მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის "აიაქსში" კარგი დრო ნამდვილად არ უდგას, ჯერ სათამაშო დროს საერთოდ ვერ იღებდა, ახლა კი თავის პოზიციაზე არ თამაშობს და 10-იანზე უწევს ასპარეზობა, რაც მისთვის კომფორტული სულაც არაა.

ფრანგული ferveurlyonnaise-ის ცნობით, ქართველი ფორვარდის სამსახურით "მეცი" და "ლიონი" ინტერესდებიან.

აქამდე ვიცოდით, რომ მიქაუტაძის დაბრუნება ყოფილ გუნდს, "მეცს" სურდა, ახლა კი საქმეში მძიმე მდგომარეობაში მყოფი "ლიონიც" ჩაერთო. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის.

ამრიგად, როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველ ფორვარდს გუნდის ხელახალი შერჩევა მოუწევს. "მეცი" მზადაა ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს, "ლიონი" კი გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. Transfermarkt-ზე გიორგის ღირებულება 10 მილიონი ევროა.

MICHAEL
ლიონში ფიზიკურად ვერ გადავა მიქაუტაძე რადგან ფიფა კრძალავს ერთ სეზონში 3 გუნდში თამაშს, მიქაუტაძემ კიდე უკვე მეცში და აიაქსში ითამაშა. ანუ ან მეცში უნდა დაბრუნდეს ან აიაქსში დარჩება სეზონის ბოლომდე
dato
მეცში რომ დაბრუნდეს უკეთესი იქნება
lsd
დაბრუნდეს რა გადასარევად იყო დაფრინავდა გოლებს იტანდა. აქ რაღაცეების და ვიღაცეების ინტრიგებში ამოყო თავი შემთხვევით..
ilar10N YouTube
ლიონში ლაკაზეტს რამდენად გაუწევს კონკურენტობას? მანდაც 9-იანი დაკავებულია.

მეცი არა და ლიონში უნდა გადავიდეს
გივი
რომ არ წასულიყო, ბომბარდირებში იქნებოდა. ლიონი ხომ არ ჯობია შემადგენლობით?
ჯონდო
სტატიები რებუსებს გავს: ამიხსენით, თამაშის დონე (ტექნიკა, აზროვნება), ხასიათი (პიროვნული), თუ რა არის ის მიზეზი (ძირითადი), რის გამოც გიორგის აიაქსში გადასვლა ესოდენ წარუმატებელი გამოდგა. საქმე ხომ პროფესიონალებს (მოაზროვნეებს) ეხება,და ეს "ყ" თუ "ჭ" ჩემპიონატი ხომ არ არის? წინასწარ გიხდით მადლობას.
სოსო
მეცს თუ ფული აქვს,მან უნდა გამოისყიდოს,მიქაუტაძე.ტრანსფერმარკეტზე,10 მილიონი ღირსო.16-ად გაყიდეს და 10-ად თუ გამოისყიდეს,6 მილიონი სუფთა მოგებად დარჩებათ და რაკი გიორგი აუცილებლად ათამაშდება,მეცში,მეორედაც მომგებიანად გაყიდის.აიაქსის ხელმძღვანელობა კი,ინანებს,საკუთარ საქციელს და ფინანსურად დაზარალდება.პირველად მეცშიც წარუმატებლად მივიდა.პირველ ტურში,1 წუთი ათამაშეს და რაკი ამ დროში გოლი,მას დაბრალდა,კვლავ სერენში დააბრუნეს,სადაც გაიბრწყინა და კვლავ მეცში დაბრუნებულმა,მის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში,ლომის წილი დაიდო.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს