გაუ-სთან თსუ-ს დამარცხებიდან მალევე მიმდინარე სუპერლიგის არანაკლებ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. 4 მოგებისა და ერთადერთი წაგების მქონე "ქუთაისი 2010" გორში დამარცხდა. "ივერიონი" სუპერლიგის დებიუტანტია, რომელიც 4 თამაშიდან ერთადერთი მოგებით ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ცხრილის თავსა და ბოლოში მყოფი გუნდების მატჩი აუტსაიდერმა მოიგო. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა შიდაქართლურმა გუნდმა კოტე ტუღუშის "ქუთაისს" 101:94 მოუგო.

გორის გუნდმა ფანტასტიკური პირველი ნახევარი ჩაატარა. საწყისი პერიოდის 26:15 მოგების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ უფრო უმატეს შედეგიანობას და მეორე ათწუთეულში უპირატესობა 23-ამდე გაზარდეს – 57:34. ქუთაისელები რთული რეალობის წინაშე დადგნენ, თუმცა თამაშის განახლებისთანავე ვითარების გამოსწორებას შეუდგნენ.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე პერიოდი მოიგო და ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირა. სტუმრებმა განაგრძეს შედეგიანი თამაში, მაგრამ გორელები იმიტომ იმსახურებდნენ გამარჯვებას, რომ ქუთაისელთა მიძალებას ბოლომდე გაუძლეს. აღსანიშნავია შიდაქართლელთა ამერიკელი ლეგიონერის, კუენტინ ჰარდრიქტის გარჯა, რომელმაც 14 შედეგიანი გადაცემით მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დააფიქსირა. იგი გახდა ბომბარდირიც, 22 ქულა მიითვალა და გორელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თამაში რომ გაგრძელებულიყო, ქუთაისი მოახერხებდა დაწინაურებას, თუმცა რეალურად რა მოხდებოდა, არავინ იცის. თამაშის გადასარჩენად მომართულ ქუთაისელებს საფინალო სირენამ მოუსწრო, რაც დებიუტანტი ივერიონის მეორე გამარჯვების მაუწყებელი იყო.

ჰარდრიკის კვალზე 17-17 ქულით მეთ ნორმანი და რიკარდო ლინჩი გამოირჩნენ. 12 ქულითა და 6 პასით დაასრულა შეხვედრა გივი ბაქრაძემ. ქუთაისში 21 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. 21 ქულა ჰქონდა დეტრიკ ბრაუნინგს, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 16 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

ამ გამარჯვებით გორმა ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია, თუმცა 2 მოგებით კავკასიას, რაშს, მარგვეთს და ორბს გაუთანაბრდა.

GBF

იიკო
ეს საქართველოს პირველობაა თუ პატარა NBA?
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა