გუშინ ინდოეთში 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა დაიწყო, სადაც საქართველოდან ორი მონაწილე იბრძვის
ინდოეთში გუშინ დაიწყო 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა. გოგონებში მედლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის 69 წარმომადგენელი იბრძვის, მათგან ორი -საქართველოდან.

პირველ ტურში ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ნაზი პაიკიძემ (2416) სომეხი მარია გევორქიანი 33-ე სვლაზე დაამარცხა. წარმატებას მიაღწიეს სხვა ფავორიტებმაც: სოფია ედესი (სლოვაკეთი)-ანასტასია სავინა (რუსეთი) 0:1, დეიზი კორი (პერუ)-ბოდა ფრატიუშა (ინდოეთი) 1:0, კატერინა მიჩელი (ინდოეთი)-ოლგა გირია (რუსეთი) 0:1, როუთ რადმინი (ინდოეთი)-რობერტა ბრუნელო (იტალია) 1:0, აილენ მარტინესი (არგენტინა)-ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0:1, ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი)-სავედა (ინდოეთი) 1:0, ქეთი წაწალაშვილი სხვადასხვა მიზეზით გვიან გაფრინდა ინდოეთში და კენჭისყრისას უწყვილოდ დარჩა. მეორე ტურიდან კი უქულოდ ჩაებმება და დღეს არგეტინელ აილენ მარტინესს დაუპირისპირდება, ნაზი პაიკიძე შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ ულვია ფატალიევას შეხვდება. ასევე, ინტერესს იწვევს ანასტასია სავინა-კაროდ ფორესტიეს (საფრანგეთი), ნანდიჰაა (ინდოეთი)-დეიზი კორის, ოლგა გირიას-აისა იმეევას (რუსეთი), პონ კსიტიკას (ინდოეთი)-როუთ რადმინის, ირინა ბულმაგა-კარლა სერანო ჰერედია (ეკვადორი) ბალა კანამა (ინდოეთი)-ნარმინ კაზიმოვას ორთაბრძოლები.

რაც შეეხება ვაჟთა შეჯიბრებას, აქ პირველობისთვის 126 მოჭადრაკე იბრძვის. სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს. პირველ ტურში 45-მა მოჭადრაკემ გაიმარჯვა.

დღეს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს