საკალათბურთო ლიგის კომისარი დევიდ სტერნი პესიმისტურ განწყობას არ მალავს და აცხადებს, რომ შეიძლება მთელი სეზონი დაიკარგოს
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გუშინ ოკეანის გაღმიდან - როგორც იქნა, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ ეროვნული საკალათბურთო ლიგის კომისარი დევიდ სტერნი, პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი.

თითქოს სასიამოვნო ინფორმაციაა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ სამსაათიან შეხვედრას არანაირი შედეგი არ ჰქონია. აგვისტოში კიდევ არის დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ სტერნი პესიმისტურ განწყობას არ მალავს და აცხადებს, რომ შეიძლება მთელი სეზონი დაიკარგოს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარეების მოთხოვნები: მოთამაშეები ჯიუტად იმეორებენ, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების მეექვსე წლისთვის კალათბურთელთა საშუალო ხელფასი 7 მილიონ დოლარს უნდა შეადგენდეს, ლიგის ხელმძღვანელობა კი ითხოვს, რომ მოთამაშეთა ხელფასი არათუ უნდა გაიზარდოს, არამედ დღევანდელ მაჩვენებელზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. ასევე დაუშვებელი უნდა იყოს მდიდარი კლუბების მხრიდან მაქსიმალური სახელფასო ლიმიტის გადაჭარბება, რაც აქამდე ძალიან ხშირად ხდებოდა.

შეხვედრიდან გამოსული სტერნი მოღუშული და სიტყვაძუნწი იყო. მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე მან ასე უპასუხა: "ამასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა ვერ მექნება".

სამაგიეროდ, ლაპარაკის ხასიათზე იყო "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი მცველი დერეკ ფიშერი. მან აღიარა, რომ ამ მომენტისთვის ლიგას არ გააჩნია კონკრეტული წინადადება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

თუმცა ფიშერმა არ გამორიცხა, რომ აგვისტოში კიდევ რამდენიმე მსგავსი შეხვედრა გაიმართება: "გულახდილად ვამბობ - მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ შორს არის. მხარეების მოთხოვნები ძალიან განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, კარგად გვესმის, რომ შეხვედრების გარეშე ერთი ადგილიდან ვერ დავიძვრებით. ასე რომ, ამ თვეში მსგავსი მოლაპარაკებები კიდევ გაიმართება. იმედია, უფრო პროდუქტიულები ვიქნებით".

ეროვნულ საკალათბურთო ასოციციაში რეგულარული სეზონი პირველ ნოემბერს უნდა დაიწყოს, მაგრამ შეიძლება განმეორდეს 2004 წლის სიტუაცია, როცა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მთელი სეზონი გაუქმდა. "ჯერჯერობით შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს", - ამბობს პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი, თუმცა იქვე ამატებს, რომ მდგომარეობა შეიძლება ბოლო მომენტში შეიცვალოს და სეზონი გადარჩეს, როგორც ეს 1998 წელს მოხდა. მაშინ NBA-ში შემოკლებული ჩემპიონატი გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს