დასრულდა კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 33-ე ტური. "გაგრა" "საბურთალოსთან" აგებდა და ბოლო წუთებზე ორი გოლი გაიტანა - 2:1. "სამგურალი" კი ორჯერ მარცხდებოდა ლიდერ "დინამო ბათუმთან" და 3:2 გაიმარჯვა. ანუ, ორივე შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ვინც აგებდა, იმან მოიგო...

გაგრა 2:1 საბურთალო

"გაგრა" 88-ე წუთამდე აგებდა "საბურთალოსთან", მაგრამ 2:1 იმარჯვა.

"საბურთალომ" სწრაფი გოლი გაიტანა, კერძოდ, შეიკნე სილამ გამოიყენა გიორგი კოხრეიძის დაფარული პასი, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ეს სილას მე-12 გოლია სეზონში, თუმცა ორთვენახევრის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი.

პირველივე ტაიმში მალელმა სილამ დუბლის შანსი გაუშვა ხელიდან: პენალტი მოიპოვა, თავადვე დაარტყა და ოლექსანდრ ვორობეიმ მოიგერია...

ბოლოს კი თამაშის ბედი სხვაგვარად გადაწყდა. 88-ე წუთზე "გაგრას" 19 წლის შემტევმა საბა ზოიძემ შორიდან დარტყმით გაათანაბრა, ეს ზოიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ბრაზილიელმა კლაუდინეიმ ასევე შორიდან ზუსტი დარტყმით გაუტანა ლაზარე კუპატაძეს და 2:1.

"გაგრა" მერვე ადგილზეა და მეშვიდეზე მყოფ თელავს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. "საბურთალო" კი მეხუთე პოზიციაზეა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონატში სამი ტურია არ მოუგია, თუმცა დავით ყიფიანის თასის ფინალშია გასული.

სამგურალი 3:2 დინამო ბთ

წყალტუბოს "სამგურალი" ორჯერ აგებდა ლიდერ "დინამო ბათუმთან", მაგრამ მაინც მოიგო - 3:2. "სამგურალი მეექვსეზე" რჩება, ბათუმელები კი ამჟამად 6 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან "დინამო თბილისს".

ბათუმელები პირველივე წუთზე, კონკრეტულად 26-ე წამზე დააწინაურა პაატა ღუდუშაურმა, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ტაიმის შუაში ალექსანდრე ვერულიძემ გაათანაბრა, თუმცა მალევე ღუდუშაურმა დუბლი შეასრულა ირაკლი ბიძინაშვილის კარგი პასის შემდეგ - 1:2.

შესვენების შემდეგ, პირველივე წუთებზე უკვე "სამგურალმა" გაიტანა, კერძოდ, შეცვლაზე შესულმა დავით მაისაშვილმა გაათანაბრა ანგარიში.

მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კი "სამგურალმა" კონტრშეტევაზე გატანილით მოიგო. შეცვლაზე შესულებმა ითამაშეს კარგად: შარბელ გომესის გარღევვასა და პასს მოჰყვა ნიკა კალანდარიშვილის ჩახვეული დარტყმა და 3:2.

erovnuliliga.ge

ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "სამტრედია"-"დინამო ბთ" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
"დინამო ბათუმის" საპლაჟო ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ტური 33: ვინც აგებდა, იმან მოიგო...
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ჩემპიონთა ლიგაზე "დინამო ბათუმის" მეტოქე გაირკვა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"დინამო ბათუმმა" "გაგრას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
რა ხდება ბათუმის "დინამოში"?