ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან

"ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან

ბოლო რამდენიმე კვირაა, ტოკიოში ისე ცხელა, დღისით ქუჩაში ვერ გახვალ. დღეს ღრუბლიანი, შედარებით გრილი დილა გათენდა და "დემბე" და "ქლოე" სასწრაფოდ გავიყვანე სასეირნოდო - ინტერვიუსთვის შეთანხმებულ დროზე მცირედით გადაცილებისთვის მომიბოდიშა ლევან გორგაძემ - "ტოჩინოშინმა". "დემბე" და "ქლოე" მგლები არიან. მესამე წელიწადია, ტოკიოში ცხოვრობენ კაცთან, რომელიც თვითონაც "მგელი" იყო დოჰიოზე, 1400-ზე მეტი (!) ორთაბრძოლა გაუმართავს, "იმპერატორის თასიც" მოუგია და ლეგენდარული "იოკოძუნა" "ჰაკუჰოს" დამარცხებითაც შეუძლია თავის მოწონება. ქრონიკულმა ტრავმებმა კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცა. მომავალი წლის 4 თებერვალს, "დანპაცუ-შიკის" სევდიან ცერემონიალზე, ლევანი ოფიციალურად დაემშვიდობება სუმოტორის ვარცხნილობას და მასთან ერთად - პროფესიულ სუმოსაც... სამი თვის წინ, მეორე შვილის - ხარებას მამა გახდა და ახალ ცხოვრებას მასთან ერთად იწყებს.

კარიერის დასრულების შემდეგ, "ტოჩინოშინს" ინტერვიუ არავისთვის მიუცია. "კვირის პალიტრა" პირველია:

- "ყოფილი სუმოტორი "ტოჩინოშინი" - სწორი ფორმულირებაა? მოჭიდავეებს კარიერის დასრულების შემდეგაც "შიკონათი" (საბრძოლო სახელი) მოიხსენიებენ?

- დიახ, რაც წლების განმავლობაში ესმოდათ, აქაურები იმ სახელებს არიან მიჩვეული და იაპონელებისთვის სუმოდან წასვლის შემდეგაც "ტოჩინოშინი", "გაგამარუ", "კოკაი" ვართ... თუმცა "ბოლომდე" ჯერ არსად წავსულვარ, პერიოდულად, ისევ მივდივარ დარბაზში და ასე გაგრძელდება მომავალი წლის თებერვლამდე, როცა ჩემი "დანპაცუ-შიკი" (ცერემონიალი, რომლის დროსაც სუმოისტს თმას ჭრიან და ამ სიმბოლური ქმედებით ოფიციალურად ასრულებენ მის კარიერას. - რ.შ.) გაიმართება. ჩემს თანაკლუბელ ბიჭებთან ვვარჯიშობ ხოლმე. ამით, მათაც ვეხმარები, კლუბსაც და წონის დაკლებასაც ვცდილობ. თანდათანობით, ვეჩვევი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ვვარჯიშობ, სუმოტორის ვარცხნილობას ვატარებ და გულის სიღრმეში, თავი ისევ მოქმედი სპორტსმენი მგონია... რაც შეეხება სპორტის თანმდევ სტრესს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა აღარ მაწუხებს და ამ თვალსაზრისით, თავს უკეთ ვგრძნობ. რადგან ყოველდღიური ვარჯიში, მძიმეწონიანი მეტოქეების დაჯახებები მოაკლდა, ორგანიზმმაც დაისვენა და ფსიქიკამაც. ზედმეტ წონას დავიკლებ, გაცილების ცერემონიალსაც გადავაგორებ და მერე, ალბათ, ოპერაციისთვისაც მოვიცლი. მეგონა, კარიერის დასრულების შემდეგ მაინც მექნება მეტი თავისუფალი დრო-მეთქი. თურმე, პირიქით არის - რაც აღარ ვჭიდაობ, დრო საერთოდ აღარ მაქვს...

- ხუთი წლის წინ, როცა "იმპერატორის თასი" აღმართე და "ოძეკის" წოდებაც დაიმსახურე, კარიერის დასრულება, ალბათ, ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა, მაგრამ მუხლის ქრონიკულ ტრავმას მხრის დაზიანებაც დაემატა...

- სანამ ჩემპიონი გავხდებოდი, ჯერ კიდევ მანამდე გადავწყვიტე, რომ მინიმუმ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადამდე დავრჩებოდი სუმოში. ტრავმებმა გამაწამა, მაგრამ როცა მთელი ცხოვრება სპორტში ხარ, ძნელია წასვლა, იმის დათმობა, რასაც 17 წლის განმავლობაში ყოველდღე აკეთებდი. რაც არის, არის, ამ ერთ ბაშოსაც გადავაგორებ-მეთქი, მერე - კიდევ ერთს, ერთს და... ამასობაში, კი გავიდა სამი წელიწადი. არადა, მხრის მძიმე დაზიანება რომ არა, ალბათ, ჯერაც მოქმედი სპორტსმენი ვიქნებოდი.

- ვიცი, რომ დარჩენა კლუბის პრეზიდენტმაც ბევრჯერ გთხოვა...

- როცა ჯურიოში (რანგით მეორე დივიზიონი სუმოში. - რ.შ.) დავქვეითდი, წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა მთხოვა - ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო. დღემდე, ამიტომაც მივდივარ ხოლმე კლუბში, ვცდილობ, თანაკლუბელებს დავეხმარო. ისე კი, მთელი ცხოვრებაა ტრავმებს ვებრძვი და გულის სიღრმეში, ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ამ დაზიანებასაც დავძლევდი, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებას შევძლებდი. სამწუხაროდ, აღარ გამოვიდა.

განაგრძეთ კითხვა

• fani

მადლობა ლევან (ტოჩი) ჩვენი არაერთგზის გახარებისთვის! ბევრი სასიამოვნო და ბედნიერი წუთები გვაჩუქე. ახლაც კარგად მახსოვს, სამსახურში ჯდომისას საათზე არაერთხელ ვიყურებოდი, აი ახლა დაიწყება ტოჩის ბრძოლა-მეთქი

• bebe

მან დაწერა სუმოს ისტორია, ლევანი სამაგალითო მებრძოლია. ლოგიკურია ტრავმები და ასაკი თავისას შვრება.

• ჟორა გაბრიჭიძე

მადლობა ლევან. შენ "ერთი მაინც გაგზარდეთ ვეფხვებთან მეომარია".

• გულშემატკივარი

მადლობა ტოჩი!

• ტატე

მადლობა ლევან… შენ შეუძლებელი შეძელი… იმ დღეს როცა ჰაკუჰო გდადევნე მახსოვს კახეთის გზაზე ვიყავი , მანქანა გავაჩერე და მთელი ხმით ვღრიალებდი… მიაწვააააააააა!!!! წარმატებები… ღმერთი გფარავდეს….

ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

ტოჩინოშინი აბესთან დამარცხდა [VIDEO]

არის პირველი გამარჯვება - ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" როგორც იქნა მოიგო

[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!

ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს

დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა

"ასეთი გრძნობა არცერთ ჩემს ყოფილ კლუბში არ განმიცდია" - მოურინიო "ბენფიკაში" დანიშვნის შემდეგ

"დილა" წინ... თბილისური დერბი "დინამომ" მოიგო; "თელავმა" ბათუმში გაიმარჯვა

[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს

WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა

ლაკაზეტი: რაც მიქაუტაძემ გააკეთა, ძალიან მაგარია

რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე

ბიჭუნას არც უთხოვია, მესი თავად შეჩერდა - ლეომ ქართველ გულშემატკივარს ოცნება აუხდინა [VIDEO]

"ბარსელონა" ძალიან გამაღიზიანებელი გუნდია" - ბრუნო გიმარაეში

"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა

პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

მიქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე "ფრენის" შემდეგ

"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

"ფანტასტიკური ფეხბურთელია" - ფლიკმა რაშფორდზე ისაუბრა

ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]

"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]

ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]

ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია

"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

ტოჩინოშინმა გამარჯვება უბრძოლველად მოიპოვა - მისი მეტოქე ტურნირს გამოეთიშა