საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მერვე შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად, ვალიადოლიდში გამართავს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

მატჩების განრიგი:

16 ნოემბერი | საქართველო - შოტლანია | 21:00

19 ნოემბერი | ესპანეთი - საქართველო | 23:45

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნოემბრის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პავლე
გიორგი არაბიძე კვლავ ნაკრებს მიღმა დატოვეს, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალწვეულის მიწვევა ამ დარჩენილ თამაშებზე.წარმატებები ნაკრებს.
ერიჰაა
ყოჩაღ. ესე იგი ჩვენ რომ 7 ფეხბურთელი შევცვალოთ, შოტლანდიას და ესპანეთს მოვუგებთ?
Vasili
თითქმის ყველაფერი დაგიწერიათ და რაღა დავწერო?? :D მე მგონია რომ ამ შემადფენლობის გამოძახებაში ლომის წვლილი ხიზანიშვილს შეაქ და ფედერაციის ხუშტურებზე და ფეხბურთელებთან პირად ურთიერთობების მიხედვით აქვთ სიმპატიები! თორე სპორტულად თუ შეხედავ არანაირ ლოგიკაში არ ჯფება მინიმუმ 7- კაცი რატოა გამოძახებული ისევ, და ამ შვიდიდან მინიმუმ 4 ძირითადში დაიწყებს თამაშს, და მარტო მამარდა და კვარა ვერაფერს იზავს, ამ ფეხბურთელებით შედეგის დადება გამორიცხულია, სპორტულ კანონზომიერებას არღვევს და ლოგიკას რომ ამ ფეხბურთელებით შოტლანდუას და ესპანეთს მოუგო! აი როგორ ცუდად უნდა ითამაშონ ამ ქვეყნებმა რომ ჩვენ მოვუგოთ! დაუწყებენ მერე კვარას კიდე კრიტიკას უცოდინარი ხალხი.
ჩელენჯერი
დაცვა და ნახევარდაცვა პრახადნოი დვორია.
nedved
წიტაიშვილი და არაბიძე, ორივეს კაი დრიბლინგიაქ მაგრამ ორივე არის ზარმაცი ფეხბურთელი ცუდი ფიზიკით, მათ ვერც პრესინგზე აგმოიყნებ, დაცვასაც ვერ დაეხმარებიან. შეტევაში ისედაც საკმარისადაა ეგეთი ხალხი
nedved
მამარდა კარში, კაშია-ლოჩო-კაკაბაძე დაცვის ცენტრში, ფლანგებზე გოჩო- აზაროვი, ცენტრში მამუჩაშვილი-ჩაკვე-ქოჩორა, წინ ხვიჩა და მიქაუტაძე. ვიცი რო მაინც კვეკვესკირს და ალ ახდუდის ლეგენდას ვერ გავექცევით მაგრამ მაინც
QT
მოდი ასე ვქნათ, 45 ადამიანს ვერ გამოიძახებ ნაკრებში და მოდი დაწერეთ ამ 25 კაცში "ვისი სული გსურთ" უკვე გამოძახებულის ადგილზე. მე ვისურვებდი საზონოვს კვირკველიას ნაცვლად
vai vai
გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში მოხვდა და ამათ თუ სკამიხეხია კაკაბაძე არ დააყენონ 2 ნომრად აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ ნოემბერი! იმას არ ვიძახუ, რომ გოჩოლეიშვილი კრეფს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ კაკაბაძემ თავისი მზე კაი ხნის წინ ჩაასვენა და ამას პერსპექტივა მაინც აქვს, ასეთებს უნდა მივცეთ სტიმული, იქნებ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ!
ქომაგი
1. ვერ გავიგე, რატომ წერთ ლორიას პირველ ნომრად? დღეს კი არა ნაკრების ყველა დროის პირველი ნომერი არის გიორგი მამარდაშვილი! 2. თუ გუნდში ხვიჩა და მამარდა გყავს, ესეიგი უკვე შეგიძლია ყველასთან იბრძოლო გამარჯვებისთვის და ამ 23 წლის ბიჭების ირგვლივ ახალი გუნდი ვაყალიბოთ არ ჯობია?! თუ კვირკველია-კაშია-კვეკვესკირი-აბურჯანიაა ახალი გუნდი, ჰა?! ამათზე ნაკლები რითაა კანკავა, 2 წელიწადი მის გარეშე რომ ვთამაშობთ, თუ ნაკრებში 101-ე მატჩი ფედერაციის პრეზიდენტის პატივმოყვარეობას ლახავდა?! (100-ზე გააჩერეს ჯაბა, მე-100-ში არც შემოუშვეს მინდორზე და ისე გააცილეს, კობის გააასწრებდა 101-ეც რომ ეთამაშა.) 3. გვარებს არ დავწერ ახლა და ზოგიერთებს რა პატრონი გყავთ ეგეთი, ამოხვედით რა ყელში თქვენი პატრონიანა!
Karche ra
dinamo tbilis didi problemebi akvs da raeshveleba am sawyal gunds arvici 21-saukuneahi dagupes gundi
BOSS
ფაქტი ერთია,რომ ფეხბურთელებს არ არჩევენ მათი პროფესიონალიზმის მიხედვით.ჩამოთვლას აღარ შევუდგები,ისედაც ყველაფერი ნათელია.გინდ ცენტრ მცველები,გინდ ნახმცველები და გინდ თავდასხმა.ურემი,რომ გადაბრუნდება ხელებს სანიოლს შეაწმენდენ და თვითონ ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვავს მომხდარის გამო…ვისაც მინდა იმას ვათამაშებო-თქვა სანიოლმა და კაციშვილმა არ ჰკითხა-მინდა რა შენი კანტორაა თუ რა!!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
ვინმემ ხომ არ იცით, რა დაუშავა ასეთი გველესიანმა ფედერაციის მამებს?
ქომაგი
1. ვერ გავიგე, რატომ წერთ ლორიას პირველ ნომრად? დღეს კი არა ნაკრების ყველა დროის პირველი ნომერი არის გიორგი მამარდაშვილი?! 2. თუ გუნდში ხვიჩა და მამარდა გყავს, ესეიგი უკვე შეგიძლია ყველასთან იბრძოლო გამარჯვებისთვის და ამ 23 წლის ბიჭების ირგვლივ ახალი გუნდი ვაყალიბოთ არ ჯობია? თუ კვირკველია-კაშია-კვეკვესკირი-აბურჯანიაა ახალი გუნდი, ჰა?! ამათზე ნაკლები რითაა კანკავა, 2 წელიწადი მის გარეშე რომ ვთამაშობთ, თუ ნაკრებში 101-ე მატჩი ფედერაციის პატივმოყვარეობას ლახავდა?! (100-ზე გააჩერეს ჯაბა, მე-100-ში არცპრეზიდენტის შემოუშვეს მინდორზე და ისე გააცილეს, კობის გააასწრებდა 101-ეც რომ ეთამაშა. 3. გვარებს არ დავწერ ახლა და ზოგიერთებს რა პატრონი გყავთ ეგეთი, ამოხვედით რა ყელში თქვენი პატრონიანა! 3. კაი,
Vox Populi
როდის იყო რომ ხალხი რამის აზრზე ყოფილიყო, მით უმეტეს ფეხბურთის. ხალხი ბრბო არისო, ტყუილად არ უთქვამთ!
ემიგრანტი
პენსიონერების დაცვის ცენტრი კვლავ ისე კობიაშვილი კალაძე რომ გამოიძახონ არა
კაბუ
მექვაბიშვილი და მამუჩაშვილის დანიშნულება ნაკრებში რა არის თუ ვიცოდე... მამუჩაშვილის დაყენებული პრიჩოსკა და რონალდოსავით ჯარიმის დასარტყმელად გამოქცევა მოსწონთ ალბათ.. მაგრამ ამდენი ყვავის ჩამოყრაც არ შეიძლება მამუჩ
გუნდური მოთამაშე
კარგია, რომ არაბიძე არ გამოიძახა, ეგოისტი ინდივიდუალისტები ისედაც ბევრია ნაკრებში.
Kandel
და ლობჟანიძე სად არის???? რა ხდება, ვინ გვყავს მარჯვენა ფლანგზე სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე რომ საბას არ არის გამოძახებული????
გია
დავიჯერო ამდენი ადამიანი არაბიძის გამოძახებას რომ ითხოვს ნაკრებში ფეხბურთის აზრზე არ არის? მაგრად დაგვცინიან რა.
llcl
კაშია, კვირკველია, კვეკვესკირი, აბურჯანია, ესაა ეროვნული ნაკრების ხერხემალი, როგორც ბლუყუნა ვანია იყო გიულიჩის დროს, ამ ოთხეულს უნდა დავეყრდნოთ კიდევ მინიმუმ 20 წელი! რა სამწუხაროა რომ ნაადრევად დაასრულა თავისი ბრწყინვალე კარიერა ლადო დვალიშვილმა, თორემ შესანიშნავი ხუთეული გვეყოლებოდა
Kandel
და ლობჟანიძე სად არის?????? რა ხდება, ვინ გვყავს მარჯვენა ფლანგზე სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე რომ საბა არ არის გამოძახებული????
იკა
ჩემის აზრით კარგი იქნება თუ კვარა შოტლაინდიის მატჩს გამოტოვებს და დაისვენებს, აშკარად გადაღლილია. დასვენებაში არ იგულისხმება ალპები და პლიაჟები, კარგად გამოძინებას ვგულისხმობ
geo
არაბიძეს ითხოვს მთელი საქართველო და რატრო არ იძახებს?
Master
ანუ კაკაბაძე დაბრუნდაო მაგ ფოტოთი გვამცნობენ და სიგუა ახალი კაცი გვემატებაოო
Master
თითქოს ამჯერად სიას არაუშავს,ერთი ალბათ საზონოვს მოვისაკლისებდი..ამ ვოლკოვის გამოძახებას საერთოდ რა აზრი აქვს?ტურისტულ მგზავრობას უფინანსებს?ხომ შეიძლებიდა მის მაგიერ არაბიძე გამოეძახებინა,რა მოხდებოდა?მარა არა,ვილი ვირივით ჯიუტია.ქვილითაიას გამოძახებას უფრო გავიგებდი ლოგიკაში ვიდრე ვოლკოვის...
XDDIILL
კვარაცხელიას ფოტო მთელ იტალიაში და ნაპოლის ვებ ვერდებზე არის გამოფენილი.. აქ კი ნაკრების ფოტზეც არ მოხვდა.???.. საინტერესოა>>>>
Givi
ვოლკოვის გამოძახებას გორდეზიანი შეაჩვიონ დიდ ნაკრებს აჯობებს, არაბიძე კვიპროსში ან პოლონეთში რომ იყოს სულ გამოძახებული ეყოლებოდათ, ასეთი ტრადიციაა ნაკრებში მთავარია ლეგიონერი ერქვას და...
რონი
ხალხის ხმა არ ესმით და სტადიონის გავსება კარგად უნდათ 1-7 წაგებებით..... არაბიძე გიგაური ტორპედოდან და წიტაიშვილი უეჭველი გამოსაძახებლები იყვნენ... ხო ხედავთ არ გყავთ წესიერი ჩამშლელი გიგაურზე მებრძოლს და ტექნიკურს სად ნახავთ? რას გადაეკიდეთ ამ კვეკვესკირ კვირკველია აბურჯანიებს რას გაძლევთ ამისთანას?????? ბერიძეც კარგი ბიჭია მაგრამ ესენი ხო უნდა გადააკვდნენ კაშია კვეკვეებს და ვიღაც ოროსნებს
დდდ
არც იძახებენ და არც არაფერს წერენ, თითქოს არც არსებობდეს ასეთი ფეხბურთელი...
Givi
საზონოვი არ თამაშობს მართალია, მაგრამ უნდა გამოეძახა...უნდა მეტად დაეყრდნოს გაგნიძეებს,წიტაიშვილს, ხვადაგიანს...ანუ ახალგაზრდებს და ნელნელა შეეგუებიან დიდ ნაკრებს.
გიორგი
კიტეზე როგორ მწყდება გული,არადა რა კარგ ფორმაში იყო და მაგრად გვჭირდებოდა ესპანეთთან და შოტლანდიასთან!!!
dddd
კვირკველია აბურჯანია და კვეკვესკირი ყაზაც გამოიზახე მერე ტუ გინდატ არგენტინას მოვუგებტ
დავიდუსი
ამ სიას პრინციპში წიტაიშვილის და არაბიძის დამატება შეიძლება. ვილი ადგილას ამ ორ თამაშში ახალგაზრდებს დავაყენებდი, ვინც მომავალი ციკლისთვის და მარტის თამაშებისთვის გამოგვადგებოდენ. ვეტერანებს დაფასება, უკვე უნდა შეეგუონ სკამეკას.
ლადო
მოაშორეთ ეს აბურჯანია და კვეკვესკირი! არაბიძეს მიეცით შნასი და საზონოვი რომც არ თამაშობდეს უმოტივაციო კვერკველიას ყველა პონტში ჯობს! ვილი შენით შვები ამას, თუ გფფ-ში გკარნახობენ?
kicha
ისევ კვეკვე, შენგელია, აბურჯანია, ვოლკოვი.... არაბიძე ისევ არ გამოიძახა, საზონოვი დაავიწყდა... კაროჩე რა ტიპს უყვარს რო აგინებენ მგონი
ჭაბუკიჩი
არაბიძემ რა უნდა ქნას რომ დაუძახონ ნაკრებში??? სულს და გულს დებს მოედანზე ბოლო ხანებია და აშკარად ეკუთვნის გამოძახება... წიტაიშვილიც აშკარად იჩაგრება... რამდენიმე ფეხბურთელი პატივისცემის მიუხედავად აღარ არიან სანაკრებოები და დროა ჩანაცვლდნენ მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდებით.
იყო
სიგუა ორჯერ რატომ დაწერე ერთხელ ვერ გაიგებს?
7:2
არაბიძის და ეროვნულ ჩემპიონატში მოტამაშე ბიჭებისათვის ადგილი კიდევ არაა ე.ი. თუ ბათუმის და თბილისის დინამოს 2 3 მოთამაშის გარდა არსად ფეხბურთელი არ ვარგა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
jiji
კიტეიშვილი?
გია_544
სანიოლს რაღაც პრობლემა აქვს საბა საზონოვზე? კვირკველიამ არაბეთში თავის კარებში დაიწყო ბურთების გატანა. და მაინც საზონოვის მაგივრად იძახებს?
beqa
დააბრუნა ისევ აბურჯანია :(( სიგუა ათამაშე სიგუაა გამოცდილებას დააგროვებს მომავალია ამ გუნდის
მწვრთნელი
დუბლი მეორე! 7-2 ესპანეთთან!?
ბექა
წიტაიშვილს რატომ აღარ იძახებენ?
ბმბ
ქოჩორაშვილი და ლოჩოშვილი აუცილებლად ძირითადში.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?