<p>საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ ამბავს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიკაციის გამო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამოტოვებს:</p><p>"დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა.</p><p>ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის.</p><p>ასევე, ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე", - წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.<br></p>
მედეა
ჩემი აზრით, ეგ კონკრეტული ჩინოვნიკი, არ მინდა გვარი შემეშალოს და არ დავწერ, უნდა გადადგეს. ეს არაა პატარა გადაცდომა. მეტი დიდი რა უნდა შეეშალოს? კაცს თუ მოკლავს, ისეც დაიჭერენ და საქმე დააზიანა, კიდევ როგორ უნდა იმუშაოს? თვითონ თუ არ დატოვებს პოსტს, ზემდგომმა გაათავისუფლოს- რას უყურებს?
გიზოგ
მინდა გაგახსენოთ კ/ფ "მიმინოდან", "ჯერ დაფიქრდი და შემდეგ ილაპარაკეო:. როცა შედარებებს ვაკეთებთ, შედარების ობიექტები უნდა იყოს ადეკვატურები(თანაბარი მნიშვნელობის), დინამოს და ბარსას ვადარებთ საქართველოს ნაკრებს, გეთანხმებით დინამო საქართველოს ნაკრები იყო და ამიტომაც უყვარდა ის ამერსა და იმერს, აფხაზსა და ოსს, მეგრელს, გურულს აჭარელს და კახელს. მაგრამ დინამო და ბარსა თამაშობდნენ ქვეყნის ჩემპიონატებში, წელიწადში ოცდაათ მატჩზე მეტს და ერთ მატჩს ისეთი დატვირთვა არ ქონდა როგორც ერთალიგის პლეიოფებს, სადაც ორი მოგება ევროჩემპიონატზე თამაშს ნიშნავს. საითაც ქართული ფეხბურთი გასული საუკუნის 20-იანი წლების მერე იღწვის. თუმცა ბევრმა ქართველმა მიიღო აქამდე მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში ნაკრების დონეზე და ყველა სინჯის მედლებიც მოიპოვეს, მაგრამ საქართველოს სახელით არაფრისთვის მიგვიღწევია აქამდე და გვაქვს დიდი შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. კი ბატონო, მართლაც ვიღაცამ დაუშვა მიუტევებელი შეცდომა და ამიტომ დავკარგოთ ეს შანსი? რა ლოგიკაა, რა მსჯელობაა? არა ერთხელ გადავაყოლეთ ნაბან წყალს ბავშვი, განა არ მოვიდა დრო შეცდომებზე ვისწავლოთ და წინ გავიხედოთ? ასეთი შანსი კარგახანს აღარ გვექნება, რადგან შესარჩევიდან ჩვენი გასვლა საერთაშორისო არენაზე მხოლოდ ოცნების სფეროა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფში ორი ისეთი გრანდი მაინც გვხდება, რომელთა დასაძლევად ერთი და ორი ვარსკვლავი არ არის საკმარისი. და რაც შეეხება ერთა ლიგას აქაც ისეთ ჯგუფში (B) გადავედით გასეირნება აღარც იქ მოგვიწევს. მერე კიდევ "თუმცა თავმოყვარეობა რა ხილია ვიცით ქართველებმა?" ამის თქმა თვით დიდმა ილიამაც არ იკადრა და ვიღაც თათქარიძეს დააბრალა ყველაფერი. თქვენ მოდექით და ლანძღავთ ერს. აფერუმ თქვენ ვაჟკაცობას იასონა.
დავით ქართველი
მამარდას კომენტარში მე ვკითხულობ გულმხურვალე, ქართველი კაცის სიტყვებს. ძალიანაც მომწონს ერთობას რომ ახსენებს,ამ ერთობაში მე გუნდურობას ვხედავ,მაგრამ...ამ ქართულ, რეგვენულ, ჯიუტ, ჩინოვნიკურ სიტუაციებს რა ეშველება ნეტავ!? შე ვაი ქართველო ჩინოვნიკო, რატომ ხარ დარწმუნებული ისეთ ამბებში, რომელიც არ წაგიკითხავს, არ მოგიკითხავს, არ დაინტერესებულხარ!? წინა ერთა ლიგა რო წაგვასხმევინეს ხო დაბრალდა კორონას)))! ეხლა ვაბრალებთ ვინმე სამჭკუას.. რომელმაც არ იცოდა და რა მისი ბრალია, არ იცოდაო, არაო და ეს არც ცოდვაოო! არსებობს ესეთი მცნება... პასუხის მგებელი პირი.. ეს პირი ფეისბუქპოსტს წერს და 2 ჯერ მოხდილი ბოდიშით, გვაცნობს ბედნიერ ამბავს, რომ ის ისევ აგრძელებს თავის საქმეს და უნდა გამოასწოროს დაშვებული შეცდომა! იცით რა კითხვა მიჩნდება.. ყველა ასეთი უპასუხისმგებლოები ვართ ამ ქვეყანაში??? ამ "ტიპმა" რა უნდა გამოასწოროს თუ პასუხისმგებლობა არ იცის რა ხილია?? ჩემი სუბიექტური აზრით,არავის არ სურს არაფრის გამოსწორება, და არც ფედერაციაში არ მოღვაწეობს დღეს არცერთი პასუხისმგებელი პირი. რაც იყო ადრე, ჩეიჯვი" სიტუაცია, იგივეა დღეს, იგივე იქნება ხვალ და არც ზეგ იქნება სხვა!
იასონას შტანგაგოლი
შეცდომა იქნა დაშვებული და უნდა წავიდეს,ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ქონდეს გაკეთებული. ეს არაფრის მომცემი გადაფარება/ჩანაცვლება რა უბედურებაა,თან ეს ერთიანობაზე აქცენტი რა მარაზმია? რა გინდათ თქვათ,რომ ამ ერთიანობას არღვევს გულშემატკივარი? ეს ღუპავს საქართველოს და ამ ბიჭსაც(მარტო არ იქნება) არეული აქვს,ვისკენ ხარ მამარდ,ჩინოვნიკის თუ ხალხის? ამ ბიჭმა მხარე აირჩია და ამით ყველაფერი დასტურდება,ხოდა წადი თქვენიც და თქვენი ევროპის ჩემპიონატისაც. არავინ უნდა მივიდეს სტადიონზე და მერე გამოჩნდება ეგ ერთიანობა,ლუქსემბურგს რო მეტი ფანი ეყოლება,ვიდრე საქართველოს მერე ნახავენ ერთიანობას. თუმცა ამის იმედი არ მაქვს,რადგან მაყვალები და ჯემალები გამოვლენ,ხალხს მოუწოდებენ თამაშზე წასასვლელად და ამას გააპრავებენ საქართველოს სიყვარულში. თუ საქართველო გიყვარს და კარგი გინდა,მაშინ არ უნდა წახვიდე ამ თამაშზე,თუმცა ნებსყოფა ეყოფა ხალხს? სავარაუდოდ არა,ხოდა მიტომ ვართ შეუმდგარი ქვეყანა. გახსოვთ,რა გაუკეთეს ბარსას ფანებმა თავის გუნდს,აინტრახტის ფანებით იყო გავსებული კამნოუ,ხოდა მათ არ უყვართ თავისი გუნდი გგონიათ? მესის გაგდება და უამრავი არაკომპეტენტური მოქმედება არ გაუტარეს. ბარსელონა იმ ხალხისთვის ნაკრებია ფაქტიურად,როგორც ჩვენთვის იყო დინამო,ხოდა ეს გააკეთეს და ნებისყოფა ეყოთ. ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი ასე გააპროტესტებდა ამ ამბავს,თუმცა თავმოყვარეობა რა ხილია ვიცით ქართველებმა? სუფრაზე ჩვენი წინაპრებით ვამაყობთ,თუმცა პლეხანოვზე არაბი კაცები ქართველ გოგონებს ათახსრებენ,ყველას კიდია ეს ამბავი.აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვახია რუსეთმა და მაინც რუსი უყვართ.მაკედონიასთან ხალხი არ შეუშვეს და აჯარიმეს მამაპაპურად,ხალხი მაინც მიდის სტადიონზე,ხოდა ეს თავმოყვარეობაა თუ... ხანდახან რადიკალური გადაწყვეტილებები არის საჭირო,რათა შედეგს მიაღწიო. შედეგი რა არის,ევროპაზე გასვლა? არა ბატონებო,ეს არის გზა იმ შედეგის მიღწევის,რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და ევროპული აზროვნების ქვეყანა. ახლა გამოჩნდება ვართ კი ღირსნი ევროკავშირში და რამდენად ახლოს ვართ მათ ფასეულობებთან. ევროპა ბევრი სახურე და ეშმაკთან მიმსგავსება კი არ არის,წესების პატივისცემა და პასუხისმგებლობა.
ადამიანი
ფაქტია
მამუკა
ფედერაციის ტროლ-ბოტების გააქტიურება ყველა სოცქსელში.
ბანკირი
ლევანი 1-ს! მე მაქვს ფაქტები! შენ გაგაცნო?
საქართველო
არაფერი არ იქნებოდა,რადგან არავის არ გადაჰყვება შესარჩევიდან ბარათი ერთა ლიგაზე,მხოლოდ წითელი ბარათი ან 3 ყვითელი თუ ვინმეს ჰქონდა ის ტოვებს ერთა ლიგის ნახევარფინალს, ცოტა აბდაუბდა წესი კი არის,მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად ამ შესარჩევზე დაამტკიცა ეს წესი უეფამ,არადა წინა ერთა ლიგის და შესარჩევის დროს ესე არ იყო, მოკლედ არა მხოლოდ ჩვენ ფედერაციაში,არამედ ფიფასა და უეფაშიც საკმაოდ ხშირად იყრიან მახათს
ლევანი 1
გაქვთ ფაქტები, რომ ფედერაცია სხვის თანხებს ითვისებს? თუ არ გაქვთ და, მდაბიური ობოვატელური მოსაზრებებით ამტკიცებთ ამას, არაკაცობა ჰქვია ამ ქმედებას.
ლევანი 1
ბოლო თამაშებში, თვალში მეცა ხვიჩას, ხშირად არამოტივირებულოი ან გადაჭარებული პრეტენზიები მსაჯების და სხვა მოთამაშეების მიმართ. სამწუხაროდ, შედეგად, დაააზარალა გუნდი.
sani
ეს ცოტა აზრზე მოვიდეს ფედერაციისკენ თითის გაშვერა არ არის მისთვის კარგი.ბურთი აიღოს ეგ არის მისი საქმე,ნუ ეჭიდები მძიმე ტვირთს…
KANT
რა თქმა უნდა დასანანია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლუქსემბურგის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მაგრამ 21 მარტის თამაშისას რომ მიეღო ყვითელი და ფინალში გასვლის შემთხვევაში 26 მარტის შეხვედრა გამოეტოვებინა, ალბათ ეს უფრო კატასტროფის ტოლფასი იქნება.
რატი
1. ხვიჩას გარდა კიდევ ორ წამყვან ფეხბურთელს მსგავსი რისკი ჰქონდა, არცერთი არ გაუფრთხილებიათ! 2. მართალია, ხვიჩას მწვრთნელებისგან დარიგება სჭირდება, რომ ნერვები მოთოკოს, მაგრამ ვისაც არ ეზარება, ფეხებში რომ გირტყამს და მსაჯობაც ირიბად უფრო ძლიერი ქვეყნის და ნაკრებისკენაა, ძალიან ძნელია თავშეკავება. ამიტომ simartle ხარ თუ ჭეშმარიტება, ფედერაციის ნაძირლობიდან ისრების გადატანას თავი დაანებე და ბოლო-ბოლო ამ მავნებლებს პასუხი მოთხოვე (ვინც მოითხოვს, გვერდით დაუდექი), სხვაგვარად სიცრუე და ტროლი იქნები!
inviz9
როდრიგესს აქვე თურქეთში-სივასსპორში უთამაშია კიბი გერმანიაში აღარ მოგიწევს "კასტალომის" ძებნა-აქვე თურქეთში და უფრო იაფად გამოხვალ კიდეც :)
simartle
დასანანი ის არის რომ კვარაცხელია, რომელსაც რუბინის პერიოდიდან ვადევნებ თვალს და მატჩია არ გაიცდენია, თვითონ უნდა ხვდებოდეს რომ მსაჯებთან კამათს აზრი არ აქვს. თავისივე ბრალია რომ ყვითელი აიკიდა. არის მოედანზე კაპიტანი და მან უნდა იქონიოს მსაჯთან საუბარი თუ რამე საკამათოა. ეს არი კანონი ფეხბურთში. ამას არავინ აქცევს ყუდრადღებას და ყველა ეძებნს რომ ვინმეს ხელი შეახოცონ კვარას შეცდომის გამო. ის ადამიანი რომელიც გუნდის მენეჯერია თუ რაპოზიციაც უკავია, მოედანზე არ არის და მის გამო არ მიიღო ხვიჩამ ყვითელი. ისე მოიქცა კვარა რომ ძალით მიაცემინა ყვითელი მსაჯს. არც ერთ სპორტში მსაჯთან კამათი შეურაცყოგფა, და ბილწსიტყვაობა არ გადის და არ არის გამართლებული. კი ფედერაცია პოლიტიკურ ჭაობშია როგორც რაგბის ფედერაცია და კალათბურთისაც, მაგრამ ფეხბურთელმა უნდა იცოდეს თვითონ მოედანზე არის ფეხბურთის სთამაშოდ გასული და არა ხელების გასაშლელად და მსაჯთან საკამათოდ. ყველა შეცდომას დიდი ფასი აქვს. ფედერაციას კიდევ იმას მივუთითებდი რომ ფეხბურთელებს მაინც ისენი ირჩევენ სანაკრებოდ და არა მგონია სანიოლი. შეეშვით უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახებას, რომელნიც ფორმაში არ არიან, ბურთს ვერ იჭერენ, დაღოღავენ მოედანზე და მეორე ტაიმშუ სულს ღაფავენ. არიან ახალგაზრდები რომელნიც ნაკრებში მოთამაშეებზე უკეთესად თამაშობენ, ტექნიკურადაც და წლოვანებას 15 წლის არიან თუ 16-ს მნიშვნელობა არ აქვს. ამჟავებენ და ხურმას აკეთებენ მოთამაშეებისგან სანამ შასს მისცემენ. აგერ იამინი 16 წლის ბარსელოაში და ნაკრებში თამაშობს და კიდევ ბევრი მაგლითია მისნაერი, არ არის საჭირო რომ ფეხბუღთელი 20 წელს იყოს გადაცილებული რომ ნაკრებში მიეცეს შანსს. შეეშვას ფედერაცია მაქინატორობას, გუნდებისთვის გადარიცხული ფული შეჭამეს, ნამცეცებს გადაუგდებენ ... და კვარს შეცდომის გამო ვიღაც სხვას ჯვარზე აცვამენ.
suxumchanin
გიორგი ძალიან დიდ პატივს გცემ შენი შრომისმოყვარეობის, ნიჭის და რეაქციის გამო, მაგრამ ნაკრების მეკარე გამოსვლაზე რიმ ვერ თამაშობ დიდი სირცხვილია. ესპანეთს და სხვა გუნდებსაც უკვე დამუღამებული აქვთ შენი სისუსტე და სულ საჯარიმოში ჩაწოდებით გადიოდნენ იოლს. ორჯერ-სამჯერ რომ მოხსნა ეგრევე შეწყვიტავენ მოწინააღმდეგები ჩაწოდებას და ბედოვლათ მცველებსაც იმდენი გასაჭირი არ ექნებათ. მე გამიგია რომ მეკარეებს ამისთვის ფრენბურთში ავარჯიშებენ და დროულაფ აღმოფხვერი ეგ ნაკლი, თორემ ნაკრების დონის არ იქნები
inviz9
რომელიღაც კომენტარში წავიკითხე, ამათ აზერებზე უნდოდათ თამაშის მიყიდვაო, მაგრამ ლუქსემბურგი შეგვხვდა და რა უნდა გამოართვანო ვინც არ იცით იმათთვის ვწერ-ლუქსემბურგი პატარა მაგრამ უმდიდრესი ქვეყანაა, საქართველოს ბანკებში რაც სესხად ფული შემოდის იმის 50%-ზე მეტი ლუქქსემბურგიდანაა ნასესხები და მერე ბანკები თქვენ გაძლევენ იმ ფულს სესხად, რა თქმა უნდა უფრო ძვირად ხოდა ვინც ლუქსემბურგს ძველი შედეგებით აფასებთ გადახედეთ ბოლო წლების მაგათ თამაშებს და ეგრე ჰაიჰარად ვეღარ იტყვით მაგათაც თუ ვერ მოვუგეთ ევროზე რა გვინდაო მოკლედ ლუქსემბურგმა იმიტომ განიცადა პროგრესი რომ ფეხბურთში იქ ფული იდება და ფედერაცია სწორად მუშაობს. ჩვენთან კი ფედერაცია პირიქით კლუბებს ფულს უჭამს, თანაც უეფადან გადმორიცხულ ფულს-ვითომ საქართველოს ბიუჯეტის თანხები არ ყოფნით ვერ გაძღნენ ჰოდა ახლა ამ სიტუაციიდან ერთი გამოსავალი ღა გაქვთ. რადგან ხვიჩა ვერ ითამაშებს, მაშინ ძალები მაინც უნდა გაათანაბროდ გუნდების და ვერც როდრიგესმა ვერ უნდა ითამაშოს ლუქსემბურგის მხრიდან. როგორ მიაღწევთ ამას თქვენთვის მომინდია ბანდავ-ფული ბლომად გაქვთ თქვენიც და სხვისიც, დროც თამაშამდე 4 თვეა დარჩენილი და გინდა ისეთი ტრავმა მიიღოს გინდა კოვიდი აიკიდოს და გინდა კუჭი აეშალოს რომ აქ ვერ ითამაშოს. ყიდვით პირადად მაგას სავარუდოდ ვერ იყიდით (თქვენგან განსხვავებით ალბათ მეტად პატრიოტია)-აი ვინმე "კასტალომი" მოძებნეთ გერმანიის ჩე,პიონატში, რომ თამაშამდე ეღტი კვირით ადრე ფეხი მოტეხოს-იმედია კობის ეგ ნაცნობობა მაინც შერჩა გერმანიაში ეგ მაინც რომ გაახერხოს :) გამოსავალიც გიპოვეთ მეტი რა ვქნა!!1 :) ვაი ჩვენს პატრონს რა დღეში ვართ :(
ტექსტის ავტორი ვინაა?))
გიორგი, ტექსტი ყველას მუჯირმა გამოგიგზავნათ თუ ხიზანამ?))) და ფედერაციასთან პრეტენზიები რა თქმა ყნდა არა გაქვთ, ხომ?)))
დავით 67
მე რასაც ვაკვირდები. საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტ მატჩში თამაში უჭირთ, ეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უსმევს ხაზს. როცა უკვე აზრს კარგავს თამაში, მაშინ უფრო ლაღად თამაშობენ. შეცდომებით,მაგრამ უფრო თავისუფლად. ამიტომ არ მაქვს იმედი რომ ლუქსემბურგს მოუგებენ. თუ პენალტებამდე მივიდა საქმე, მაშინ ხომ 100იან წაგებულები ვართ. მამარდა პენლებში ვერ არის ძლიერი ისედაც
გიორგი
ფეხბურთელები ცხადია ერთად უნდა იყვეთ, და გულშემატკივარიცთქვენთან ერტად იქნება ლუქსემბურგთან, მაგრამ ვინც პირდაპირი სამოხელეო უპასუხიმგებლობით და დანაშაულით ამ დღეში ყველანი ჩაგვადგო იმასთან ერთი გუნდის წევრობა ან მასთან ერთიანობა რატომ გინდა? კიდევ რომ ამავე დღეში ჩაგვაგდოს? გიორგი, შენს საქმეში ძლიერი ხარ და 21 მარტს წარმატებას გისურვებ დანარჩენ ბიჭებთან ერთად.
inviz9
ამ წამს დამთავრდა წილისყრა. თუ ლუქსემბურგს მოვუგებთ ფინალი ისევ თბილისში იქნება. ვაი კობიაშვილო ფინალში რომ ვერ გავიდეთ მართლა მოგიწევთ აქედან აბარგება თქვენი ბანდიანად წერა კითხვის უცოდინარი და ვილიც ესწრებოდნენ წილისყრას, მაგრამ სიხარული მათ სახეზე არ დატყობიათ !!! ესეიგი თვითონაც არა აქვთ ფინალში გასვლის იმედი?
llcl
გიორგობას გილოცავ გიორგი! მისი ძალა და მადლი გფარავდეს და წარმატებებით გატაროს! ყველა თქვენს გვერდით ვართ და თქვენც იყავით ჩვენს გვერდით, შენ ყველაფერს ჩემო გიო შენი თავდაუზოგავი შრომით მიაღწიე და არ შეგშვენის მუქთაღორების "გაპრავება", ჩემი და ჩემნაირების მძიმე შრომით მოპოვებულს თქლიფავს ეგ ბანდა. ნაკრების ისტორიაში 2 კაცმა დაიმსახურა ჩემი მართლაც დიდი სიყვარული, ქეცბამ და ჯაბამ, იმედია თქვენი თაობა გაცილებით უფრო შეგვაყვარებს თავს, ამიტომ აღარ გინდათ ეს ტექსტები, ნუ გვაღიზიანებთ! ღმერთმა მისცეს წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
inviz9
დღეს გიორგობაა და გილოცავ, მაგრამ მაგ მაამებლობას გირჩევნია კარიდან გამოსვლებზე თამაში ისწავლო. ისე არც ხაზზე ხარ გადამრიე-როგორც გაქებენ, მაკ ტომინეიმ ორი ტყუპისცალივით ბურთი გაგიტანათ ერთი შოტლანდიაში მარცხნიდან და მეორე თბილისში მარჯვნიდან-მხოლოდ სულელები ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზეო, ხომ გაგიგია-ეგ გამოთქმა შენც და ფედერაციასაც ერთნაირად გეხებათ
Gia
Erti ar gasulxart evropaze mere naxet reebi datrialdeba.tqven xoar goniat xalxi gapatiebt kide 4wlian lodins.ertiani gundi mindorze iyavit da imushavet naklovanebebze.shen kide pirveli burti kiar unda moishoro pasi gaakete.avtografebistvis kiar finansdeba tqveni frenebi. Xalxs uchirs da tqvens sanaxavad mainc dadian, zogi nasesxebi fulit chamodis raionidan da saqmes mixedet!!!
ბექა.
გიორგი კაციტაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს და პასუხი მკაცრად აგოს თუ არადა ფედერაცია გადაყვება ამ ამბავს
ვატა
ჰმმმ)) ერთხელ, ძველი უბნელი შემხვდა, ქუჩის ბიჭი ვარო, ასე იძახდა ადრე))მერე,ოცნების აქტივისტი გახდა და დროშებით დაბრბოდა. ბოლოს ფეხბურთის ფედერაციაში დაასაქმეს.ის პერიოდია, ოლიმპის სტადიონზე დავა რო მიდის, ხო და, ამ ჩემს ყოფილ უბნელს, შეხვედრის დროს ვკითხე, რახდება ოლიმპიზე თქო? ამან კიდე, მე სულ მკიდიავო!!)) რა პონტში მეთქი? მაგათთან წლის ბოლომდე ვარ , მე თავიდანვე კალათბურთის ფედერაცია მინდოდაო)))))
Givi
რა უბედურება გჭირთ ამ სპორტულ საიტებს, ყველგან ერთიდაიგივე ასე უნდა წეროთ ეხლა 21 მარტამდე???? დღეს რომ ერთა ლიგის კენჭისყრაა რატომ არაფერს წერთ არ იცით ყვითელი ბარათებივით???
Lobotka
ნაკრების ავტობუსი მართლა დალომბარდებული იყო და გაუყიდეს?
რუსთავი
სუფთა ქოცური კომენტარი! მადლობა რატომ უნდა თქვას, საუკეთესო რომ არის და ეკუთვნის გამოძახება? თუ ,,საძმოს,, უთხრას მადლობა გვერდში რომ იყენებენ!
Skeleton
მარტო მამარდაშვილი? ინსტაგრამი ვისაც გაქვთ, ზუსტად იგივე ტექსტი დააკოპირეს სთორიზე, კაკაბაძემ, კაშიამ, ჩაკვეტაძემ და საერთოდ ყველა ფეხბურთელმა, კვარას გარდა ჯერ ჯერობით მაგრამ არამგონია კვარამ რამე განსხვავებული დაწეროს. გულშემატკივარი ვყოფილვართ ჩასაფრებული, ამ ყველაფერს რომ ვაპროტესტებთ, თორე ისე გუნდი ერთიანია, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ რამდენიმე ჩასაფრებული და ბოროტი ადამიანი ხელს ვუშლით ამ ერთიანობას❤️ ნეტა საერთოდ წარმოდგენა ჰქონეს ნაკრების ფეხბურთელებს რამხელა სიყვარული და პატივისცემა მაქვს მათ მიმართ. ჩემნაირი გულშემატკივარი ასეთ დროს თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. თუ მე არასდროს ვტოვებ მარტო ჩემს ნაკრებს და მთელი გულით, უანგაროდ ვგულშემატკივრობ, მათგან რატომ უნდა მოდიოდეს ის რეაქცია, რომ თითქოს მე ჩასაფრებული ვარ, რადგან მარტის თამაშებიდან კვარას უაზრო გამოთიშვას ვაპროტესტებ. დიდად არ ადარდებთ გულშემატკივარი ფედერაციაში. კობიაშვილმა მოგვამადლა სად 2015ში რომ იყო ქართული ფეხბურთი და სად ახლაოო. ხო 2015 ში კვარა არ იყო და სერია ა ს საუკეთესო ფეხბურთელი არავინ გამხდარა, არც თამაშის ხარისხი აუწევია ვინმეს და არც ამდენი გოლი გაუტანია. რა გაკეთდა გარდა იმისა, რომ კვარა გვყავს და კვარას არსებობას თავის თავს რატომ აწერენ არვიცი.
მკითხველი
ფედერაციის ბრალია და კონტროლი მეტი უნდა ქონდეთ უფროსობას უნცროსობაზე რომ აღარ გამეორდეს ანალოგიური
!!
რა უნდა ამ რასისტ მამარდაშვილს? ფედერაციისკენ როგორ იშვერს თითს?მადლობა თქვას საერთოდ რომ იძახებენ ნაკრებში,გამოდის და ფედერაციაზე იძახის შეცდომა დაუშვესო
DON
რატო ბლოკავთ ბლდ?!
gogi
რა უბედურებაა ეს ერთ თარგზე მოჭრილი განცხადებები? ყველას უცბად ერთიანობა გაახსენდათ შემთხვევით? ყოჩაღ ფედერაციას კარგად მუშაობენ როცა ჭირდებათ...
DON
როგორ გამოასწორებთ მამარდ?ან ვიღაც გნიდების შეცდომებს თქვენ რატომ ასწორებთ?!ასწორებს?))გიო არ გინდა მაგათი გაპრავება!! და თავს არ ზოგავდით ახლაც და რა??? გავედით ჯგუფიდან?
გოჩა
მამარდა მაგის არ შეგეშინდეთ,სტადიონზე ხალხიც მივა და გადაივსება კიდევაც.მხარდაჭერაც უზომო იქნება.ერთი თხოვნა მაქვს:(ზოგ-ზოგიერთმა კოლმეურნეობის თავჯდომარემ გვარს არ დავასახელებ აღმოაჩინა ჩასაფრებულთა კასტა)გავაკეთოთ ასე:თამაშის მსვლელობისას დიქტორმა გამოაცხადოს,რომ თამაშს ესწრება სფფ-ს წარმომადგენლები.გულშემატკივართა რეაქციაზე იმედია მიხვდებიან ეგ ცალტვინები,რომ მთელი სტადიონი არ შეიძლება იყოს ჩასაფრებული და მაგენი მართალი
მწვრთნელი
შეიძლება ეგ მაგრეც იყოს გიორგი, მაგრამ ფედერაციის უნამუსობას თქვენ ვერ უშველით! დღეს არა და ხვალ მაინც გაიმეორებენ ისევ იმას რასაც იმეორებდნენ მანამდეც! მაგათი საშველი არ იქნება! სამუდამოდ უნდათ მაგ სავარძლებში ყოფნა, თან ისე, რომ პასუხი არავინ არაფერზე არ მოსთხოვოს და როგორც ბრეჟნევს უკრავდნენ ტაშს ისე უნდათ მაგათაც, რომ დაუკრან და არავინ არ შეეპასუხოს! არავითარი გამჭვირვალობა მაგათ საქმიანობაში არ იხედება!
მაო
გაიხარე,გიორგი!იმედიანად და შემართებით,თავდაუზოგავი შრომითა და მოყვასის სოყვარულით ყველაფერი მიღწევადია!!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია
"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ