დღეს, 22 ნოემბრის გამთენიისას, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინამ ბრაზილია სტუმრად 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდიმ გაიტანა.
"მარაკანაზე" ერთ-ერთი სექტორი გაყოფილი და დაცული არ იყო, რის გამოც ჰიმნის შესრულებისას "ალბისელესტელი" და "სელესაოელი" ფანები ერთად მოხვდნენ და დაპირისპირებაც აქ დაიწყო. შემდეგ საქმეში უკვე პოლიცია ჩაერთო და არგენტინელი გულშემატკივრებიც არ დაინდეს, ხელკეტებით სასტიკად უსწორდებოდნენ, რამაც უმძიმესი სცენარი გამოიწვია.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ცდილობდნენ სამართალდამცველი ორგანოსთვის ხელის შეშლას, დალაპარაკებას; ემილიანო მარტინესი პირდაპირ ცხელ ზონაში აპირებდა ახტომას, თუმცა ფეხბურთელებმა შეაჩერეს. შეტაკება დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ყველაფერი როდესაც დასრულდა, ლიონელ მესიმ საკუთარ თანაგუნდელებს გასახდელისკენ უხმო.
"ჩვენ ვხედავდით, როგორ არბევდა პოლიცია ხალხს. ისევ ძალადობა ადამიანებზე, რეპრესია, ზუსტად ისე, როგორც კოპა ლიბერტადორესის ფინალში. იქ ჩვენი, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და ნათესავები ისხდნენ, ჩვენ ძალიან ვნერვიულობდით. მატჩის მნიშვნელობა მეორეხარისხოვანია, როცა ასეთ დროს ერთ-ერთ იარუსში შენი ოჯახის წევრი ზის. გასახდელში დასამშვიდებლად შევედით" - განაცხადა ლეომ.
ბრაზილია - არგენტინა (მიმოხილვა)
გიორგო
შეეშვი ტოტალიზატორს .ძმურად
გიორგო
შეეშვი ტოტალიზატორს .ძმურად
Levani
ბრაზილია-არგენტინა.ღამე არ იძინებ,ელოდები ფეხბურთის ზეიმს-სამხრეთამერიკულ ლაღ ფეხბურთს და რა ხდება სინამდვილეში-იწყება ისეთი ჩეხაობა ორივე გუნდიდან გეგონება შინნიკი-ტრაქტორსტროიწელი თამაშობს,ყველა ჯარიმაზე კოტრიალი,მსაჯთან კამათი ყველა ჩასტვენაზე,მსაჯი-რომელსაც ჰგონია რომ მთავარი გმირი თვითონაა სტადიონზე და ყველა ჯარიმაზე ფეხბურთელებს ელაპარაკება,რაღაცეებს უხსნის და დროს წელავს.მოკლედ გულის ამრევი ჯაჯგური(ტოტალიზატორში არ მქონდა დადებული,მაგისთვის არ ვბრაზობ-ვერ მოვასწარი დადება და ნეიტრალური თვალით ვუყურე ამ ელექტროშედუღებას)
გია
საერთოდ ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, მასპინძელმა ფანებმა უნდა შეიკავონ თავი და პატივი უნდა სცენ სტუმარს. ამ შემთხვევაში ბრაზილიის ფანებმა თავიანთი სტვენით უკვე ჩააგდეს პროვოკაცია და ამ ყველაფერს მოყვა ის, რაც მოყვა!
გუგა
კიდევ კარგი რომ არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. ისე უმძიმესი იყო ის, რაც მოედანზე ხდებოდა: ასეთი უსისხლო, უსუსური ბრაზილია მე ჯერ არ მახსოვს. იმედია მალე მონახავენ წესიერ მწვრთნელს და ტრავმიანობაც ნაკლები იქნება.
ალიკა
არგენტინაში არ უნდათ ჩასვლა ნეტა?!თან მაგათი ახლად არჩეული პრეზიდენტის ექსცენტრიულობიდან გამომდინარე და ამ ორი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრების დაპირისპირების,აგრეთვე ამ ქვეყნების ნაკრებების შუღლის გათვალისწინებით კარგი ამბები იქ არ მოხდება,
dato
უმძიმესის მნიშვნელობა იცის ამის ავტორმა?
სოსო
კაცურად, ამ ვიდეოზე სად ხედავთ, რომ პოლიციამ არგენტინელი ფანები ხელკეტებით დაარბია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა