"ნაპოლის" მორიგი მატჩი მრვალმხვრივი ყურადღების ქვეშ იყო - მწვრთნელის შეცვლა, კრიზისში მყოფი გუნდი და მოახლოებული რთული შეხვედრები. "ატალანტასთან" სტუმრად (2:1) გამარჯვებამ სათქმელიც ბევრი დააგროვა...

ვალტერ მაცარიმ დასახულო ამოცანა წარმატებით გადაჭრა და მისთვის ახლა ეს მთავარი იყო, თუმცა თუკი მწვრთნელსა და გუნდს მეტი სურთ, ამისთვის ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს, მათ შორის როგორც წინამორბედის, ასევე სპალეტის დროის მხრიდან. ჯერჯერობით რაც გამოჩნდა, "ნაპოლის" დამრიგებელი იმის დამტკიცებას აპირებს, რომ გუნდში ბოლოს მთავარი პრობლემა მწვრთნელი იყო, შესაბამისად ის ფაქტობრივად, იმავე ტატქიკური სქემით აპირებს ახლო წარსულის დიდებას დაუნრუნდეს. რა თქმა უნდა, ერთი მატჩი ყველაფერს ვერ გვეტყვის, მაგრამ თუკი მაცარის თავისი საყვარელი სქემის შემოტანა სურდა, როგორც იტყვიან, ამისთვის ალჩუ დაუჯდა. რას ვგულისხმობთ? - მატიას ოლივერას ტრავმის შემდეგ, გუნდი ნომინალური მარცხენაფლანგელის გარეშე დარჩა და ამ პოზიციაზე აპლუით ცენტრში მოთამაშე ჟესუსი ვნახეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი ფრთიდან შეტევაში დამხმარე, სივრცეების განმათავისუფლებელი არ ჰყავდა, ამავდროულად კი ქართველს დაცვაშიც აქტიური მუშაობა უწევდა. არაოფიციალურად ისე გამოვიდა, ნეპაოლელები 3 ცენტრალურო მცველით ასპარეზობდნენ, "კვარა" კი მთელ ფლანგს აკონტროლებდა. უკვე ვიცით, რომ ყველაფერი ეს ქართველს შეტევაში გარკვეულ უნარებს ართმევს.

თუკი ამპლუის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ვილი სანიოლის მოწადინებით, კვარაცხელია როგორც ფორვარდი ვნახეთ - ძალიან ცივსისხლიანიც და შედეგიანიც. უნდა ვაღიაროთ, თავიდან ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად ვუყურებდით. ხვიჩამ ფორვარდის უნარები ამ შეხვედრაშიც გამოაჩინა, საჯარიმოში კარგად შევიდა, პოზოცია სწორად შეარჩია და გაიტანა. სულ ცოტა ხნის წინ აღვნიშნავდით, რომ ხვიჩას გადამწყვეტი დარტყმების შესრულება რამდენიმე შეხვედრაში გაუჭირდა, მაგრამ ობიექტურად რომ გავაანალიზოთ, მთელი მატჩის განმავლობაში არაფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე გარემარბს, რომელიც ბევრ ენერგიას ხარჯავს, "ენდშპილში" გადამწყვეტი დარტყმისთვის იქნებ ძალებიც არ ყოფნიდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც კი იყო, მოედანზე ოსიმენის გამოჩენამდე ჩვენებურს რატომ არ მიეცა საშუალება, მეტოქის საჯარიმოში ყველაზე შორს ემოქმედა. იგრძნობოდა, ახალი მწვრთნელი 77-ე ნომრის მნიშვნელობას ზუსტად იაზრებს და ბევრს აკეთებს იმისთვის, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბუთელს ყველა პირობა შეუქმნას, რათა მან მეტი სივრცე იპოვოს, ნაევარდაცვა შესაბამისად აათამაშოს (რაც მატჩის ძირითად ნაწილში პრობლემური იყო), თუმცა ამ მხვრივ კიდევ უფრო მეტის რესურსი არსებობს...

ბოლო მოვლენების შემდეგ, მსაჯებთან თავშეკავებული კვარაცხელია ვნახეთ. ხვიჩას ფეხებში მართლაც ბევრი მოხვდა და ამას არბიტრებისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ქართველი გარემარბი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, თუმცა ყველა ასეთი უხეშობა საფრთხის შემცველია. ამავდროულად, "კვარა" მაქსიმალურად უნდა ერიდოს ზედმეტი ემოციურობის გამოვლენას.

ამ დროს, გაფრთხილების საშიშროებას რომ შევეშვათ, ის უბრალოდ არასასურველი ემერგიით იმიხტება. ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელოც საკუთარ თავზე მაქსიმალურად მუშაობს და მაქსიმალურად მაღალი მიზნების დაპყრობა განუძრახავს. ნეაპოლელთა გამარჯვების გოლში გამართლებამაც თავისი წვლილი შეიტანა, მათი ახალი მწვრთნელია საქმიანობის შესაფასებლად კი ბევრი დრო გვექნება - წინ ურთულესი მატჩებია!..

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
კვარაცხელია კონტეს ხელში მაინც ითამაშებს სხვა პოზიციაზე? - ტაქტიკის შეცვლას მაშინ ამაოდ ველოდით...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა