დაძაბული, დრამატული, 3-ოვერტაიმიანი მატჩი 22-წლამდელთა ჩემპიონატში: 2 ახალშექმნილი საკალათბურთო სკოლის გუნდების დაპირისპირება 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდა. სოხუმი საქართველომ 120:116 (სტატისტიკა) დაამარცხა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი.

ორივე გუნდი ახალი დაფუძნებულია. უფრო ზუსტად, ეს გუნდები იმ საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები არიან, რომლებიც მიმდინარე წელს დაფუძნდნენ და ორივე მათგანი როგორც ასაკობრივ ჩემპიონატებში, ისე პროფესიულ, “ა” ლიგაში გამოიყვანენ გუნდებს. მათი პირველი დაპირისპირება 22-წლამდელთა ჩემპიონატში მოხდა და შეხვედრა ისეთი დაძაბული გამოდგა, ალბათ მიმდინარე სეზონში ამ მხრივ გამორჩეულად დარჩება.

გამარჯვებული ძირითად დროში ხომ ვერ გამოვლინდა და ფრე იყო 2 დამატებითი ხუთწუთეულის შემდეგაც. მესამე ოვერტაიმში გამარჯვებული, როგორც იქნა, გამოვლინდა. სოხუმი საქართველომ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვა, რაშიც ლომის წილი ირაკლი კილაძეს მიუძღვის. მანa მოედანზე 52 (!) წუთი გაატარა, რა დროშიც 42 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა და 19 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ საბა შარვაშიძეს. 21 ქულა ალეკო ვახტანგაძის ანგარიშზეა. სანიკიძის აკადემიაში 30 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე მაისურაძე. 22 ქულა სანდრო კასაბურმა, ხოლო 20 გაგი მღებრიშვილმა მიითვალეს.

GBF

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა