ნაციონალურ საკალათბურტო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 120:101 დაამარცხა.

ვენდელ კარტერ ჯუნიორის ტრავმის შემდეგ გოგა ბითაძე ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა, სათამაშოდ 26 წუთი მიიღო და გამარჯვებაში ერთ-ერთი ლომის წვლილიც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა (4/4 საჯარიმო, 3/5 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 10 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა ისე, რომ არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 27 გახლდათ.

საუკეთესო პაოლო ბანშერო გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა, ფრანს ვაგნერმა აქტივში 26 ქულა ჩაიწერა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ენტონი დევისმა გუნდს 28 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 7 დაფარება შესძინა, ლებრონ ჯეიმსმა თავი 24 ქულით, 9 მოხსნით 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა, ოსტინ რივსმა კი - 20-ით.

სეზონის სტარტზე "ორლანდო" კარგად გამოყურება, 4 გამარჯვებითა და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 7 ნოემბერს კი "მაიამის" ესტუმრება.

ადამიანი
რაც ყველაზე საწყენია სპორტული მედია წყარობი არ არიან დაინტერესებული მომავალი თაობის ბავშვებით რომ დაიწეროს ყველა ბავშვის და გამორჩეული შედეგები რომ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ და სპორტულმა მამებმა. არის ერთი ბავშვი 16 წლის რომელიც ტენის ფარში 3 წამიანი გარედან 1 მეტრის დაშორებით და სკოლის 5 სკამს გამორბენი ახდება...გამაგებიეთ მარტო სუპერლიგა და გოგა მამუ და ლეგიონერები...მაგრამ არიან ისეთი ბავშვები რომლებსაც ყურადღება ჭირდება.ეს ბავშვი ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება. დარწმუნებული ვარ რომ ავარჯიშონ ბავშვი ჩატენვების კონკურს მოიგებს.სად გავაგზავნო ვიდეო და დარწმუნდებით თავად განსაკუთრებით რედაქციას მივმართავ.
ადამიანი
რაც ყველაზე საწყენია სპორტული მედია წყარობი არ არიან დაინტერესებული მომავალი თაობის ბავშვებით რომ დაიწეროს ყველა ბავშვის და გამორჩეული შედეგები რომ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ და სპორტულმა მამებმა. არის ერთი ბავშვი 16 წლის რომელიც ტენის ფარში 3 წამიანი გარედან 1 მეტრის დაშორებით და სკოლის 5 სკამს გამორბენი ახდება...გამაგებიეთ მარტო სუპერლიგა და გოგა მამუ და ლეგიონერები...მაგრამ არიან ისეთი ბავშვები რომლებსაც ყურადღება ჭირდება.ეს ბავშვი ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება. დარწმუნებული ვარ რომ ავარჯიშონ ბავშვი ჩატენვების კონკურს მოიგებს.სად გავაგზავნო ვიდეო და დარწმუნდებით თავად განსაკუთრებით რედაქციას მივმართავ.
გუსანი
ამ ვიდეოთი შთაბეჭდილება მრჩება გოგას მაინდამაცით არ წყალობენ, თითქოს პასს არ აძლევენ
სხვაგანაც ნახე
შეკაცო, თამაში მაგით დაიწყო, რომ პირველივე წამებზე ენტონი დევისს დაუფარა და აგრძნობინა, რომ ლეიკერსის მთავარ დამრტყმელი ძალას ადვილი გასეირნება არ ელოდა და თავის გუნდსაც მშვენიერი სასტარტო მუხტი შესძინა. მერე და მერე ისე განაგლდა, ლებრონასაც დაუფარა და შენ კიდევ - იმალებოდაო... ნეტა სულ ეგრე დაიმალოს, კიდევ ერთი ქართული ფურცელი ჩაიწერება ნბა-ს ისტორიაში. მაგრამ შენ იმ კლასტერიდან ჩანხარ, კვარას რო პრიჩოსკას უწუნებენ...
Gio
რაც ამ საიტზე თამაში დევს, არც გოგას ჩაგდებული მინახია და არც დაფარებული. ერთთავად ფარის ქ ვეშ იმალებოდა. ან ის მომენტები დადეთ სადაც თავი გამოიჩინა ან საერთოდ ნუ დადებთ
ქ. გ.
გოგას მომენტების ვიდეო https://youtu.be/w3csydKHz5w?si=4y7WD6nFJWvrPXGi
მიდი გოგა
თუ სწორედ მახსოვს, მაგდენს ევროპაშიც ვერ აფარებდა, ნაკრებში ნაღდად არ ქონია 5 დაფარება. ეტყობა, მაგრად მობეზრდა სკამზე ჯდომა.
ვოოტ
მაგას დაუმატე 0 შეცდომა გოგასთვის სარეკორდო 26 წუთში... ლებრონმა 3-ჯერ დაკარგა ბურთი...
გიორგი
ხოდა მაგაშია საქმე რომ არ აძლევენ დროს რომ წარმოაჩინოს თავი. თორე ვინმეს კი არ ეპარება ეჭვი მის ნიჭში. მისცენ მეტი დრო და ორმაგი დუბლი ექნება ყველა თამაში. უნამუსოდ ექცევიან უკვე 4 სეზონია.
დდდ
5 დაფარება ერთ მატჩში... რამდენი კალათბურთელი დაიკვეხნის ასეთი შედეგით?!...
ალექს
რაო, რაო, ვიღაცეები უკიჟინებდნენ ნბა-ში რა უნდა, წამოვიდესო. მიიღოს ხოლმე შესაფერისი დრო და რაც შეუძლია აგერ ჩანს ბატონო. მამუზეც იგივეს ვიტყოდი.
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს