ნაკრების თავკაცმა გიორგი ვაზაგაშვილმა კიევში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა გააცხადა
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა დაასახელა 11-14 აგვისტოს კიევში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა:

ზვიად ხუბულური, გიორგი კაციაშვილი (ორივე - 50), ივანე მამისაშვილი, გიგა აფაქიძე (ორივე - 55), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი გოგოლაშვილი (ორივე - 60), აპოლონ ზურაბიანი, გიორგი მუზაშვილი (ორივე - 66), ბექა დონღვანი, ლევან გუგავა (ორივე - 73), ბექა ღვინიაშვილი, ჯაბა კაპანაძე (ორივე - 81), შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 90), გიორგი ლაზუაშვილი, ზაზა ხუბულური (ორივე - +90).

ეს ლამის იგივე გუნდია, რომელმაც ივნისში მალტურ კოტონერაზე ევროპის პირველობაზე იასპარეზა, უმეტესობა კი წინა კვირას ტრაბზონშიც გამოვიდა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ახლანდელი წევრებიდან მალტაში მხოლოდ ხუთს არ უჭიდავია - აფაქიძეს, გოგოლაშვილს, კაპანაძეს და ზაზა ხუბულურს. ამ ბიჭებიდან ჯერჯერობით ყველაზე უკეთეს სეზონს ღვინიაშვილი ატარებს - მალტაშიც ჩემპიონი გახდა და ტრაბზონშიც. მამისაშვილი ევროპაზე ჩემპიონი გახდა, თურქეთში კი ბრინჯაო მოიპოვა. ლაზუაშვილმა და კირაკოზაშვილმა მალტაში ვერცხლი, ტრაბზონში კი ბრინჯაო ირგუნეს, გუგავა ორივეგან მესამეზე გავიდა, ჩოჩელი ევროპაზე მეორე იყო, თუშიშვილი - მესამე.

გუნდი კიევში 9 აგვისტოს გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა