ლა ლიგის მეცამეტე ტურში „რეალმა“ ტრავმირებული ბელინგემის გარეშე საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ 5:1 გაანადგურა და პირველ წრეში წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

მატჩი მართლაც თვალსასეირო გამოდგა, მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ისე თავისუფლად გადადიოდა მოედნის ცენტრს, თითქოს ნახევარდაცვის გარეშე იყვნენ. დებიუტში კარვახალმა ცაციათი შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და მასპინძლები დააწინაურა. შემდეგ საჯარიმოდან კროოსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სტუმრებმა კონტრიერიშებით უპასუხეს და ლუნინმა დუროს ორჯერ არ გაატანინა. 24-ე წუთზე ქართველ მეკარეს საზარდულის პრობლემა შეექმნა, მაგრამ პაუზის მერე თამაშის გაგრძელება შეძლო.

ცოტა ხანში პირისპირ გასული ვინისიუსის დარტყმული გიორგიმ მოიგერია, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. „მამარდამ“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი, როდესაც საჯარიმოს გარეთ გავიდა და ვალვერდეს დაასწრო. მერე დურომ მესამე მომენტი გაანიავა, ხოლო ვინისიუსმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - ფლანგიდან როდრიგოს ჩაწოდებულ ბურთს ნახტომში მკერდით მიუჩინა ადგილი „ღამურების“ კარში.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვინისიუსმა დუბლი შეასრულა, მადრიდელთა მორიგი იერიშისას კი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა და როდრიგომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მალე გიორგიმ ვინისიუსის ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ თამაშგარეს გამო „სეივში“ არ ჩაეთვალა. „სამეფო გუნდი“ ნება-ნება თამაშით კიდევ ქმნიდა მომენტებს, კარვახალს დუბლის შესრულება „მამარდამ“ არ დაანება. სამაგიეროდ როდრიგომ შეასრულა დუბლი. ბოლოს დურომ მეოთხე ცდიდან პრესტიჟის გოლი გაიტანა და შეხვედრა 5:1 დასრულდა.

„რეალი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ჟირონას“ 2 ქულით ჩამორჩება და 26 ნოემბერს გასვლაზე „კადისს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ვალენსია“ 18 ქულით მეათე ადგილზეა და 25 ნოემბერს „სელტას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

რეალი - ვალენსია 5:1

გოლები: 1:0 კარვახალი (3), 2:0 ვინისიუსი (42), 3:0 ვინისიუსი (49), 4:0 როდრიგო (50), 5:0 როდრიგო (84), 5:1 დურო (88)

aburjga
კარგი ბიჭია მამარდაშვილი, მეკარედაც არაა ცუდი, ალბათ. მაგრამ გთხოვთ ესპანეთთან თამაშში კარში ლორია დააყენეთ! ამით მამარდაშვილსაც კარგ საქმეს გაუკეთებთ და საქართველოს ნაკრებსაც მეტი შანსი ექნება 10:0 არ წააგოს!
ლევონ იშტოიანი
შავი იქნება თუ თეთრი, რა მნიშვნელობა აქვს; ხომ ცხადია, რომ აშკარად უჭირს ადამიანივით მოქცევა ამასტან შედარებით მზეჭაბუკი ვიყავი
niko
ეგ რომ გააკეთა გათეთრდა თუ?
ავთო
რა იყო!! კარში არავინ იდგაააა????
01234
რასისტია? მერე რა, ცუდი რა არის? პირიქით ძალიან კარგია. აბა თქვენსავივით, უთვისტომო ლიბერალებივით ხო არ იქნება. ადამიანის წარმომავლობა მითუმეტესს კანის ფერი რომ უმნიშვნელოა. მთელი დასავლეთ ევროპა მალე ეფრიკა გახდება. მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ სანამ ფული აქვთ ევროპელებს ის არ გამოვიყენოთ. უნდა წავიდნენ ფეხბურთელები და ითამაშონ ევროპაში. მაგრამ ნახევარ საუკუნეში ფულიც აღარ ექნებათ ევროპელებს და აფრიკელები აფრიკას დაამსგავსებენ აბსოლუტურად ყველაფერში. აი ნახეთ თუ არა.
სოსო
უზარმაზარი განსხვავება იყო რეალის თავდასხმისა და ვალენსიას დაცვას შორის.აქაც ხომ გადის ვიდეო და ყურადღება მიაქციეთ;-არც ერთ გოლის თუ მოგერიებული დარტყმის დროს,დამრტყმელს,ხელს არავინ უშლიდა.დაფარების მცდელობაც კი არ ყოფილა არც ერთხელ.ასეთი პოზიციებიდან დაუბრკოლებლად დარტყმა კი,კლასიანი ფეხბურთელისათვის,თითქმის პენალტის ტოლფასია.დამრტყმელი ხომ თავისუფლად ირჩევს დარტყმის მიმართულებას,რეალის ნებისმიერი ფეხბურთელი კი,უმაღლესი კლასის ოსტატია.მეოთხე გოლი,რა თქმა უნდა გიორგის კისერზეა და ერთი წუთით ადრე გაშვებული ,მესამე გოლისაგან გამოწვეული შოკის შედეგია.გიორგი ნოკდაუნში იყო.მანაც მოიგერია,რამდენიმე კარგი დარტყმა,მაგრამ ეს უკვე აღარაფერს სცვლიდა.წინა თამაშში,მამარდას,პაულისტა დაახტა ფეხზე და ტრავმა მიიღო,ახლაც იგივე ფეხს იტკიებდა და მოუქნელ ნახტომებს რომ აკეთებდა,შესაძლოა ნაწილობრივ მაგის ბრალიც იყო.გიორგი ფსიქოლოგიურად ძლიერ მეკარედ არის ცნობილი,მაგრამ ესპანელებისაგან და ახლა უკვე ესპანური გუნდისაგან მიღებული ორი ასეთი მძლავრი დარტყმის,დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში გაშვების შემდეგ,შესაძლოა კარში ლორიას დაყენება სჯობდეს.ბიჭს,შარშან არც ერთი თამაში არ დაუსვენია და შესაძლოა ფსიქოლოგიურადაც გადაიღალა.ისიც ხომ ადამიანია,ვალენსიას დაცვა კი,ბრძენსაც გააგიჟებს.სანიოლს დიდი საფიქრალი დაემატა.მხოლოდ გიორგიზე ნუ გადავიტანთ აქცენტს.ხოსე გაია,ესპანეთის ნაკრების მცველია და აგერ,ისიც რა დღეში ჩააგდეს.
ვაჩე-ს
გაზრდილხარ ეს კარგია,მოვიკითხავ..ბაჯაღლო გამოსულხარ
111
დებიუტში კარვახალმა ცაციათი შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და მასპინძლები დააწინაურა. _ მალადეც კვარაცხელია :)
ფოსტა-ლიონი!
მამარდას, გული არ გაიტეხო და ყურადღება არ მიაქციო "ვირთხების" პოსტებს!!!!
ვაჩე!
შენ ხარ პირველ რიგში არაკაცი, თავხედი, ანტიქართველი, უვიცი!!!!

მამარდაშვილი არის ანტი მეკარე,კლოუნკ რომელიც რასისტული გამოხტომებით გამოირჩევა
ელიასი
მამარდას ნაყლაპ გოლთაგან, ჩემი აზრით, მე-3 იყო განსაკუთრებით აღმაშფოთებელი. იქვე იდგა, მშვენივრად ხედავდა, არც დარტყმა იყო რაღაც არნახული, ხელის ოდნავ გაწევაღა იყო დროულად საჭირო, ამან კი ააცილა სივრცეშიც და დროშიც. ეს დაემართა შესვენებიდან ახლად გამოსულს, როცა თითქოს და დამშვიდებული უნდა ყოფილიყო. ჰოდა ამას მოჰყვა პანიკა და ის მე-4 საძაგლობა. ისევ ლორიას დაყენება ხომ არ აჯობებს ნაკრების ამ 2 თამაშში, განსაკუთრებით კი ესპანელებთან იმ შემთხვევაში, თუ მათ იმ დროს საიდანღაც მაღალი მოტივაცია გაუჩნდებათ ჩვენს ამოსავსებად? ლორიამ მხოლოდ 1 აუცილებელი ყლაპვა იცის ყველა თამაშში და აქ შეიძლება 1 ყლაპვა ძალიანაც ცოტაც კი იყოს.
ელიასი
მამარდას ნაყლაპ გოლთაგან, ჩემი აზრით, მე-3 იყო განსაკუთრებით აღმაშფოთებელი. იქვე იდგა, მშვენივრად ხედავდა, არც დარტყმა იყო რაღაც არნახული, ხელის ოდნავ გაწევაღა იყო დროულად საჭირო, ამან კი ააცილა სივრცეშიც და დროშიც. ეს დაემართა შესვენებიდან ახლად გამოსულს, როცა თითქოს და დამშვიდებული უნდა ყოფილიყო. ჰოდა ამას მოჰყვა პანიკა და ის მე-4 საძაგლობა. ისევ ლორიას დაყენება ხომ არ აჯობებს ნაკრების ამ 2 თამაშში, განსაკუთრებით კი ესპანელებთან იმ შემთხვევაში, თუ მათ იმ დროს საიდანღაც მაღალი მოტივაცია გაუჩნდებათ ჩვენს ამოსავსებად? ლორიამ მხოლოდ 1 აუცილებელი ყლაპვა იცის ყველა თამაშში და აქ შეიძლება 1 ყლაპვა ძალიანაც ცოტაც კი იყოს.
რიგითი გულშემატკივარი
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ვალენსიას წინა სეზონის მოგება,პირველი წრის მოგება, რომ გგონიათ, მაგრადა ტეხავს.
რიგითი გულშემატკივარი
ყველა-ყველა, მაგრამ წინა სეზონში ვალენსიას მოგება,პირველ წრეში მოგება რომ გგონიათ მაგრადა ტეხავს.
ლშა_იუვენტინო
ამდენი ლაიქი რო დაუწერეთ , ერთმა როგორ არ დაუწერეთ ამ კაცს რო , თუ რეალის სინდრომი აქვს წინა თამაშში ვალენსიას როგორ მოაგებინა და მატჩის საუკეტესო როგორ გახდა ? უბრალოდ დაცვამ კრიტიკას ვერ გაუძლო ესეთ ფეხბურთელებს ეგრე მარტივად რო მიცემ მომზადების საშვლაებას და დარტყმას ვინ უნდა აიღოს კარგით რა , ვერ ხედავთ კვარას 4 ფეხბურთელი დასდევს და კარში არ არტყმევინებენ წესიერად , მაგრამ ვინისუის ეგრე ვერ გაეკიდება ყველა , მერე სხვები დაილაღებენ , იმიტო რო რეალსი ყველა ერტი დონისააა , ხოდა აი ნაპოლში თუ დაკეტეს ოსიმენი , კვარა დანარჩენები ტყემალზე ზიან .
რეალი
ხუთჯერ გამოღება ბურთის კარიდან ძნელია მსმარდაშვილისთვის
გიორგი 50
რეალს, ამ თამაშით, უნდა მოეგო, მაგრამ ანგარიში უსამართლოა... ვალენსიას პირველ ტაიმში, მინიმუმ ორი გოლი მაინც უნდა გაეტანათ.. სულ სხვა თამაში იქნებოდა...
BOSS
რაო პირველი წრის წაგებაზე აიღო რეალმა რევანში??პირველი წრეა ჯერ!
gia
ვინისიუსმა და როდრიგომ უნდა ვაღიაროთ, რომ წალეკეს ვალენსია ჩვენი მამარდაშვილიანათ
მამუკა
მგონი რეალის სინდრომი აქვს, აშკარად დაბნეული იყო მთელი თამაში. მამარდ შენ გული არ გაიტეხო,შენ კი არა ბუფონი და ნოიერი ყოფილან შენზე უარესს დღეში რეალის წიმააღმდეგ, მთავარია განვითარება განაგრძე და იშრომე, მეკარისთვის 25 წლამდე ასაკი როგორც თავდამსხმელისთვის 17-18 ისეა
მურთო
მამარდ ბოდიში! მაგრამ შარშანდელის გამო იმსახურებდა შენი გუნდი ამასაც და უარესსაც! იმედია მალე წახვალ მაგ საქათმედან!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით