"ბარსელონას" თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მიუხედავად გასულ სეზონში მოგებული ჯილდოების სიმრავლისა, გუნდს ახალი გამარჯვებები სწყურია
"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ მიუხედავად გასულ სეზონში მოგებული ჯილდოების სიმრავლისა, კატალონიურ გუნდს ახალი გამარჯვებები სწყურია და კლუბის მუზეუმის გამდიდრებას მომავალ წელსაც გეგმავს.

ახალ სეზონში "ბარსელონას" პირველივე ტიტული შესაძლოა ესპანეთის სუპერთასი გახდეს, რომლისთვისაც მადრიდის "რეალს" 14 და 17 აგვისტოს დაეჭიდება. 26-ში კატალონიელებს უკვე უეფას სუპერთასისთვის "პორტუსთან" ბრძოლა მოუწევთ.

"ჩვენ ყველა იმ ტიტულის მოგება გვინდა, რომლებიც შარშან დავისაკუთრეთ და თუკი შევძლებთ, სხვებისაც. ესპანეთის თასზე მარცხმა ძალიან გაგვანაწყენა.

უკვე აგვისტოში ორი თასისთვის პაექრობაში ჩავებმებით და საამისოდ კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ. წარმატების მისაღწევად გუნდს კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნა მართებს. სეზონისწინა მომზადება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ვარჯიშებზე გაწეული მძიმე სამუშაო ამ სეზონში დაგვეხმარება", - განაცხადა ვილიამ.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე