გუშინ, 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 2:2 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლის შესრულება მოახერხა. "კვარას" შესახებ იტალიური გამოცემა Areanapoli წერს და აღნიშნავს, რომ ამ მატჩს "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ყურადღებით აკვირდებოდა.

"ვალტერ მაცარი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩს ყურადღებით უყურებდა და სავარაუდოდ, გარკვეული დასკვნებიც გააკეთა. მართალია, შუა სეზონში გუნდის ახალ ტაქტიკაზე გადაწყობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა 3-5-2 სქემაში კვარაცხელიას ცენტრფორვარდად მოსინჯვა, შესაძლოა, "პარტენოპეის" გაუმჯობესების მთავარი გასაღები გახდეს. ვნახოთ, მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მაცარი სანაკრებო შესვენების შემდეგ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 25 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

მამუკა
ცენტრ ფორვარდზე მისი თამაში არც განიხილება.საუბარია სექენდზე 10 ანზე ცრნტრ ფორვარდის უკან რომელიც კონკრეტულ ერთ ლოკაციაზე არ იქნება მიმაგრებული.მოედანზე მეტი თსვისუფლება ექნება და თავდაცვის დროს ნაკლები სირბილი მოუწევს..წლებია საქართველოს ნაკრები 3-5-2 ს თამაშობს და სანიოლს მაგ პოზიციაზე ყავს დატესტილი..ტიპიური ვინგერი არ არის კვარა .სიღრმის შემტევია...აქ საკითხი სხვა მხრივ დგას ..რამდენად გააკეთებს ამას ახალი მწვრთნელი კვარას გამო.
არტ
ხვიჩას საფეხბურთო ტალანტი მას მართალია საშუალებას აძლევს თავდასხმაში ყველგან კარგად ითამაშოს, აქ საქმე იმაშია, სად არის მისი საუკეთესო ადგილი. არამგონია ეს ცენტრფორვარდის პოზიცია იყოს. ცენტრფორვარდი ერთი შეხების მოთამაშეა, ბურთთან ხანმოკლე კონტაქტის ფეხბურთელი. შეხედეთ ჰალანდს, ოსიმენს, რონალდოს მას შემდეგ რაც ცენტრფორვარდად დადგა.
გიო
ერთ-ერთი პირველი გოლი ხვიჩამ თავით გაიტანა!!!
Levani
იქნება და იმისთვის უყურებდა იქნება კიდე ვინმე შევამჩნიოო
ვახო...
არაა პრობლემა ტაკტიკის შეცვლა ხვიჩასათვის, ის ერთგვარ ცრუ ფორვარდად ითამაშებს ნაპოლიში და მისი სქილების წყალობით და ასევე, თუ როგორ კარგად შეუძლია ხვიჩას თავისუფალი სივრცეების მოძებნა მინდორზე, მას პრობლემებს არშეუქმნის ახალ პოზიციაზე ადაპტირებას...
იკა
კი მართალია, უჭირს მაღალ ბურთებზე პოზიციური ბრძოლა, მაგალითად გუშინდელ თამაშში იყო მომენტი, როდესაც გრძელი პასი მისცეს კვარას და მეკარემ დაასწრო, ოსიმენი გამახსენდა მაგ პოზიციაში, ის უეჭველი მოპარავდა ბურთს მეკარეს, მაგრამ ხვიჩა მხეცია
zuka
თავით თამაში არ იცის საერთოდ, ორთაბრძოლებს ჰაერში ვერ იგებს, დაჟე ერიდება შესვლას და ცენტრ ფორვარდარ როგორ ფიქრობთ, არ გაუჭირდება? წარმოიდგინეთ, კუთხურებზე, სტანდარტებზე რომ საერთოდ ვერაფერს იზავს. რონალდო რო ფლანგიდან ცენტრში გადაწიეს, თავით თამაში იცოდა და უფრო ჯანზეც იყო. რავი თავდამსხმელის უკან (სს-ად ანუ სექონდ სთრაიქერად) უფრო ჯობია ვიდრე ცენტრ ფორვარდად
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"