გოგა ბითაძემ სასტარტო ხუთეულში მორიგი მატჩი ითამაშა, თუმცა ამჯერად ორმაგ დუბლს ვერ შესწვდა. ძირითადი ცენტრის, ვენდელ კარტერის ტრავმა ქართველი ლეგიონერის შანსია, რომელსაც გოგა ბითაძე კარგად იყენებს. "ორლანდომ" მორიგ მატჩში "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 102:117 დამარცხდა.

ბითაძე, როგორც ვთქვით, სასტარტოში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო 22 ქულით, ხოლო "დალასში" 29 ქულით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა.

ითამაშა ნბა-ში მოასპარეზე მეორე ქართველმაც. "სან ანტონიო სპურსმა" ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია – ამჯერად ინდიანაში, სადაც "პეისერსთან" შეხვედრა 111:152 დათმო. 41 ქულით წაგებულ შეხვედრაში ქართველ ფორვარდს ბოლო 8:49 წუთი ერგო, რა დროშიც მან 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

"სან ანტონიოში" სანდროს წინა სეზონში მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა დრაფტზე პირველ ნომრად ფრანგი ვიქტორ ვემბანიამას აყვანამ ყველაფერი შეცვალა. სანდროს ამ სეზონის 7 მატჩიდან 2-ში არ უთამაშია, ხოლო დანარჩენ შეხვედრებში მოედანზე საშუალოდ 8 წუთით გადის და 2.5 ქულას, 3 მოხსნას და 0.5 პასს აგროვებს.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა