ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა იტალო კუჩიმ Radio Marte-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველისთვის წლევანდელი სეზონი უფრო რთულია და ძველებური ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდება.

"სამწუხაროდ, კვარაცხელია ძველებურად ვეღარ ბრწყინავს,. ეს სიმართლეა, თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს. მიხვდა, რომ ჩემპიონია, შარშან ის ამისთვის იბრძოდა, დღეს კი გამორჩეული ფეხბურთელია. იმის გაგება, თუ რა სჭირს კვარაცხელიას, სრულიად არ არის რთული. მთლიანად გუნდს სჭირდება გარსიას სტილთან ადაპტაცია", - განაცხადა კუჩიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

არტ
ნუ გააწყალეს გული ამ ხვიჩას კრიტიკოსებმა. ვისაც ფეხბურთი გაეგება იცის, რომ მეორე წელწადი უმაღლეს დონეზე ურთულესია და ბევრმა ტალანტმა ამ სირთულეს ვერ გაუძლო. ხვიჩამ გადალახა. მისი ზოგი მატჩი უკეთესია, ზოგიც უარესი რაც ნორმალურია, მთავარია რომ გარკვეული და საკმაოდ მაღალი დონის ქვემოთ ის არ ჩადის, ესაა კლასი. გოლი ვერ გაიტანა და ასისტი ვერ გააკეთა არ ნიშნავს რომ თამაში ჩააგდო. ის ყველა თამაშში ჩანს და დიდ გავლენას ახდენს თამაშის მიმდინარეობაზე. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხვიჩა თავისი ოსტატობის დახვეწის პერიოდშია, ადრეც ვწერდი და ვიმეორებ, უბურთოდ მოძრაობის, პოზიციის შერჩევის მხრივ წინსვლის რესურსი აქვს და დარწმუნებული ვარ ამ რესურსს გამოიყენებს. უკვე ვარსკვლავია და ახლა ამ ვარსკვლავურობის მასშტაბის გაზრდაზეა საქმე. წარმატებები ხვიჩას!
ნაც.მოძრაობა 555
ამ წელს ძალიან დააგდო დონე ხვიჩუმ :(
რატი
და ვის მიერ გამოთავისუფლებული სივრცეების ხარჯზე აქვს პოლიტანოს ეს შედეგი?! დაუნახაობა!
კოლა
რამდენი ფეხბურთელის გვარი გცოდნია შე კაი ქალო. ეგრე უგზო-უკვლოდ განათლებაც არ ვარგა. :))
ნაპოლის ფანი
უფრო მეტი არ გვინდა, პოლიტანოს არ გვინდა ჩამორჩებოდეს როცა ლიდერობაზე და ბრწყინვალებაზე გვაქვს პრეტენზია, საშუალო დონის პოლიტანო არ უნდა გვჯობდეს
ვაჟა მასწავლებელი
კვარა ისევ - ისე ბრწყინავს როგორც მისი სახელის მეგრული შინაარსითაა ნათქვამი. უბრალოდ თვალი მიეჩვია მის ბრწყინვალებას და უფრო და უფრო მეტი უნდათ ზოგიერთ ანტი-კვარებს!
ნაპოლის ფანი
მოედანზე ის ჩანს რომ პოლიტანოს ხუთი გოლი და სამი ასისტი აქვს, ორი გოლით მეტი ვიდრე კვარას!
დავით
კვარა შენ ტრამვა არ მიიღო და იმდენი წერონ და იკითხონ სანამ დაიღლებიან .ყველაფერი მოედანზე ჩანს ვინ ვინ არის
ლადო
მე ექსპერტი არავარ მაგრამ ექსპერტების კი ნამდვილად მიკვირს რაებს ბჟუტურობენ...პრობლემა იცით რაა...შარშან კვარა არავინ იცოდა და მინდორზე მეტი თავისუფლება ქონდა რასაც იყენებდა..დღეს სერია A საუკეთესო მოთამაშეა და ყველა მოწინააღმდეგე მის განეიტრალებას ცდილობს.მინიმუმ ორი სამი მცველი დადევსამიტომ ხივრცეებიც აგარააქვს ამას ნუ თუ ის უტვინო გარსია ვერხვდება...
გიორგი
ყველა ჟურნალისტ აქვს თავისი აზრი ერთი ერთს წერს მეორე მეორეს რას ითხოვენ ხვიჩასგან მთელი გუნდი მოატყუოს სამი.მცველი ეთამაშება ყოველ თამაშზე პერსონალურ დაცვას მიმართავენ გუნდიც არ არის იმ დონის უკვე მომენტები შეუქმნან ყველა თამაში ვარსკვლავი ვერ იქნება რაც მთავარია სტაბილურად თამაშობს
თემო
აბა როგორ გინდა,წითელ ხალიჩას არავინ დაგიგებს არიქა კვარაცხელიამ ბურთი მიიღო და გოლი გავატანინოთო.
რუსთავი
ჩემი აზრით ნაპოლიში მეტად ვეღარ განვითარდება, დარჩება საშუალო დონის ფხბურთელად, მონდომებაც დაეკარგება მალე (რისი ნიშნებიც აქვს უკვე), თუ განვითარება უნდა ისევ ძველებურად უნდა დარჩეს ხოლმე ვარჯიშის მერე და იმუშაოს საკუთარ სისუსტეებზე, ეს სეზონიც ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს ყველქზე და შემდეგ გადავიდეს ,,ჩემპიონ,, გუნდში თუ ამბიციები აქვს. სხვანაირად საშუალო დონის დაჭერაც გაუჭირდება. ფეხებში რომ ჩაარტყამენ და მოქაჩავენ ეგ ისედაც ყველამ იცის ეგრე იყო ადრე და ეხლაც ეგრეა, მანდ უნდა იბრძოლოს და დაანტკიცოს
სკილაჩი
მეც მაინტერესებს რა სტილი აქვს არაფერი რაღაცის შეცვლა უნდოდა და არ გამოვიდა მერე ისევ დაბრუნდა ძველ სპალეტისეულ ტაქტიკაზე
Kandel
მეგობრებო ამ ბიჭს ფეხბურთს აღარ ათამაშებენ, ვინც უყურა ბოლო თამაშს, ძნელი მისახვედრი არ არის რა ხდებოდა მოედანზე, ხვიჩამ რამდენჯერაც ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო და გარღვევა დპრიბლინგი დაიწყო იმდენი ან ფეხებში ჩაარტყეს წააქციეს ან ზედ ჩამოეკიდნენ და წააქციეს.
ქართველი კაცი
ხვიჩას გუნდელები არ უვარგა, მას გვერდით სჭირდება პრაიმ მესი და რონალდო. ნახევარდაცვაში მომმარაგებლებად ინიესტა და ზიდანი. დაცვის ცენტრში ბარეზი და მალდინი, ფლანგებზე რობერტო კარლოსი და სერხიო რამოსი, ხოლო კარებში ბუფონი ან ნოიერი. მიეცით ეს გუნდი კვარას და მაშინ ნახავთ რა ბიჭია ჩვენი ხვიჩა!
თენგაბი
ხვიჩა ქართული ფეხბურთის და ქართველების უნარების ეტალონად იქცა და ძნელია შეფასებისაგან თავი შეიკავო. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სალერნეტინასთან რატო უნდა მოეკლა თავი? ყველა თამაშში განსაკუთრებულია და ნებისმიერ წამს შეუძლია რაღაც შეცვალოს თამაშში. გული მწყდებარომ ის წუწურაქი პრეზიდენტი სათანადოდ არ აფასებს. შეიძლება სწორად არ ვმსჯელობ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, ხვიჩას ადგილას მე საერთოდ არ გავანძრევდი ფეხს. თუმცა თავი დავანებოთ თვითგვემას და სანამ დრო არის, დავტკბეთ ხვიჩას თამაშის ყურებით. ფეხბურთელებს დიდი დრო არა აქვთ აქტიური საფეხბურთო მოღვაწეობის და ვისიამოვნოთ ხვიჩას თამაშის ყურებით. ასეთი ტალანტები და მარგალიტები ყოველ წელს არ იბადება. წარმატებები ხვიჩას და მთლიანად საქართველოს!
ლაშა
და რა სტილი აქვს ამ გარსიას ერთი ინფორმაცია დაუთმეთ ამასაც, 4x3x3 გარსიასრულზე გააკეთეთ სიუჟეტი რომ ცოტა უფრო გავერკვეთ მაყურებლები
წოფიკა
ახალი და ძლიერი გუნდია საჭირო ხვიჩასთვის. ნაპოლი დპალეტის შემდეგ ის ნაპოლი არაა. ხვიჩა იჩაგრება აშკარად.
Spain
ჰაჰა ერთ თამაშში ვერ გაიტანა გოლი და დაუწყიათ ისევ, იიი ვეღარ ბრწყინავს, იი დამთავრდა მაგის "ფეხფურთიი" :დდ კრილია სოვეტოვს თუ ვერ გაუტანდა და რუსი ექსპერტები რომ გამოვარდებოდნენ, ამათ ვერ უტანს და იუვენტუსს გაუტანსოოო? და ნახევარი საქართველო რო ეთანხმებოდა აქ, ის გამახსენდა. ასე გააგრძელეთ. ხვიჩა მის ზურგს უკან მყეფარეებს არ უსმენს და მხოლოდ წინ მიდის.
beqa
პირველი წრე 5 ქულიან სხვაობაში თუ დაამთავრა პირველ ადგილთან დარწმუნებული ვარ მეორე წრეში იბრძოლებს პირველობისთვის სხვანაირად ათამაშედებიან
ჟორა გაბრიჭიძე
ნაპოლს ანადგურებს ეგოიზმი. მათ საერთოდ დაივიწყეს რა არის მოედანზე სამკუთხედის გათამაშება, არადა ეს საუკეთესო საშუალებაა მეურვე ჩამოიშორო. ყველა თამაშზე ვაკვირდები, ნაპოლის შეტევების 60% მარჯვენა ფრთიდან ვითარდება, იმიტომ რომ იქ კაპიტანი დი ლორენცო თამაშობს. მე იშვიათად მინახავს, რომ ხვიჩასთან ვინმეს სამკუთხედი გაეთამაშებინოს და თავისუფალ სივრცეში გაჭრილისთვის ბურთი შეეყოლებინოს, ამას მწვრთნელი უნდა ხედავდეს. ვხედავ, რომ ნაპოლი სპალეტისთან გაცილებით გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება