გუშინ ლონდონის "აპტონ პარკზე" ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი მატჩი ჩაატარა. მარცხის მიუხედავად, იტალიურმა პრესამ ამ შეხვედრაში დადებითი მომენტები მაინც დაინახა...

გუშინ ლონდონის "აპტონ პარკზე" ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი მატჩი ჩაატარა. მარცხის მიუხედავად, იტალიურმა პრესამ ამ შეხვედრაში დადებითი მომენტები მაინც დაინახა. მოწონება უპირველესად, "სკუადრა აძურას" დებიუტანტების, კარვალიო ამაურისა და მარიო ბალოტელის, ასევე ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ანტონიო კასანოს თამაშმა დაიმსახურა.

როგორც ხედავთ, იტალიელთა შემადგენლობაში უმრავლესად იმ ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომლებიც მარჩელო ლიპის სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე არ წაუყვანია.

თავსხმა წვიმაში თამაში აპენინელთა უპირატესობით დაიწყო, მატჩის დებიუტში ბურთი ძელს მოარტყა ბალოტელიმ, რასაც ამაურის მიერ გაფუჭებული ხელსაყრელი მომენტი მოჰყვა. შეხვედრა ზოგადად, არცთუ მოსაწყენი გამოდგა.

იტალიელთაგან განსხვავებით, დროებითი მწვრთნელის, ფრანსუა ზაჰუის ხელმძღვანელობით მოთამაშე აფრიკელებს ბევრი საგოლე შანსი არ მისცემიათ, მაგრამ რაც ჰქონდათ, იდეალურად გამოიყენეს. კოლო ტურემ მეტოქის მცველებს დაასწრო და გამარჯვების გოლი ახლო მანძილიდან გაიტანა.

ტურეს მხარდამხარ, მატჩის გმირად კოტდივუარელთა მეკარე დანიელ იებოა იქცა, რომელმაც საკუთარი კარი არაერთხელ გადაარჩინა.

იტალია-კოტ დივუარი 0:1

გოლი: 0:1 კ. ტურე (54)

იტალია: სირიგუ – მოტა (70. კასანი), ბონუჩი, კიელინი, მოლინარო – პალომბო (80. მონტოლივო), დე როსი – პეპე (74. მარკიზიო), კასანო (70. როსი), ბალოტელი (59. კვალიარელა) - ამაური (59. ბორიელო).

კოტ დივუარი: იებოა – დემელი (57. კაფუმბა), კ. ტურე, ზოკორა, ტიენე – ებუე, ი. ტურე, ტიოტე – ჟერვინიო (90. კონე), დუმბია (61. საგბო), კალუ (84. ფაე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...