2010 წელს მილანის "ინტერმა" ყველა ტურნირზე ერთად გაიმარჯვა. ამის შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი მივიდა. მსგავსი პროექტები თითქოს თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის - უფრო მეტს ვერაფრით მიაღწევ, არც იმავეს გამეორებაა მარტივი, უფრო ნაკლები კი უკვე რეგრესია. მაშინ, როცა რუდი გარსიასა და "ნაპოლის" გზები გაიყო, მსგავსი მსჯელობის საშუალება გვაქვს. სკუდეტო 33 წლის შემდეგ, ემოცია, ეიფორია, გუნდიდან გაშვებული ერთ-ერთი ლიდერი, კიმი; ამას დამატებული ცალკეული ფეხბურთელების ფორმის პიკი გასულ სეზონში და მივიღეთ ის, ამბიციამომძლავრებულმა ნეაპოლელებმა სახლში რამდენჯერმე წააგეს და მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს. გარსია ჩვენ არაერთხელ გაგვიკრიტიკებია, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არსებული სიტუაციითა და რესურსით ის მიზნად ჩემპიონატში ოთხეულში შესვლასა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს ისახავდა, რასთანაც შორს არ ყოფილა...

აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის გაშვების შემდეგ ერთგვარ ექსპერიმენტულ რეჟიმში გადაერთო. ახლაც ახალ-ძველ მწვრთნელ ვალტერ მაცარის მხოლოდ 7-თვიანი ხელშეკრულება აქვს, გაგრძელების პერსპექტივის გარეშე. ეს გვაფიქრებინებს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი ზაფხულში მწვრთნელისთვის უფრო მეტი თანხის გადახდას აპირებს. საუბარია ანტონიო კონტეზე. იმედია, ივნისში ხვიჩა კვარაცხელია უფრო სახელოვან და ამბიციურ კლუბში გადავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!..

ვალტერ მაცარის სამწვრთნელო კარიერა მაინც "ნაპოლითა" და მის გარეშე უნდა შევაფასოთ. ამბიციური, ლამაზად მოთამაშე გუნდი, რამდენიმე დიდი ფეხბურთელის მის თვალწინ "აფეთქება"... უკვე 9 წელია, რაც მან აქაურობა დატოვა და ფაქტობრივად, წარმატებას ვერსად მიაღწია. მანამდე იყო კარგი "სამპდორია" და წარმატება "რეჯინაში". როცა ვალტერი ნეაპოლელებისგან მილანის "ინტერში" გადავიდა, დე ლაურენტისმა მასზე თქვა, რომ იმ შეყვარებულს ჰგავს, თავზე რაც უნდა ევლებოდე, თუ სხვა მოსწონს, მაინც მას აირჩევსო. მაცარის მილანური კარიერა ხანმოკლე და წარუმატებელი იყო. მან იქაურ გულშემატკივრებს თავი ვერაფრით შეაყვარა.

თანამედროვე ფეხბურთში წარმატებული რომ იყო, ტაქტიკური მრავალფეროვნება უნდა გაგაჩნდეს და ყოველდღიურად უმჯობესდებოდე. "კვარას" მომავალი თავკაცი ამის ნაკლებობას რომ განიცდის, იქნებ ამიტომაც ტკბება ძველი დიდების ნაშთებით. მაცარის საბაზისო ტაქტიკა სამ ცენტრალურ მცველს ეფუძნება, შემდეგ კი სხვადასხვა ვარიაციაა (3-5-2, 3-4-3). 62 წლის სპეციალისტი "ნაპოლიში" 3-4-2-1 განლაგებას იყენებდა. თეორიულად რომ დავუშვათ, იტალიის მოქმედი ჩემპიონები ისევ ამ სტრატეგიით ითამაშებენ. ეს ხვიჩა კვარაცხელიასთან როგორც უკეთესი, ისე უარესი ვარიანტი შეიძლება იყოს. თუკი ხვიჩა ცენტრფორვარდთან (ოსიმენი) ახლოს იმოქმედებს, შედეგიანობის მხრივ, კარგი იქნება; თუმცა, თუკი მაცარის აქ რასპადორი და პოლიტანო წარმოუდგენია, მაშინ ქართველს მთელი მარცხენა ფლანგის კონტროლი უნდა დაევალოს, რაც იდეალურ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება. ახალ თავკაცს კარგად ექნება გათავისებული, რომ ლიდერების აზრი მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს - კვარაცხელიასთან და ოსიმენთან გაუგებრობები გარსიასთვის ბოლოს ცუდად რომ დამთავრდებოდა, მაშინვე ვივარაუდეთ.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ნეაპოლელებს ურთულესი კალენდარი აქვთ. "ფარით ან ფარზე" - საკითხი დაახლოებით ასე დგას. ან ამ დონის მოწინააღმდეგეების პირობებში გუნდი კრიზისს საბოლოოდ დაძლევს და შარშანდელი ამბიციები მოეძალება, ან იქნებ ოთხეულისთვის ბრძოლაში უარის თქმა საბოლოოდ დასჭირდეს. მაცარის გუნდში დაბრუნება ისე უნდოდა, პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგაზეც მაქსიმალურად შორს გასვლას შეჰპირდა.

ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო. ალბათ, არც დე ლაურენტისსა და არც მაცარის მაინდამაინც არ წარმოედგინათ, მათი თანამშრომლობა ისევ თუ შედგებოდა, მაგრამ ასე მოხდა. ნამდვილად ბედნიერებაა, 9-წლიანი დაულაგებელი კარიერის შემდეგ წვრთნიდე ისეთ ფეხბურთელს, როგორიც თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიაა.

დაბოლოს, მაცარის "ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობას წარმოგიდგენთ:

(3-4-2-1) მერეტი - ოსტიგორი, რაჰმანი, ნათანი - დი ლორენცო (C), ლობოტკა (ან

ანგისა), ზელინსკი, ოლივერა (ან რუი) - კვარაცხელია, პოლიტანო - ოსიმენი.

XDDIILL
მწვრთლენთან რაუნდოდათ როცა ფეხბურტელები არაფერს აკეთებენ იმისთვის რო გოლი გაითანონ... კვარამ ემპოლისტან გოლი რო ვერ გაიტანა ბოლო მომენტში გარსია რაშუაშია... აი ნახავთ შეიჩვლება მწვრთნელიდა იგივე გზას გაგრძელებნ რაც არებული აქვთ უკვე არაფერი შეიცვლება თუ ოსიმენი არ დაბრუნდა და ფეხბურთელებმა არ მოუმატეს.. მწვრთნელი 7 მოუყვანე თუ გინდა
ქ. გ.
აურელიო მეორე წამზე: "მისტერ მაძძარი" https://youtu.be/Mxfzw0YKOvc?si=ii2EM3Xu_ZJt9Jm2
ქ. გ.
1:04 მაძძარი https://youtu.be/tHe-xP0kHuo?si=wd-gYS2NGQa1jHZw
ქ. გ.
7:29 მაძძარი https://www.youtube.com/live/CVuKayqF3Ms?si=FWkDB9yF6H0hq_1i
M.Z.
სადაც დიდი ფული ტრიალებს,მიზნის მისაღწევად ყველაფერსაც ხმარობენ.კანონიერსაც და უკ.... ,ძალასაც,ეშმაკობებსაც,....ყველაფერს რაც ადამიანს სძალუძს,კარგიც სა ცუდიც,მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის,განსწავლულებითი ჭკუა ,კონკრეტული საქმის ღრმა ცოდნით,ჩვენი ქართველთა უბედურებაც სწორედ საგნის ვერ ცოდნაშია,პოლიტიკაა ეს ,კულტურა,სპორტი.....საერთოდ ყოფა ჩვენი სოციალურად ამა ქვეყნად...როცა საიტებზე უვიცი ჟურნალისტებია,ყველას რჩევას აძლევენ ყველაფერზე თავის რეპორტიორის საქმეს კი ვერ ფლობენ,პროფესიონალიზმი არა აქვთ,ანაზღაურებად ადგილს კი იკავებენ,ამგვარადაა ყველაფერში ქვეყნის მმართველობიდან დაწყებული......სწავლაა შეგნებული საჭირო,და ხალხის სიყვარულით ამავე ხალხისთვის,შენი ქვეყნის წინსვლისთვის გარჯა ....და არა უვიცი რჩევების,ჭორების,სხვათა აზრების,გადამღერება საჯაროდ.ნაპოლის პრობლემა კი მარტივია,მეკარე სუსტია ევროთასების დონისთვის,დაცვა დასუსტებულია,კორეელის წასვლით,ნახევარდაცვა დასალაგებელია პოზიციებით და ინიესტას და პირლოს, ლამის დონის ფეხბურთელს საჭიროებს,თავდასხმაში სიმეონე მეტია რასპადორიზე,ოსიმხენს სტაბილური ბურთის მიმწოდებელი ესაჭიროება,კვარაცხელიას კი მეტი სივრცეები და ანაზღაურება ისე კი ცაციათი უფრო სუსტია ,ვიდრე მარჯვენათი.....ეს არაა რთული ამოცანა,მაგრამ ყველაფერში რომ ჩაჯმულები ვართ,ქვეყნის მართვით წყებული.....საუბედუროდ. მიზეზი უცოდინარობაა....უსწავლელობა,უბრძოლველობა,ხალხი, ქვეყნის ვერ სიყვარული....
ქ. გ.
მაძარი ძალიან კარგი იქნება ხვიჩასთვის. ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს.
ქ. გ.
piZZa = პიცა maZZari = მაძარი რატომ? იმიტომ, რომ იტალიელების ვიდეოებში ასეა.
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება