გიორგი დევდარიანი: "მართლა ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო და კარგად მომზადებული გუნდები მონაწილეობდნენ"
ჩრდ,ირლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გუნდი, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა "Milk Cup" - ის გათამაშებაში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ტურნირის შესახებ, ჩვენს ვებ-გვერდზე მუდმივად ვწერდით. ახლა კი, 19-წლამდელების მთავარ მწვრთნელს - გიორგი დევდარიანს მცირე ინტერვიუ ვთხოვეთ, სადაც U19-ის დამრიგებელი თავისი გუნდის ასპარეზობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება.

გიორგი დევდარიანი: "მართლა ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო და კარგად მომზადებული გუნდები მონაწილეობდნენ. თან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ტურნირი ტარდებოდა 20-წლამდე გუნდებს შორის, ანუ ასაკით ჩვენზე უფროსებთან მოგვიწია თამაში. ამ ყველაფრის და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ არ გვყავდა ნაკრების ექვსი წამყვანი ფეხბურთელი, ჩემი გადმოსახედიდან, გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს დამაკმაყოფილებლად მივიჩნევ. ამასთან, ძალიან კარგი იყო ის, რომ რამდენიმე ისეთი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებიც აქამდე ნაკრების 18-კაციან სიაში არ მოიაზრებოდნენ. მათ ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი და იმედი მაქვს, რომ ნოემბრისთვის ჩვენს გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ."

- საკმაოდ კარგი დასაწყისი გქონდათ - მექსიკას მოუგეთ...

- დაწყებით კი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ, ზუსტად ამ ასაკობრივმა სხვაობამ იჩინა თავი. ხუთ დღეში სამი თამაში ვითამაშეთ; მგზავრობით გადაღლამაც თავისი "საქმე გააკეთა" და პირველ თამაშში დახარჯული ძალების აღდგენა, მეორე თამაშისთვის ვეღარ მოვახერხეთ. ამის გამო იყო, რომ ირლანდიასთან მატჩში, ფიზიკურ ორთაბრძოლებში მეტოქემ გვაჯობა. თორემ, არც ერთ კომპონენტში არ იყვნენ ჩვენზე უკეთ მომზადებულები.

რაც შეეხება ამერიკასთან თამაშს, მინდოდა, რომ ყველა იქ მყოფი ფეხბურთელისთვის მიმეცა თავის გამოჩენის შანსი. ძირითად შემადგენლობაზე რომ ვფიქრობდი, არსებული რესურსიდან გამომდინარე, მაინც ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოდიოდა. მიუხედავად ამისა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაზე დამაჯერებლად და კარგად ბიჭებმა ამერიკის წინააღმდეგ ითამაშეს. ორივე გოლი ჩვენების გამოუცდელობის გამო გავუშვით. იმ ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა, რომლებიც იმ დღეს მოედანზე იყვნენ, პირველად თამაშობდნენ საზღვარგარეთ, მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირზე და ეს დაძაბულობა მათ აშკარად ეტყობოდათ.

ბევრი რამ დამანახა ამ ტურნირმა. თუნდაც ის, რომ რამდენიმე ფეხბურთელი, ვისი იმედიც მქონდა, არ იყო სათანადო ფორმაში და არ გამოვრიცხავ, რომ მათ შემცვლელად სხვა ფეხბურთელები მოვძებნოთ.

- მაინც, რომელი რგოლის თამაშმა არ დაგაკმაყოფილათ?

- პირდაპირ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ თავდასხმის ხაზით. მეკარემ, დაცვამ, ნახევარდაცვამ - ყველამ ნორმალურად წარმოაჩინა თავი, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი თავდასხმაზე. აშკარად გვეტყობოდა ჭანტურიას, სხირტლაძის, ყაზაიშვილისა და სამუშიას არყოფნა. სამუშია, ზუსტად ირლანდიაში წასვლის წინ დაშავდა. სამ თამაშში, თუ შეტევაში გუნდმა რამე გააკეთა, ეს მოვახერხეთ ნახევარმცველების კარგი თამაშის ხარჯზე. მაგალითად, პირველ თამაშში რეხვიაშვილმა შეასრულა დუბლი - ერთი ჯარიმა გაიტანა და მეორე - თამაშიდან. ირლანდიასთან კილასონიამ გამოიჩინა თავი. ამერიკასთან კი, თავდამსხმელმა - ბუბა რუხაძემ შეაგდო.

- "Milk Cup" - ი საკმაოდ ტრადიციული ტურნირია. იმედია, სამომავლოდაც ჩვენთვის საინტერესო და გამოსადეგი იქნება...

- გეთანხმებით, ძალიან ტრადიციული, კარგად ორგანიზებული და მაღალი დონის ტურნირია. გახსნის ცერემონიალი იყო ისეთი გრანდიოზული... მთელ ქალაქში აღლუმი გაიმართა და ჯერ მარტო ეს საზეიმო განწყობა ამძაფრებდა და აორმაგებდა თასის მოგების სურვილს.

თამაშების თვალსაზრისითაც უაღრესად საინტერესო იყო, რაც ჩვენ შემოდგომაზე, ევროშესარჩევში ძალიან გამოგვადგება. ამ ტურნირზე, 5 დღეში 3 თამაში ვითამაშეთ. ნოემბერში კი, 6 დღეში მოგვიწევს 3 თამაშის ჩატარება, ანუ ერთი ამოსუნთქვით უნდა ჩავატაროთ მთელი ტურნირი. მოკლედ, გათამაშების ფორმატის გათვალისწინებით, კარგი გენერალური რეპეტიცია გამოგვივიდა.

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვისაც უაღრესად საინტერესო სამუშაო იყო, გონებრივად დაძაბული, ვინაიდან, სხვადასხვა საფეხბურთო ფილოსოფიისა და ყაიდის გუნდებთან გვიწევდა თამაში და მუდმივად გადაწყობა-გადმოწყობაზე ვმუშაობდით და თან ეს ყველაფერი ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ჩვენი სტილი და სახე არ დაგვეკარგა.

- ნოემბრის ევროშესარჩევისთვის მზადებას როგორ აპირებთ?

- უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ მომზადების გეგმას. ძალიან კარგი იქნება, თუ ოფიციალური მატჩების დაწყებამდე, ერთი-ორ თამაშს ვითამაშებთ ძლიერ გუნდებთან. განსაკუთრებით კი, მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ მაინც შევკრიბოთ ნაკრების ის ძირითადი ბირთვი სრული შემადგენლობით, რომელსაც ევროშესარჩევზე დავეყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ნაკრები 11-16 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ითამაშებს თურქეთში. ჩვენი გუნდი მე-9 ჯგუფში იასპარეზებს და პოლონეთის, თურქეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს დაუპირისპირდება. სულ 12 ჯგუფია, საიდანაც პირველ-მეორე ადგილოსნები და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადავა ელიტ-რაუნდში, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ელიტ რაუნდის ფინალისტი (ჯგუფების გამარჯვებულები) გუნდები კი, უკვე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

gff.ge

U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] U19. ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს