უშგულის ძირას, ღია ცის ქვეშ, ტატამზე ძიუდოს ტურნირი ჩატარდა, რომელიც ჯიბილო ნიჟარაძის ხსოვნას მიეძღვნა
უჩვეულო სანახავი იყო სვანეთის მაღალმთიანეთის სოფელი ცანა. უშგულის ძირას, ღია ცის ქვეშ, ტატამზე ძიუდოს ტურნირი ჩატარდა, რომელიც ამ სოფლის სახელოვანი ფალავნის, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ორგზის ჩემპიონის ჯიბილო ნიჟარაძის (1946-1993) ხსოვნას მიეძღვნა (მთავარი მსაჯი იმედო ონიანი). ასპარეზობას ცანას და მეზობელი სოფლების მრავალი ქომაგი დაესწრო.

ჯიბილოს მემორიალური ტურნირი სხვა დროსაც გამართულა, მაგრამ მის მშობლიურ სოფელში ეს პირველად მოეწყო. თანაც ზღვის დონიდან ასეთ სიმაღლეზე, ღია სივრცეში, ძიუდოისტთა ტურნირი მსოფლიოში, ვფიქრობთ, არსად მოწყობილა.

შეჯიბრების ორგანიზატორი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ლენტეხის გამგეობა და ჯიბილოს ძმისშვილი მამუკა ნიჟარაძე.

მონაწილეობდნენ ლენტეხის, ქუთაისის, მესტიის, ტყიბულის, ცაგერის, გარდაბნის, თბილისის, მარნეულის, წყალტუბოს, ბორჯომის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, საგარეჯოს და კასპის 1995-1996 წლებში დაბადებული ჭაბუკები.

სტუმრად ჩამოვიდნენ სახელოვანი ფალავნები: დავით ხახალეიშვილი, ამირან ტოტიკაშვილი, გივი ონაშვილი, ანზორ მარტყოფლიშვილი, შენგელი ფიცხელაური, ოლეგ ზურაბიანი, კახა ქურასბედიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ვალერი კიბორძალიძე, დავით ბერძენიშვილი, ბერდია გუგავა, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი ლიპარტელიანი, ცაგერისა და ლენტეხის მთავარი ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე, აბაშის რაიონის გამგებელი გურამ გუნავა, შეჯიბრებას ესწრებოდნენ ჯიბილო ნიჟარაძის ოჯახის წევრები.

მთავარი პრიზი - "ჯიბილოს თასი" გათამაშდა მძიმე წონით კატეგორიაში და იგი შმაგი ონიანმა (ლენტეხი) დაიმსახურა.

კვარცხლბეკი:

55 კგ. 1. ავთანდილ კილაძე (მარნეული), 2. ალეკო ქვრივიშვილი (კასპი), 3. ირაკლი ხვიბლიანი (თეთრი წყარო), 3. მირზა გუჯეჯიანი (კრწანისი).

60 კგ. 1. გოგა ლომთაძე, 2. პაპუნა ონიანი (ორივე-ქუთაისი), 3. ვალერი ახვლედიანი (მარნეული), 3. სიმონ ღვაჩლიანი (გარდაბანი).

66 კგ. 1. ბექა ფალიანი (მესტია), 2. კოტე გუჯეჯიანი (ბოლნისი), 3. ნუკრი თევდორაძე (ლენტეხი), 3. ზურაბ ჩადუნელი (ბორჯომი)

73 კგ. 1. ლერი დადვანი (ბოლნისი), 2. ნოდარ ბერიანი (ლენტეხი), 3. ლაშა ლიპარტელიანი (ქუთაისი), 3. გიორგი დარისპანაშვილი (საგარეჯო).

81 კგ. 1. ზაურ მამარდაშვილი (საგარეჯო), 2. ჯაბა ჩეჩელაშვილი (ქუთაისი), 3. სოსო ფურელიანი (ლენტეხი), 3. ირაკლი კვიციანი (გარდაბანი).

90 კგ. 1. გიორგი ჯიბლაძე (ქუთაისი), 2. ამირან ავალიანი (გარდაბანი).

+90 კგ. 1. შმაგი ონიანი (ლენტეხი), 2. ილია ნაცვლიშვილი (თბილისი), 3. რევაზ არსენიძე (ქუთაისი).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს