უახლოეს დღეებში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ოფიციალურად გაირკვევა. დღევანდელი მოცემულობით, თბილისს ლუქსემბურგი უნდა ეწვიოს, საბერძნეთი კი ყაზახეთს დაუპირისპირდეს, თუმცა, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

მოგეხსენებათ, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა და ამაზე შეჩერება ალბათ აღარც ღირს, მაგრამ ყაზახები პრაქტიკულად თავის თავზე არიან დამოკიდებულნი და ევროპირველობაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

მოგამედ ადიევის გაწვრთნილებმა ხვალ სახლში სან-მარინოს უნდა მოუგონ, რაც დაგვეთანხმებით, რომ ალბათ ადვილად მისაღწევი იქნება, სლოვენიამ კი გასვლაზე დანიაში ვერ იმარჯვოს, რაც ასევე მოსალოდნელია. ამ ჯგუფში ახლა დანიასა და სლოვენიას 19 ქულა აქვთ, ყაზახებს კი - 15.

ყაზახები ბოლო ტურში გასვლაზე ლიუბლიანაში სლოვენიასთან ითამაშებენ და თუ მოიგებენ, ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ ისინი გავლენ.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ყაზახებმა მსგავსი გმირობა შემოგვთავაზეს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში არა ლუქსემბურგს, არამედ აზერბაიჯანს ვიხილავთ.

ბათუმი
თურქეთი გასულია ურთიერთ შეხვედრებში ითვლება ქულები ხორვატიას მოიგო უელსსაც მოუგო, თეორიოლად არის შანსი სამივე გუნდმა დააგროვოს თანბარი ქულები ასეთ შემთხვევაში ჯამდება ამ სამ გუნდში(უელსი თურქეთი ხორვატია) ნათამაშები თამაშები,.უელსი ხორვატია 1 :1 დასრულდა.თურქეთს აქვს 6 ქულა უელსს აქვს შანსი დააგროვოს 7 ქულა ასეთ შემთხვევაში ხორვატია რჩება ჯგუფში
ჟორა გაბრიჭიძე
ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ფეხბურთის სტადიონს ვერ გაანათებს? დიდ ფეხბურთს დიდი ფული უნდა, ეს ჭიდობა კი არაა ხეირიანი საწვრთნელი ბაზის გარეშეც, რომ წარმატებულები ვართ, ეს იმიტომ რომ ქართველ კაცს ჭიდაობა და პირველობა გენში აქვს. ფეხბურთი კი არა, ამიტომ საჭიროა დიდ ფული და დაინტერესება. სადაა ისეთი პირველობა მსოფლიოში საქართველოს გარდა, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს 3000 დოლარს რომ უხდიან?
Juve
თურქეთი როგორაა გასული მაგრად მაინტერესებს? ბურთები ითვლება თუ ურთშეხვედრები? ხორვატიასთან უარყოფითი ბალანსი აქვს, ბოლო ტურში უელსში რომ წააგოს (3:0) თურქებს უელსთანაც უარყოფითი ბალანსი ექნება
Gio
აქ მთავარი ის არის, ნახევარფინალში ვის უფრო მეტი შანსი აქვს, რომ საბერძნეთს მოუგოს - ყაზახეთს თუ ლუქსემბურგს? თუ ყაზახეთი მართლაც პირდაპირ გავიდა ევროზე, მაშინ ლუქსემბურგს მოუწევს ბერძნებთან თამაში ნახევარფინალში და ჩვენ - აზერბაიჯანთან. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა როგორც დღეს არის, მაშინ ნახევარფინალში ჩვენ ვეთამაშებით ლუქსემბურგს და ყაზახეთი საბერძნეთს. ისე, არ ვიტყოდი უარს ფინალზე: საქართველო - ლუქსემბურგი, ან საქართველო - ყაზახეთი, თან თბილისში :)
irakli
ვინც არ უნდა შეგხვდეს მონღოლეთის და ტიბეტის (სადაც ფეხბურთს არ თამაშობენ) ჩათვლით საქართე;ოს ნაკრებისთვის ყველა საშიშია!!!
გიო
და არა მარტო ფეხბურთში--ყველაფერში.
სოსო
ლევანისთვის,მართლაც არ ჰქონდა მნიშვნელობა.ისეთი უპირატესობა ჰქონდა ნებისნიერზე,რომ ძიუდოშიც ვერავინ დაჩაგრავდა,იაპონელების ჩათვლით.ტყუილად კი არ გაიმარჯვა სამბოშიც,მსოფლიოს თასზე.თანაც ყოველგვარი მომზადების გარეშე.ქართული ჭიდაობის მისეული უზადო ტექნიკა,ჭიდაობის ყველა ნაირსახეობას ეყოფოდა!
გულშემატკივარი
რომელი გუნდიც არ უნდა შეგვხვდეს არც ერთი არაა გადაულახავი ბარიერი .
მამუკა
ან საქართველოში უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი
ტიო
გაოცებული ვარ ყაზახების მიღწევით ესაა გუნდი რომელიც დარბის ანუ მეტი არაფერი და შედეგი მოიტანა ,,, თურემე ,,სირბილმა გაიგეთ ქართველო ფეხბურთელებო.?
Levani
მე ერთ თამაშს ვუყურე ყაზახების გასვლაზე მოუგეს ჩრდ.ირლანდიას-ტოტალიზატორის გამო,ისე რა მაყურებინებდა. მაგარი საზიზღარი და უკლასო გუნდია,ბათუმის დინამო გააპობს შუაზე,მაგრამ ვერ ვხვდები როგორ აიღეს ქულები
ჟორა გაბრიჭიძე
ერთხელ ქართული ჭიდაობის ლეგენდას ლევან თედიაშვილს კორესპოდენტი ეკითხება, წილისყრას რა მნიშვნელობა აქვს შეჯიბრების დროსო, თუ ჩემპიონობა გინდა არაფერიო, უპასუხა ლეგენდამ, რა მნიშვნელობა აქვს ვის როდის მოუგებო. ამიტომ ამ მარჩიელობას თავი უნდა გავანებოთ და ჩვენი მიზანი ევროპაზე ღირსეულად გამოსვლა უნდა იყოს და არა როგორმე იქ მოხვედრა.
giorgi 3
რა დრო დადგა, რომ ლუქსემბურგის გვეშინია!
სოსო
ყაზახეთის ნაკრებისაც რომ შეგშურდება კაცს!!!!
გიორგი
ვერაფრით ვერ ვხსნი ყაზახეთის ნაკრების ასეთ პროგრესს,გახსოვთ ის ყაზახეთის ნაკრები ჩვენ რო დავამარცხეთ?!არადა ჩვენ კვარაცხელია,მამარდაშვილი გვყავს!!!!მოკლედ ყველას ქვეყანას აქვს წინსვლა ჩვენს გარდა,ჩვენ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით!!!!!
მამუკა
თუ გასვლა გვინდა და შნო გვაქვს ვინც არ უნდა იყოს ყველას უნდა მოუგონ ჩვენმა ბიჭებმა. აბა მაშინ იქ რა გვინდა ან ამ შეჯიბრებაში რატომ ვღებულობთ მონაწილეობას. მარჩიელობა არ არის საჭირო
ადამიანი

ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ყოჩაღ ყახაზებს!სხვა რა უნდა ვთქვათ!
las
ჩვენ ევროზე მაშინ თუ გავალთ თუ არავინ შეგვხვდება
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...