გალელმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ სომხეთის საერთაშორისო ტურნირი წარმატებით დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა
გალელმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ სომხეთის საერთაშორისო ტურნირი ("სევანის ტბა 2011") წარმატებით დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუშინ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში შევხვდი -ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე გასამგზავრებლად ვიზის დროულად მოგვარებას ეშურება.

- წლეულს სულ ოთხ შეჯიბრებაში იასპარეზეთ. შვიდ თვეში ეს ცოტა ხომ არ არის?

- გეთანხმებით, ასეა, მაგრამ ტურნირები ობიექტური მიზეზებით გამოვტოვე -შვილი შემეძინა და ეს დებიუტი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ერთგვარად ევროპის პირადმა ჩემპიონატმაც დამწყვიტა გული. შარშარ და შარშანწინ კონტინენტის პირველობებზე მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების შემდეგ წლეულს უფრო მაღალი სინჯის ჯილდოსთვის ვიბრძოდი. მიზანთანაც ახლოს ვიყავი, მაგრამ ბოლოსწინა ტურში რუს პოტკინთან თითქმის მოგებული პარტია წავაგე და საბოლოოდ ათეულს მიღმა აღმოვჩნდი. ჩემი ჩრდილოელი მეტოქე კი ჩემპიონი გახდა. მაისში ბოსნიის ღია საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზე და პირველი ადგილი დავიკავე, ოქროს მედალი მხვდა უკრაინის გუნდურ ჩემპიონატში. ჩერნიგოვის გუნდში გამოვდივარ მეორე წელიწადია. შარშანაც პირველები ვიყავით, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე კი 2010 წელს ბრინჯაო გვერგო.

- "სევანის ტბის" ტურნირიც იღბლიანი აღმოჩნდა...

- რვა თვეა, სამშობლოში არ ვყოფილვარ, ცოლოურს ვიყავი უკრაინაში. მშობლების სანახავად და ვიზების მოსაგვარებლად ჩამოვედი. სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და საჭადრაკო აკადემიის თავკაც სმბათ ლპუტიანსაც ხათრი ვერ გავუტეხე -მისი თხოვნით ჩავედი "სევანის ტბის" ტურნირზე სათამაშოდ. მსოფლიოს თასის წინ საკუთარი ძალების შესამოწმებლად კარგი საშუალება გამოდგა. მართალია, 2700-იანთა კლუბიდან მარტო მე ვიყავი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები მყავდა. საასპარეზოდ და დასასვენებლად მასპინძლებმა შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს. ასე რომ, მართლაც ღირდა იქ მონაწილეობა.

- ჰო, მაგრამ ძალიან გვანერვიულე, განსაკუთრებით არმან პაშიკიანთან წაგებით...

- კარგა ხნის სათამაშო პრაქტიკის უქონლობამ აშკარად იმოქმედა ჩემზე. ტურნირი მძიმედ დავიწყე. ზედიზედ ორი ყაიმის შემდეგ პაშიკიანთან წავაგე. ძველინდური დებიუტი ცუდად გავითამაშე -უარესი პოზიცია მივიღე, მდგომარეობის გამოსწორება მერეც ვერ შევძელი და, ასე ვთქვათ, "დამსახურებულად" დავმარცხდი. თუმცა, პაშიკიანთან რევანშის აღების შანსი, ალბათ, ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე მომეცემა. პირველ წრეში აზერბაიჯანელ ნამიგ გულიევს ვხვდები. წარმატების შემთხვევაში პაშიკიანსა და პოლონელი რადოსლავ ვოიტაჟეფს შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდები. ამ წყვილში უძლიერესის გამოცნობა ძალიან ძნელია, რადგან თანაბარი ძალის დიდოსტატები არიან. გულიევის წინააღმდეგობას თუ დავძლევ, წმინდა სპორტული ჟინით, არმანთან შეხვედრა მირჩევნია.

მსოფლიოს თასზე მესამედ ვმონაწილეობ და სამივეჯერ ხანტი-მანსიისკში. წინა ორში მესამე წრემდე მივაღწიე. იქ კი ჯერ რუბლოვსკისთან, შარშან კი გრიშჩუკთან დავმარცხდი. წლეულს ვეცდები, ეს დათარსული საფეხურიც დავძლიო.

- კიდევ რომელ ტურნირებში იასპარეზებ?

- შემოდგომით ევროპის გუნდური და საკლუბო ჩემპიონატებია. ვეცდები, იქაც გავახარო ქომაგები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო