მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა

თუშიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ ერიკ აბრამოვი (გერმანია), მუნირ ერტუგი (თურქეთი) და რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) დაამარცხა, ფინალში კი დამატებით დროში მარტი პუუმალაინენთან (ფინეთი) მარცხი განიცადა. არადა, ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქემ ძირითადი დროის დასასრულს ანგარიში გაუთანაბრა და საბოლოოდ სძლია.

ამრიგად, ტურნირზე ფინალში ოთხი ქართველი დამარცხდა - თუშიშვილის გარდა ვერცხლის მედლები ლაშა ბექაურმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.

jordan beli
ბექაურმა მაგრად იბრძოლა,ილომ წააგო.თუშამ ოლიმპიადის არ იყოს მცხეთამდე მოტანილი მედალი ჯერ ოლიმპიადაზე გაატანა უკან და ეხლა ხო საერთოდ...არ ვიცი რა ვთქვა
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
მსოფლიოსა და ოლიმპიადაზე, სადაც აზიელებიც იქნებიან, ასეთი ფიზიკური მომზადებით ბრინჯაოც სანატრელი გაგვიხდება. ბიჭებო, გამოფხიზლდით!!!
jordan beli
ვინ რა გაყიდა ხალხო ნორმალურები ხართ?ტატომ გაყიდა?ბექაურმა? და ვის მიჰყიდეს? ვაი თქვენ პატრონს!ეს ძიუდოა და არა ფეხბურთი,ესენი მგელი ბიჭები არიან და არა მამიკოს ფულებით ნალოლიავები ვიღაცეები... გაყიდეს კი არა ვინც ტატოს ფინალში მთელი ჭიდაობის დროს უყვიროდა ხელი დაუჭირე,ხელი დაუჭირეო იმას უნდა მოაჭრა ხელი.რა ხელი დაუჭირე ბრდღვნად არ ეყოფოდა რევაზიშვილი თავიდანვე რო შეეტია ტატოს.ბოლოს 14 წამი რო დარჩა და ისევ რო უყვიროდა ხელი დაუჭირეო და მაშინ კი ვთქვი რო რევაზიშვილი ღირსი იყო მოგების.ტატოც გაბრაზდა,ეცა დრო არ ეყო თორე შუაზე გაგლეჯავდა რევაზიშვილს. ხოდა კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა და კოკა კიდე ყოველთვის ვერ მოგიტანს წყალს...ძაან ცუდი სიტუაცია ნაკრებში,ვიტყოდი რა მხრივ,მაგრამ დაიბლოკება კომენტარი.ნაწილობრივ ვთქვი კიდეც
ჟორა გაბრიჭიძე
შვიდი წონიდან 4 ფინალისტი და არცერთი ოქრო, ეს კატასტროფაა. რატომ ვერ ამჩნევს ქართული ძიუდო, რომ დღეს კარგი სუნთქვის გარეშე წარმატების მიღწევაზე ფიქრიც ზედმეტია (თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო). სწორედ სუნთქვამ დაღუპა ბექა ღვინიაშვილის ტალანტი და იმის ნაცვლად, რომ მისი მაგალითი გაკვეთილად ჰქონოდათ დანარჩენებს, უკუმიმართულებით წავიდნენ და თუ ადრე ერთი ბექა გვყავდა, დღეს ათი ბექა გვყავს. კოცოევს სულა თვითონ რომ არ შეხტომოდა გარე ეხზე, ის ილეთის გაკეთებას არც შეეცდებოდა, რადგან მისი ტაქტიკა დამატებით დროში გადასვლაზე იყო გათვლილი და იქ დაღლილ ილიას ერთი ილეთით მოუღებდა ბოლოს, ანუ დღეს ყველა ამ ტაქტიკით გვეჭიდავება და შედეგიც აქვთ. ჩვენი მწვრთნელთა შემადგენლობა რას ფიქრობს ამ დროს? დიხანიას კროსების სირბილი უნდა, ამათ კი გონიათ ტატამზე ვარჯიშით გავლიან ფონს. სირცხვილია უბრალოდ. მე არ ვიცი ყავს თუ არა ნაკრებს ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, მაგრამ თუ არ ყავს ეს აუცილებელია და არა ერთი. მე ვიცი, რომ ყველა მსოფლიო დონის მოჭიდავეს მწვრთნელები და მასაჟისტები კი არა, ასტროლოგებიც ყავთ. ჩვენ კი დავუნიშნავთ ნაკრებს მთავარ მწვრთნელს 2-3 დამხმარეს და ვითხოვთ მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონებს. დიდი სპორტი დღეს დიდი კომერციაცაა და დიდი ფულიც, ჩვენ კი დღემდე გასული საუკუნის 70-იანი წლების დონის აზროვნება გვაქვს ამ საქმეში.
rigiti
ეგ რა კომენტარია, რა შუაშია??? მე რაც შემიძლია ვშრომობ და ამით შემაქვს ჩემი წვლილი ქვეყნის წინსვლისათვის. მათ არავინ უკარგავს უკვე მიღწეულ წარმატებებს!!! თუმცა არავინ დაივიწყოს, რომ სახელმწიფოსაც დიდი წვლილი მიუძღვის მათ გაჩემპიონებაში (და ვგონებ სათანადოთაც უფასდებათ, ღმერთმა შეარგოთ)!!! და ჩემთან შედარებით მათ მეტიც მოეთხოვებათ (ან რა შედარებაა) საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება მაგათ მომზადებაში და ფედერაციასთან, მწვრთნელებთან ერთად პასუხიც მოეთხოვებათ არასათანადოდ მომზადებაში....
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
მსოფლიოსა და ოლიმპიადაზე, სადაც აზიელებიც იქნებიან, ასეთი ფიზიკური მომზადებით ბრინჯაოც სანატრელი გაგვიხდება. ბიჭებო, გამოფხიზლდით!!!
nika
თუშიშვილის წაგება რა იყო ასე როგორ შეიძლება რით ვერ ისწავლეს გენო პეტრიაშვილსაც კიდევ ვარესი დაემართა თუ გახსოვთ არქვი რა ვთქვა პროგესიონალიზმი აკლიათ ალბათ ერთი გამარჯვება არაფეეია იმედია მსგავსი აღარ იქნება ( მომიშალეს ნერვები :) )
პაატა
რუსების პირველი ნომრების არყოფნაში ჩვენი ბიჭების შედეგი მართლაც რომ დიდი წარუმატებლობაა, ამას წყალი არ გაუვა! იმედი მაქვს ჩვენი ფედერაცია უმოკლეს დროში კრიტიკულად შეაფასებს ამ ევროპაზე ჩვენების გამოსვლას და საოლიმპიადოდ მაინც შეიმუშავებს მომზადების სწორ გეგმას! მსოფლიოსთვის რაღა მოესწრება არ ვიცი, აზიელებთან ამ დონის ჭიდაობით უმაღლესი შედეგების დადება წარმოუდგენლად მეჩვენება. გოგონებს რაც შეეხება… აქ საერთოდ სათვალავშიც არ ვართ…
ttt
კი ეგრე წააგო, ძალიან დაიღალა და ბოლოს ძლივს დადიოდა, მაიდოვი კი ჯანზე იყო
ბადრი
ბექაურის ჭიდაობას ვუყურე. ტაქტიკურად მეტოქემ დაჯაბნა. თავიდან ორი შიდო მიიღო, დაისვენა, ბექაური დაღალა. ძლივს დალასლასებდა. მერე კი შეუტია და გაიმარჯვა კიდეც.
roni
როდის იქნება რომ ტვინით იჭიდაოს ქართველმა.... და დიხანიას მიხედონ....
irakli81
არა მაგრები კი ხართ, მაგრამ ოთხი ფინალის წაგება? ფსიქოლოგს გაესინჯეთ ბიძია
მწვრთნელი
იმ მრგვალ რაღაცას რომ აძლევდნენ პირველი ადგილისთვის და შიგ რა დევსო, კომენტატორები კითხულობდნენ სამი დღეა, დარჩა საიდუმლოდ ალბათ! ვერავინ გვეტყვის, თუ აზერბაიჯანელებს არ დავუკავშირდით!
სამართალი
4 ვერცხლი კატასტროფაა ? ცუდი შედეგი კიდევ ჰო
მდააა..
ვერცხლი, ვერცხლი, ვერცხლი... ამდენი ვერცხლი მგონი იუდასაც არ ჰქონდა
ნოე
მოხერხება ხომ უნდა ბექაური ტატო და თუშიშვილი გყავდეს ფინალში ილიაზე არაფერს ვამბობ ძლიერი ბიჭი ჩანდა ის კოტსოევი და სამივემ ასე სამარცხვინოდ დათმოს ბრძოლა ისე რა გინდათ ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს
გურიიდან
კაი რა ნოე, კაი რა...!!!

ნამდვილად არ მჯერა გაყიდული ფინალების და ამაზე არც ვფიქრობ. მე უფრო ის მადარდებს , ჩვენს მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს ვიღაც მაიდოვი და ალბარაქი რომ აბზრიალებენ გამოუცდელი ბიჭებივით. თუშიშვილი საერთოდ სხვა სფეროა - მაგას ძალით წაგებული ფინალი ჰქვია. ფაქტია, სხვები უმატებენ და ჩვენ უკან მივდივართ. იმედია, ამაზე ექნებათ პასუხი მწვრთნელებსაც და ფედერაციასაც
თენგაბი
შეიძლება ვცდები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდი ფიზიკურად არ იყო მზად, რაც პირველ რიგში გამძლეობაში დაეტყოთ.
გელა
ოცდაათამდე ახვალთ და გაყიდული ფინალები და ჩავარდნილი ჩემპიონატი და .....მე არ მჯერა და მომკალით დღესვე თუ გინდათ.ეს ბიჭები ევროპის,მსოფლიოს და ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან.ყველგან ყველაფერს ვერ მოიგებენ.რა გადაუარეთ თავზე.შენ,აი შეეენ ზუსტად ამას რო წერ და კითხულობ რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის იმაზე მეტი ვიდრე ამ ადამიანებს.კლავიშებზე წკაპუნი ადვილია
ეგ იმის ბრალია რო სპორცმენების მაგივრად ფეისბუქ ვარსკვლავები რო გახდნენ თავისი ფანპეიჯებით და ტაშისკვრით. ვარჯიშმა გადაიწია მეორე პლანზე
რრრ
მე არ მითქვამს რომ გუჯეჯიანი უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, მარა ის პრობლემები რაც დღეს ნაკრებშია ფედერაციის ბრალი, რომაა და არა გუჯეს ეს ფაქტია.
rable
გუჯეჯიანმა ბევრი იშრომა ქევხიშვილთან ერთათ და გადადგომა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყველა ფინალს რომ წააგებ, რაც არუნდა და როგორც არუნდა დაემთხვეს, მწვრთნელის ბრალიცაა სანახევროდ, ერთი შეხვედრა გაქვს და ამდენი დრო... მხოლოდ ჩვენ შეგვისწავლეს და ჩვენ ვერცერთი ოთხიდან?... ესეც რომ არა ყოველ პაუზაზე რაუბედურებაა ამდენი შეძახილი და მითითება... აუცილებლობის გარდა ზედმეტი მითითებები პირიქით მავნებელია
,დავით
ყველს უსამდზივრებ თქვენ გჯერავთ?
ლაშა
აფერუმ!
დავით 67
გუჯეჯიანი რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტად, 4 ოქრო იქნებოდა? ესეთი კითხვა თუ გაუჩნდა ვინმეს?
Dionise
საშინელი შედეგია. 2018 წლის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგი.პირველი შემთხვევაა როდესაც აზერბაიჯანმა გადაგვისწრო და თანაც 2 ოქრო აიღო. და კიდევ, პირველი შემთხვევაა როდესაც უცხო ქვეყნების სახელით მოასპარაზე ქართველებმა ჯამში უფრო მეტი ოქრო აიღეს ვიდრე საქართველოს სახელით მოასპარეზე ქართველებმა.
ნოე
ფინეთი და ძიუდო იგივეა როგორც ჩვენ და ხოკეი.ეხლა წარმოიდგინეთ საქართველოს ნაკრები ბოლო წამებზე ამარცხებს ფინელებს პირადად მე ვერავინ გადამარწმუნებს რომ ფინელებმა შეგნებულად არ დაუთმეს მოგება ქართველებს ისევე როგორც ქართული ძიუდოს ამ შავ კვირას რომ განსაკუთრებით თუშიშვილმა არ დათმო ეს ფინალი შეგნებულად.ეხლა კეთილი ინებოს ფედერაციამ გამოვიდეს და თუ თვითონ არ ინებებს ახსნა განმარტებას წულუკიანის უწყებამ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად მიაცემინოს ჩვენება და გამოაქვეყნონ ვის რა დანაშაული მიძღვის ამ სირცხვილში
1
სრული კრახი! დაფიქრდეს ფედერაცია!
რრრ
სამი გავიდა სამივემ ჩ---ვა კაით რა გუჯეჯიანს არაფერ ვერჩის დამპალი ფედერაციაა გადასაშენებელი.
ალექს
ეს არის შავი დღე ქართული ძიუდოსთვის. ამ შემადგენლობის გათვალისწინებით რომ ევროპას ოქროს გარეშე ვასრულებთ არის სრული კრახი და 5(+1 შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის) ფინალის წაგებას სახელი უბრალოდ არ აქვს, ისევე როგორც დანარჩენი 4 კაცის პირველივე წრეში მარცხს. შეუძლებელია უბრალოდ,ამის არანაირი ახსნა და გამართლება არ წარმომიდგენია. თან უკლებლივ ყველა ფინალში აბზრიალეს ჩვენები პირდაპირი მნიშვნელობით. შოკია ეს ნამდვილი. ასეთი შედეგის მერე გუჯეჯიანი უნდა გადადგეს აუცილებლად და დაუყოვნებლივ. ამას არავინ არ მიიღებს უბრალოდ!
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე