აქ ყველაფერი მარტივადაა - დანიელებსა და იაპონელებს არც პარალელურად მიმდინარე მატჩიდან დასჭირდებათ ამბების გაგება და არც თამაშის დროს მოუწევთ გატანილ-გაშვებული ბურთებისა თუ სხვა დამატებითი მაჩვენებლების თვლა. ორივე გუნდის ამოცანა სრულიად მკაფიოა...

E ჯგუფი

24 ივნისი. რუსტენბურგი. როიალ ბაფოკენგი. 22:30

დანია-იაპონია

სავარაუდო შემადგენლობები

დანია: სორენსენი - იაკობსენი, კროლდრუპი, აგერი, ს. პოულსენი - კ. პოულსენი, იორგენსენი - რომედალი, კალენბერგი, გრონკიაერი - ბენდტნერი.

იაპონია: კავაშიმა - კომანო, ნაკაზავა, ტულიო, ნაგამოტო - ჰასებე, აბე, ენდო - მაცუი, ოკუბო - ჰონდა.

არბიტრი: ჯერომ დეიმონი (სამხ. აფრიკა)

აქ ყველაფერი მარტივადაა - დანიელებსა და იაპონელებს არც პარალელურად მიმდინარე მატჩიდან დასჭირდებათ ამბების გაგება და არც თამაშის დროს მოუწევთ გატანილ-გაშვებული ბურთებისა თუ სხვა დამატებითი მაჩვენებლების თვლა. ორივე გუნდის ამოცანა სრულიად მკაფიოა - იაპონიის ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნის, დანიას კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. რაღა თქმა უნდა, ამ გარემოებით აზიელები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ დანიელთა შანსებიც სოლიდურია, თუნდაც იმიტომ, რომ წინა ტურში კამერუნელებთან შესანიშნავად ითამაშეს და გამარჯვებისკენ საოცარი სწრაფვა გამოავლინეს. დღეს კი იაპონიას ფრე, შეგახსენებთ, იმიტომ ჰყოფნის, რომ დანიისგან განსხვავებით, ჰოლანდიასთან მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით წააგო.

დანიის ნაკრებს იაპონელთა წინააღმდეგ ცენტრალური მცველი სიმონ კიაერი დააკლდება, რომელმაც ორივე განვლილ შეხვედრაში ყვითელი ბარათები მიიღო. მის ადგილს, სავარაუდოდ, პერ კროლდრუპი დაიკავებს. ევროპელთა პრობლემები ამით არ ამოიწურება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დღეს ნიკლას ბენდტნერმა ვერ ითამაშოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ეს მოწინააღმდეგის თავგზის ასაბნევად მოფიქრებული ხრიკი იყოს. აზიელები კი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ.

"ჩვენს გუნდში ტრავმა რამდენიმე მოთამაშეს აწუხებს, მათ შორის ბენდტნერს. მისი იაპონიის წინააღმდეგ თამაში საეჭვოა. თუ მერვედფინალში გავედით, არც ისაა გამორიცხული, იგი ვერც იქ დაგვეხმაროს. ამის მიუხედავად, ფარ-ხმლის დაყრას არ ვაპირებთ, ჯგუფიდან გასვლის ძალაც შეგვწევს და უფრო მეტის მიღწევისაც", - აი, ამას აცხადებს დანიის ნაკრების თავკაცი და დღეს საღამოს შევიტყობთ, როგორია სინამდვილეში ახალგაზრდა არსენალელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ეჭვიც არ მეპარება, რომ ურთულესი მატჩი გველის. ჩვენი მთავარი ამოცანა დანიელთა ფორვარდის, ნიკლას ბენდტნერის შეჩერება იქნება და თუ ეს შევძელით, მერვედფინალში გასვლა აღარ გაგვიჭირდება. კარგ სანახაობას არ ველი, არა მგონია, ამ შეხვედრაში ბევრი გოლი გავიდეს, შესაძლოა, ყველაფერი ერთმა ბურთმა გადაწყვიტოს", - აცხადებს იაპონელთა მთავარი მწვრთნელი ტაკეში ოკადა.

ლევან ჯანეზაშვილი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა