საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა კვიპროსს (2:0) და მოლდოვას (2:1) სძლია, ელიტრაუნდის საგზური ვადამდე მოიპოვა, დღეს კი უნდა გარკვეულიყო, რომელი გუნდი დაიკავებდა ჯგუფში პირველ და რომელი მეორე ადგილს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი მეტოქემ ჩვენი გუნდი დაჯაბნა და გაიმარჯვა.

ელიტრაუნდი გაზაფხულზე ჩატარდება - 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები გავლენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"

საქართველო - ესპანეთი 0:4

გოლები: 0:1 როდრიგესი (53), 0:2 გასიროვსკი (57), 0:3 კარვალიო (75), 0:4 სენჰაჯი (86)

საქართველო: ბედიაშვილი, ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, სადღობელაშვილი, გეგუჩაძე (ბერელიძე 73), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (ცეცხლაძე 46), ბასილაძე (მაშავა 65), გოგსაძე (სამუშია 65), ავალიანი (შეროზია 46)

გაიოზ გოშაძე
მე კი ის მიკვირს, რომ ნაკრებმა, რომელმაც შეძლო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გასვლა შეძლო, გულშემატკივრებისგან ამდენი უპატივცემლობა, საყვედური და როგორც გვჩვევია ქილიკი დაიმსახურა. ეს კი ძირითადათ იმით იყო გამოწვეული, რომ არაფრის მომცემ მატჩში მწვრთნემა სათადარიგო ფეხბურთელები დააყენა, თუმცა პირველ ტაიმში მათაც შეძლეს და გოლი არ გაუშვეს. მეტიც ტაიმის ბოლო წუთები შეტევაში გაატერეს და მეტოქეს ბევრი თავსატეხი გაუჩინეს. ხოლო 19 წლამდელი ბიჭების ამდენ უპატივცემლობას, საყვედურს და ქილიკს დავაბრალებდი ფეხბურთის ფედერაციას და სპორტულ ჟურნალისტიკას, რომელთაც სამ მატჩიდან ორის მოგება და ერთი წაგება ისეთი მშრალი წერილებით გაატარეს, როგორიცაა თამასის თარიღი, ნაკრების შემადგენლოობა და ანგარიში. ერთი მატჩი მაინც რომ ეჩვენებინათ საზმაუწყებელზე მაშინ გუშემატკივარი გაიცნობდა ამ ნაკრების მართლაც რამდენიმე ნიჭიერ ფეხბურთელს და ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულებაც არ იქნებოდა. ან თუნდაც საზმაუწყებელზე ტაიმაუტში, სადაც საუბრობენ ყველა ქვეყნის ჩემპიონატებზე მათ შორის არაბეთისა, აფრიკის და ვინც გნებავთ ქვეყნებზე და იქ კი ანგარიშიც კი არ გამოაცხადეს ზემოთ ნახსენებ მოგებებზე და ელიტრაუნდში გასვლაზე. წარმოიდგინეთ რამხელა მოტივაცია იქნებოდა ამ ახალგაზდა ფეხბურთელებისთვის ტელევიზიით მათი მატჩის ჩვენება. მხოლოდ იუტუბზე ჩვენება, რომელზედაც უმრავლეს გულშემატკივარს წვდომა არ აქვს საკმარისი არ არის. ჟურნალისტები, რომლებიჩ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ბრტყელ-ბრტყელ სატატიებს წერენ, ამჯერად სად იყვნენ? ჩემს გვერდით ორი ესპანელი ორი ჟურნალისტი მუშაობდა, თითქმის მთელი ბლოკნოტი გაავსეს ჩანიშვნებით, ქართველები კი ვერსად დავინახე, გარდა იმედის სპორტული გადაცემის თანაწამყვანისა. ასევე მინდა აღვნიშნი, რომ ევროპის ელიტრაუნდში გასული ნაკრების თამაშს, თანაც ესპანეთის გუნდთან სულ ალბათ ორასიოდე კაცი ესწრებოდა, სავარაუდოდ ნაკრების წევრების ახლობლები და არც ფედერაციის ვინმე მაღალჩინოსანი ჩანდა, ალბათ უფრო საშურ საქმეებით იყვნენ დაკავებულნი, ან სულაც რაკი ციოდა პირდაპირ ფედერაციის შენობიდან უყურედნენ საქართველო-ესპანეთის მატჩს.
გიზოგ
ყოჩაღ, ჯანაშია ვაგნერ, ნამეტნავი ჭკვიანი დაბრძენი ბრძანდებით! იქნებ ხშირად მოგვაწოდოთ საზოგადოებას ასეთი ბრძნული აზრები.
გია
ანუ როცა ვიგებთ ყველა სუსტია და თუ ესპანეთთან წავაგეთ, რომელიც გერმანია ინგლისსაც უგებს, უკვე ქვეყანა დაიქცა და ტრაგედიაა. 1-7 წააგო ეროვნულმა და რა გიკვირთ,რომ უ19 წააგო. თუ უყურეთ, პირველი 2 გოლი მეკარის შეცდომას მოყვა მეორე ტაიმში, მანამდე ესპანეთს მომენტიც არ ჰქონია. ძაან დიდი ბოღმაა ქართულ ფეხბურთში ოდითგანვე...
ზურა
ნეტა არ გძმარავდეს
ჯანაშია ვაგნერი.
აიკრძალოს ფეხბურთის თამაში.სირცხვილია ამათ ფეხბურთელები ეძახო.ესპანეთთან წავაგეთო.აბა მოლდოვას და კიპროსს ჩემი ქუჩის ბავშვებიც მოუგებენ.ააშენეთ სტადიონები და საფეხბურთო სკოლები დასავლეთში.არ არის აღმოსავლეთის და თბილისის საქმე ფეხბურთი.
ჰაჰა
იცით რატომ არის ქაეთველი ბავშვი ნიჭიერი? იმიტომ რომ არავინ არ ასწავლის ფეხბურთის ანაბანას. თვითონ უნდა ჩაწვდეს. გადაუგდებენ ბურთს და უბრძანებენ ითამაშონ. ჭკუას არ არიგებენ, არ ასწავლიან. უცხოური გამოცდილება ხომ 0-ა. პლიუს დედას აგინებენ, მწვრთნელები.
Giorgi
ამათი მწვრთნელი იძახდა მოლდოვა კარგად შევისწავლეთო, მაინტერესებს ესპანეთი რატომ ვერ შეისწავლა მაისურაძემ?კვიპროს და მოლდოვას უბანი შეგროვებული ბავშვებით მოუგებ..უბედურება ისაა რომ ღირსეულ ფეხბურთელებს არ იძახებს,მშობელს არ ქონდა საშუალება და არ გამოიძახეს..იაშვილის მიზანი საშოვარი და შოვნა..
ნაპოლეონი
რა სისულელეა,ჩაქცეული მამიკოს შვილებისაა ფეხბურთი. . .რა ნიჭიერი არა ისა კიდე. . . თუ ფული გაქვს ნიჭიერიც ხარ. . . მახსოვს ადრე იყო 16 წლამდელთა ნაკრები. . ახალი ხილი იყო და ოთარ შენგელია ჩაუყენეს სათავეში. . ხოდა პირველი ამხანაგური მატჩი იმ გუნდმა აზებაიჯანთან გამართა და . . . 10-0 წააგო...გვარებს არ იკითხავ იმ გუნდში ?. . ჩივაძე (საშას ბიჭი) კოსტავა,ჩიქოვანი,სვანაძე,კორღალიძე,და . . . ნუ თითქმის ყველა ცნობილი საფეხბურთო გვარის იყო. . . დავიჯერო ესეთი ნიჭიერები იყვნენ რომ ესე ღირსეულად ეთამაშნენ აზერბაიჯანს?. . . ეხლაც ეგრეა ჟურნალისტებმა რომ მოინდომო ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნახავენ ახლო ნათესაურ კავშირს ვიღაც ვიღაცეებთან
ბესო
ეგეც შენი ახალი თაობა... დიდი ჟურნალისტური გამოძიება გვჭირდება იმაზე თუ რა ხდება ფეხბურთის აკადემიებში. არსებობს თუ არა განვითარების სტრატეგია?!! ფინანსები როგორ ნაწილდება, მწვრთნელების გადამზადება თუ ხდება და ა.შ
დავით
მოლდოვას და კიპროს თუ მოუგეს დიდი მიღწევაა. ვინ თქვა საერთოდ რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვიაო? საიდან მოიტანეთ ეს ზღაპარი?
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
U19. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა
[VIDEO] U19. ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა
U19 | სასელექციო შეკრება თბილისში
19-წლამდელები მონტენეგროს დაუპირისპირდებიან
U19. კარგად დაწყებული ცუდად დაასრულეს - საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს [VIDEO]
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში