საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი 3 მატჩი დღეს თბილისი არენაზე გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჩემპიონატი მარცხით დაიწყო, ხოლო სოხუმის კოლხამ პირიქით – ვაჟა კვარაცხელიასა და ლაშა ფარღალავას გაწვრთნილმა სოხუმელებმა თსუ-ს 68:60 (სტატისტიკა) სძლიეს.

კოლხას რიგებში გამორჩეული შედეგი – 26 მოხსნა მიითვალა ლუკა ივანაშვილმა, რომელსაც 8 ქულა და 5 ჩაჭრაც ჰქონდა. 20-20 ქულით ბომბარდირობა გიორგი გაბუნიამ და ლუკა ცარციძემ გაიყვეს. თსუ-ში 14 ქულა რეზი სულაძეს ჰქონდა, ხოლო 13 – თევდორე თავგორაშვილს.

მომდევნო მატჩში ბრძოლა არ შედგა. თბილისი ბასკეტმა 100:78 (სტატისტიკა) დაამარცხა დინამო, რაშიც ყველაზე მოზრდილი წილი ლაზარე რობაქიძემ დაიდო – 28 ქულა, 12 მოხსნა. 22 ქულა ჰქონდა ბექა მაჭავარიანს.დინამოში 29 ქულით საუკეთესო იყო დაჩი ჟღენტი.

მესამე შეხვედრაში 19-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ჰიუნდაიმ 86:67 (სტატისტიკა) დაამარცხა ბრუკლინის აკადემია. 18-წლამდელთა A ლიგის დებიუტანტმა ჰიუნდაელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და შარშანდელი მარცხისთვის ერთგვარი რევანში აუღეს. სწორედ ბრუკნიმა გადაუღობა A ლიგის გზა წინა სეზონის დაწყებამდე სკვალიფიკაციო ტურნირში ჰიუნდაის, რის შემდეგაც ჰიუნდაელებმა B ლიგაში წარმატებული ასპარეზობით დაიმსახურეს A ლიგის საგზური.

ბედის ირონიით, პირველსავე ტურში ჰიუნდაის ბრუკლინი შეხვდა და ირაკლი ჩერქეზიშვილის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჰიუნდაელთაგან 14 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო იოანე თვალაბეიშვილი. 16 ქულა ჰქონდა ნიკოლოზ ფუთურიძეს. 13 ქულა ლუკა სავანელმა მიითვალა. ბრუკლინის აკადემიაში 20 ქულით საუკეთესო იყო დაჩი მეშვილდიშვილი.

ტურნირის მომდევნო 2 მატჩი 13 ნოემბერს გაიმართება: ბათუმში ბასკო თელავს უმასპინძლებს, ხოლო ოვერტაიმი თბილისი არენაზე ზპა-ს (ზაზა ფაჩულიას აკადემიას) დუპირისპირდება.

GBF

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...