეზონი აქვს გატარებული ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, უთამაშია: "ფილადელფიაში", "კლივლენდში", "ბოსტონში", "ლეიკერსში", "შარლოტში", "ფინიქსსა" და "ნიუ ჯერსიში".

შარშანდელი სეზონი ჯონსმა მეორე იტალიურ კლუბში - "კაზერტაში" გაატარა და საშუალოდ სერია A-ში 14.7 ქულასა და 8.6 მოხსნას აგროვებდა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი ცენტრი სამასი უოკერი არიზონას შტატის პოლიციამ მარიხუანასა და სტეროიდების უკანონო შენახვისთვის დააპატიმრა.

1996 წლის დრაფტის მეათე ნომერს პოლიციამ 10 გრამი მარიხუანა და რვა ბოთლი თხევადი სტეროიდი აღმოუჩინა. როგორც იტყობინებიან, ამჟამად სირიაში მოთამაშე კალათბურთელმა დაკავების მომენტში ნარკოტიკის შეჭმა სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს