სუპერლიგის მე-6 ტური დასრულდა. რუსთავში ერთმანეთს გასული სეზონის ფინალისტები – შესაბამისად, მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი შეხვდნენ. მატჩიც შესაფერისად დაძაბული გამოვიდა. ატმოსფეროს რუსთავის სავსე დარბაზიც ალამაზებდა. თსუ-ს რუსთავში ერთგული ქომაგები ჩაჰყვნენ, რომლებმაც ერთი ტრიბუნა დაიკავეს და მთელი შეხვედრის მანძილზე თავისიანებს აქტიურად ქომაგობდნენ.

რაც შეეხება "რუსთავს", ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს საშინაო მატჩებისას ქომაგობა არ აკლია. მაყურებელთა აქტიურობა დამატებით მუხტს მატებდა ისედაც დაძაბულ მატჩს, რომელშიც გამარჯვებული ერთმა შეტევამ გადაწყვიტა. თავად განსაჯეთ, შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ფრე – 80:80 იყო, რის შემდეგაც გიორგი ცინცაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და თსუ დააწინაურა, ხოლო დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანზორ ნადირაძემ ისევ გაათანაბრა.

შემდეგ გუნდებმა არაზუსტი სროლები გაცვალეს და საპასუხო შეტევაში თსუ-ს ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ფევაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 50 წამით ადრე ფევაძემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და თსუ 83:82 დააწინაურა. ამას მოჰყვა რუსთაველთა არაორგანიზებული შეტევა, რასაც ბურთის დაკარგვა მოჰყვა და რუსთაველებს შესატევად 28 წამი დარჩათ. რუსთაველთა აქტიური დაცვის ფონზე უნივერსიტეტელებმა შესატევად განკუთვნილი დრო ბოლომდე ვერ გაიყვანეს და საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე შეუტიეს. გიორგი ტურძილაძის ტყორცნა უზუსტო გამოდგა და "რუსთავს" 8 წამი დარჩა.

რუსთაველებმა წუთშესვენება აიღეს, შეტევა დაგეგმეს, მაგრამ ლექსო ლაფანაშვილმა წუთშესვენება სათავისოდ, ეფექტური დაცვის დასაყენებლად გამოიყენა და უნივერსიტეტელებმაც გაუმართლეს. სტუმრებმა მაქსიმალურად შეზღუდეს რუსთაველები, რომლებმაც საქმე სროლამდე ვერ მიიყვანეს და შეხვედრისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა: 83:82 (სტატისტიკა) თსუ-ს სასარგებლოდ.

გამარჯვებულებს გიორგი ცინცაძემ ულიდერა, რომელმაც 15 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. 18 ქულით ბომბარდირი გახდა ალექსანდრე ფევაძე, ხოლო გიორგი ტურძილაძემ 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. რუსთაველებს 21 ქულით ჯორდან ჰენდერსონმა ულიდერა. სეტ მაქსვლის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა.

სუპერლიგის მე-6 ტური დასრულდა. შემდეგი ტურის მატჩები 24, 25 და 26 ნოემბერს საქართველოს 4 ქალაქში – ბათუმში, თბილისში, გორსა და გურჯაანში გაიმართება.

GBF

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"