მომავალი წლის 2-7 ივლისს გაიმართება ოლიმპიადის საკალათბურთო საკვალიფიკაციო ტურნირის შესარჩევი ტური, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ფიბამ მონაწილე გუნდები კალათებად დაყო. ჩვენი ეროვნული გუნდი მეოთხე კალათაში მოხვდა:

1 კალათა: სლოვენია, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი.

2 კალათა: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრაზილია.

3 კალათა: პუერტო-რიკო, მონტენეგრო, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი.

4 კალათა: საქართველო, მექსიკა, ახალი ზელანდია. ლიბანი.

5 კალათა: კოტ დ'ივუარი, ანგოლა, ხორვატია, ფილიპინები.

6 კალათა: ეგვიპტე, ბაჰამის კუნძულები, კამერუნი, ბაჰრეინი.

წინასწარ ცნობილია, რომ ერთმანეთთან ჯგუფში მოხვდება მხოლოდ 1, 4 და 5 კალათების გუნდები. ასევე დაჯგუფდებიან 2, 3 და 6 კალათების ნაკრებები. კიდევ ერთი ნიუანსი: ერთ ჯგუფში (ყველა სამგუნდიანია), ერთი კონტინენტის მხოლოდ ორი გუნდი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ვერ მოხვდება ხორვატია, რადგან პირველ კალათშიც მხოლოდ ევროპული გუნდებია.

წილისყრა 27 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ მიესში, ფიბას პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში გაიმართება, რომლის შედეგადაც გავიგებთ, ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და სად ჩატარდება თამაშები.

წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.

წილისყრას გაუძღვება წარსულში NBA-ს ცნობილი კალათბურთელი ლუოლ დენგი, რომელიც ამჟამად სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

პარიზის ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთი სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).

GBF

ნიკა
მაგ კომენტარში მიშარიზმი უფრო ჩანს ვიდრე რაიმე ლოგიკური აზრი
Lasha
წარმატებები ბიჭებს
ვაჟა მასწავლებელი
მწვრთნელის გვარია არჩანდაშვილი!
დათო
არანაირი შანსი არ გვაქვს. კალათბურთის ფედერაციაშიდაც სანიკიძის თავკაცობით ისეთივე იდიოტები სხედან, როგორც ფეხბურთის ფედერაციაში კობიაშვილის თავკაცობით.
ადამიანი
დღეს დღეობით არანაირი შანსი არ გვაქვს..შეიძლება მეორეზეც ვერ გავიდეთ. თუ შეცვლილა რამეს სასიკეთოდ ვნახოთ მერე. ასეთი მიდგომით რაც დღეს ხდება კალათბურთში ვერ გავფრინდებით
სიმართლე
სანიკიძევ და ფედერაციავ, გაატოკეთ ერთი ადგილი, ფიბას ფორუმებზე სიარული რომ გახსოვთ მხოლოდ! დროულად შეურჩიეთ/მოუყვანეთ ნაკრებს საჭირო ლეგიონერი და მთავარი მწვრთნელი, თორემ მერე გვიან იქნება
ჰაჰა
საქართველოს ნაკრების ტრენერი რა გვარია?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს