ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ჩვენ მეტოქე ბულგარეთის ნაკრებზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა
ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. ავტორი, მარკ ვუდსი ტყუპი ივანოვებიდან რამდენიმე წუთით უფროს კალოიანს ესაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ჯგუფის შესახებ ყველაზე საინტერესო სწორედ ივანოვების მოსაზრებაა, რადგან ბულგარელთაგან კლასით ყველას აღემატებიან...

კალოიანი ძმასთან, დეიანთან ტელეპატიურ კავშირს უარჰყოფს:

- ამბობენ, ტყუპები ერთდროულად ერთსა და იმავეს გრძნობენო. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის, თუმცა მოედანზე ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ. დეიანი იტალიაში თამაშობს, მე - ესპანეთში. ერთურთს დღეში ათჯერ ვუკავშირდებით...

ამჟამად ძმებს ურთიერთობისთვის ტელეფონი აღარ სჭირდებათ, რადგან ბულგარეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს. ბულგარელებმა ევროპის პირველობაზე მედალი ბოლოს 50 წლის წინათ მოიგეს. ცხადია, 2011 წელს იგივეს გამეორება რთული იქნება, თუმცა მწვრთნელი როსენ ბარჩოვსკი ივანოვებთან ერთად ლიტვაში პირველი ბარიერის გადალახვისთვის ემზადება.

- ბულგარეთის ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მიხარია. თუნდაც იმიტომ, რომ ძმები ერთმანეთის გვერდში ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ. საწვრთნელი პროცესისას ძირითადად დეიანს ვმეურვეობ და ვცდილობ, დავამტკიცო, რომ მასზე ძლიერი ვარ. თავის მხრივ იგი საპირისპიროს ფიქრობს, - ამბობს ივანოვი, რომელიც ბარჩოვსკის ნაკრების ლიდერად ესახება.

- კრიტიკულ სიტუაციებში ერთმა კალათბურთელმა ლიდერობა უნდა იკისროს. ამისთვის მზად ვარ.

კალოიანი D ჯგუფის მეტოქეებსა და ბულგარელთა შანსებზე ოპტიმისტურად ლაპარაკობს:

- გახსნით მატჩში სლოვენიას ვეთამაშებით. ის და რუსეთი ჯგუფის ფავორიტები არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. მომდევნო ეტაპზე გასვლა რთული იქნება, ჯგუფში თანაბარი ძალის ნაკრებები არიან შეკრებილნი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ხუთივე მეტოქესთან გვითამაშია და მჯერა, რომ ბულგარეთს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. მათ შორის რუსეთის, რომელსაც ამხანაგურ მატჩში მოვუგეთ. იმედი მაქვს, ჯგუფიდან გავალთ, რისთვისაც დაგვჭირდება ცოტაოდენი იღბალი, რამდენიმე სამქულიანი და გუნდური თამაში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს