იტალიის ჩემპიონატში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც თავის გუნდს მორიგი გამარჯვებისკენ ულიდერა. სერია A-ს მორიგ ტურში "ვირტუსმა" "ტრევიზოს" უმასპინძლა და 91:77 რომ დაამარცხა, ქართველი ლეგიონერის დიდი დამსახურებაა.

შენგელია ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშეა როგორც სერია A-ში, ისე ევროლიგაში და იგივე აღიარება ელის მას ნოემბერშიც, თუ ასე შედეგიან თამაშს გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 11-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. დიდი ალბათობით, ამ შედეგს სერია A-ს მე-7 ტურში ვერავინ გადაფარავს (კვირას 6 მატჩი გაიმართება) და თორნიკე ტურის MVP-იც გახდება. ქართველი ფორვარდის კვალზე ბოლონიელთაგან 19 ქულით ავუდუ აბასი გამოირჩა, ისაია კორდინიერმა კი 16 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. სწორედ "ტრევიზოსთან" მატჩის დაწყებამდე გადასცეს თოკოს სერია A-ს ოქტომბრის თვის MVP-ის ტიტული.

6 მოგებითა და 1 მარცხით "ვირტუსი" პირველ ადგილზეა. შემდეგ ტურში, 20 ნოემბერს, ბოლონიელები "ბრეშიას" უმასპინძლებენ.

GBF.GE

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება