"მაკლარენს" პილოტები ლუის ჰემილტონი და ჯეისონ ბატონი "პომებს" თავიანთ ტექნიკურ ცოდნას გაუზიარებენ
ინგლისის ნაკრებმა ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის უკეთ მოსამზადებლად დახმარებისთვის ფორმულა 1-ის ერთ-ერთ წამყვან საჯინიბოს "მაკლარენს" მიმართა. პილოტები ლუის ჰემილტონი და ჯეისონ ბატონი "პომებს" თავიანთ ტექნიკურ ცოდნას გაუზიარებენ.

2003 წლის მსოფლიოს თასზე, რომლის გამარჯვებულიც ინგლისის ნაკრები გახდა, "პომების" მაშინდელი მწვრთნელის კლაივ ვუდვორდის ფილოსოფია მარტივი იყო. ყველაფერი გააკეთე ერთი პრიცენტით უკეთ, ვიდრე სხვა. ამ მსოფლიოს თასზე ინგლისელებმა პირველად მოირგეს მოტკეცილი კვართები და, ფაქტობრივად, მოდის კანონმდებლები გახდნენ.

მსოფლიოს თასის დაწყებამდე ინგლისის ნაკრებისა და "მაკლარენის" ტექნიკოსები მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის კომუნიკაციის დახვეწაზე იმუშავებენ. ასევე საინტერესო იქნება ფიზიკური კონდიციების სრულყოფისთვის ფორმულა 1-ის გამოცდილებაც. გამძლეობა და შესანიშნავი კორდინაცია, აი ის მთავარი დადებითი თვისებები, რითაც ფორმულა 1-ის მრბოლელები გამოირჩევიან.

"2003 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის თამაში ძირითადად სისწრაფეებზე იყო აგებული. სირბილი, სირბილი, და სირბილი... აი, რა იყო მაშინ გუნდის მთავარი იარაღი. ახლა მხოლოდ ამით შორს ვერ წავალთ. მსოფლიოს რაგბიში ბევრი რამ შეიცვალა. ფორმულა 1-ის სპეციალისტები დაგვეხმარებიან სწორად ავაწყოთ თამაშის რიტმი, გავარკვიოთ, სად გადის თითოეული მორაგბის შესაძლებლობების ზღვარი, რაც საშუალებას მოგვცემს ტრავმებისგან თავი დავიზღვიოთ", - თქვა ინგლისის ნაკრების თავკაცმა მარტინ ჯონსონმა.

ინგლისის ნაკრები

შერკინება: მორის ბოთა, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი.

უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა