გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა "სპორტის და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშემწყობ რეზოლუციას," რომელიც ცხრა პუნქტისგან შედგება. მათ შორის უმთავრესია ოლიმპიურ თამაშებამდე შვიდი დღით ადრე და პარალიმპური თამაშების დასრულებიდან შვიდი დღის შემდეგ ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოწოდება.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს რუსეთმა და სირიამ, ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ კი მის მიღებას მხარი დაუჭირა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პერიოდში ოლიმპიურ ზავზე მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი სამშვიდობო დოკუმენტია. მას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და ათლეტების შესაძლო დისკრიმინაციაზე ალაპარაკდნენ.

"მოხარული და მადლობელი ვარ, რომ ოლიმპიური ზავის რეზოლუციას ასეთი მხარდაჭერია ჰქონდა - მხოლოდ ორმა ქვეყანამ შეიკავა თავი. ამასთან დაკავშირებით განმარტებები მოვისმინეთ. ეს დოკუმენტი არავითარ შემთხვევაში არ არის სპორტსმენთა დისკრიმინაცია, არამედ ოლიმპიური ქარტიის წესების დაცვაა, - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა, - მსოფლიოს გაერთიანება შეგვიძლია მხოლოდ მშვიდობიან პაექრობაში, თუკი ერთმანეთს არ დაგვაშორებენ პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული ან სხვა განსხვავებული ინტერესები. ამიტომაც, რეზოლუციის მიღებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო.

თითოეულ სპორტსმენს, რომელმაც სათამაშო მოედანზე გაიარა კვალიფიკაცია და დაიცვა ოლიმპიური ქარტიის წესები, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს."

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

გიორგი
რუსეთის აღდგენის სიმღერაა. რაც მეტად შეუძვრებით, მით მეტად არ აგცდებათ კაზაკისა.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"