ხვალ, 29 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "რეალი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ჟურნალისტებთან მატჩის წინ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ და განაპირა მცველმა დანიელ კარვახალმა ისაუბრეს.

ესპანელმა ფეხბურთელმა ქართველი გარემარბი შეაქო და განაცხადა, რომ "კვარას" სახით თამაში ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს.

"თავს კარგად ვგრძნობ, თავდაჯერებული ვარ და სრულად ხვალინდელ მატჩზე ვარ ორიენტირებული. "ნაპოლისთან" დაცვაში ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ, რადგან მათ ჰყავთ ისეთი შემტევი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, ის ნამდვილი გარემარბია და მეტოქისთვის უდიდესი ხიფათის შექმნა შეუძლია. შემთხვევითი არ არის, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების რიცხვი გაიზარდა, რადგან ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს. ყოველ სამ დღეში თამაში ურთულესია.

"ნაპოლი" მაღალი დონის გუნდია, მათ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ამიტომ ველოდებით, რომ მოედანზე უფრო დიდი მოტივაციითა და ენერგიით გამოვლენ. დარწმუნებული ვარ, ისინი გამარჯვებისთვის ითამაშებენ.

ანჩელოტის მომავალი? მწვრთნელის მომავალს შედეგები განსაზღვრავს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კონტრაქტს ხვალვე გავუხანგრძლივებდი", - განაცხადა კარვახალმა.

შეგახსენებთ, C ჯგუფში "რეალი" 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ნაპოლის", "პარტენოპეი" 7 ქულით მეორე ადგილზეა. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სოსო
ბესო,ხვიჩა ხათრიანი ბიჭია.თუ შენი პოსტი წაიკითხა,გულს არ დაგწყვეტს.მაგრამ წაიკითხავდა?
ქომაგი
ხოდა წაიყვანეთ რეალში და მანდ გეყოლებათ.
გიორგი
თავს ნუ იტყუებთ, ეგ არავის შეეძლო. დაფიქრდი, არგენტინელებზე და ბრაზიელელებზე ლაპარაკობ, არც ერთს არასდროს გაჭირვებია ისე რო ერთ ფეხბურთელეზე ყოფილიყვნვნენ დამოკიდებული, და რო ყოფილიყვნენ ვერაფერს მოიგებდნენ. პელე გარინჩასთან, ტოსტაოსთან, დიდისთან, რობერტოსთან, ... თამაშობდა, ყველა ვარსკვლავი იყო. იგივე ეხება მარადონას თანაგუნდელებს. ფაქტია, მარადონამ პირველსავე წელს ვერ გააჩემპიონა ნაპოლი. ნამეტანი ვშლით ხოლმე ფანტაზიების ფრთებს, უფრო გონიერია ზომიერება გამოივიჩინოთ და მიწაზე უფრო მყარად დავდგეთ ფეხებზე.
კიეზა
ეს ერთი თამაში არაფერს წყვეტს..არც ნაპოლია შარშანდეკ დონეზე..მაგრამ მთელი გულით მინდა ისე ითამაშოს კვარამ როგირ ჩვევია..ლაღად და ეგებ თავის დროზე რომ ერთ გენიოსს წამოუდგა ბერნაბეუ ფეხზე ისე წამოუდგეს თავის მომავალ ვარსკვლავს..მიდი კვარა ყვეკა ქართველი გაგვახარე
ბესო
რას ბრძანებთ ქალბატონო, ლაციოსთან თამაშის შემდეგ, ახლობლებთან კამათის დროს, გაბრაზებულ გულზე ნიძლავი დავდეთ 10 კაციან პურმარილზე - კვარამ 2 ბურთი ან მეტი უნდა გაიტანოს ( საგოლე პასიც მეთვლება )
მამუკა
კვარა კი ჰყავს ნაპოლის, მაგრამ სამწუხაროდ არ ჰყავს მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, ბელინგემი. პასი თუ არ მიიღო მარტომ ძნელია მთელი გუნდი მოატყუო და გაიტანო, ამას თავის საუკეთესო წლებში მხოლოდ ორი ადამიანი აკეთებდა, ერთი ცოცხალი აღარ არის, მეორე კიდევ დამსახურებულ პენსიაზე გავიდა
ნინი
მიდი კვარა! რეალს გაუტანე❤️
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"სევილიდან" "რეალში" კიდევ ერთი მცველი წავა? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"შენს მეძავ დედას მო***ვ" - ოპენდამ "რეალთან" მატჩის დროს კარვახალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"გასულ სეზონში ხვიჩას ოთხჯერ დავუპირისპირდი და ამის თქმა შემიძლია..." - კარვახალი კვარაცხელიას შესახებ
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
კარვახალი კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადება - "რეალის" მცველმა მატჩის წინ ქართველზე ისაუბრა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ვილამ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებენ
"რეალმა" კარვახალის ტრავმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა