ქართველი მებრძოლი ელენე ლოლაძე GAMMA World MMA Championships 2023-ზე იასპარეზებს. GAMMA გახლავთ შერეული საბრძოლო ხელოვნების გლობალური ასოციაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქვეყანას აერთიანებს.

SPORTALL.GE დაინტერესდა, თუ როგორ ემზადება ტურნირისთვის ელენე და მის სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ.

"GAMMA-ს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან ამ ტურნირის შემდეგ ვფიქრობ პროფესიონალური კარიერის დაწყებას და ჩემი აზრით, ამ ტურნირზე გამარჯვება დიდ წვლილს შეიტანს შემდგომ კარიერაში. გარდა ამისა, ეს არის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, სადაც როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს შეუძლიათ მონაწილეობა და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთ კონკურენციაში ვლინდება საუკეთესო.

რაც შეეხება ჩემს მომზადებას და მზადყოფნას ტურნირისთვის, ვთვლი, რომ ტექნიკურ და არანაირ ასპექტში არ მყავს კონკურენტი, თუმცა ეს გახლავთ ოლიმპიური სისტემის ტურნირი და წინასწარი პროგნოზის გაკეთება ურთულესია, რადგან გამარჯვებულის ბედი შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებ მომზადების პროცესში და საქართველოში აუცილებლად გამარჯვებული დავბრუნდები.

ეს წელი ჩემს კარიერაში საუკეთესოა. წელს წარმატებით ვიასპარეზე ათამდე საერთაშორისო ტურნირზე, სპორტის ხუთ სხვადასხვა სახეობაში. მათ შორის იყო ევროპული ოლიმპიური თამაშები და ჯიუ ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ტურნირი აუცილებლად უნდა გახდეს ჩემი ლამაზი წლის ლამაზი დასასრული", - განაცხადა ლოლაძემ.

აღნიშნული ტურნირი ტაილანდის ქალაქ ბანგკოკში დეკემბრის თვეში გაიმართება.

Ia
Warmatebebi ele, ♥️
ე
წარ.ატებები
ვახო...
უდიდესი წარმატებები ელენეს!
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს