საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ მოგების რელსებს დაუბრუნდა. წინა ტურში გაუ-სთან განცდილი პირველი მარცხის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა რეაბილიტაცია შეძლო და სუპერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “მარგვეთი” 100:84 (სტატისტიკა) დაამარცხა.

ზესტაფონის გუნდმა წინააღმდეგობის გაწევა მთელი პირველი ნახევარი და მესამე პერიოდის რამდენიმე წუთი შეძლო, რის შემდეგაც კახა ჯინჭარაძის, გიორგი ცინცაძის, ალექსანდრე ფევაძისა და სხვა თსუ-ელების გააზრებულ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა. უნივერსიტეტელებმა კარგად გამოიყენეს სათადარიგოებიც და მესამე პერიოდში მეტოქე გატეხეს. ეს იმის მიუხედავად, რაც მარგვეთელთა ამერიკელმა უკანახაზელმა, მაიკლ მეისმა სამწუთიან მონაკვეთში გააკეთა. მეისმა ზედიზედ 4 შეტევაში სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორიანიც მოაყოლა და მესამე პერიოდის მე-4 წუთზე ანგარიში თანაბარი იყო – 57:57.

ასეთი რამ იშვიათად ხდება. მარგვეთის ტანმორჩილმა გამთამაშებელმა არასრულ 3 წუთში 14 ქულა მიითვალა, რითაც თსუ-ელთა აღზევება მცირე ხნით დააცხრო. მესამე პერიოდის დარჩენილ 6 წუთში თსუ-მ 26:5 (!) იმარჯვა, რითაც გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია. ამ 26 ქულიდან ყველაზე მეტი – 8 ქულა ალექსანდრე ფევაძემ ჩააგდო, გიორგი ცინცაძემ 5 და ნიკა ჩეჩელაშვილმა – 4.

ბოლო პერიოდის წინ თსუ 21 ქულით – 83:62 იგებდა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მართალია, მაიკ მეისმა ისევ გაიბრძოლა თავისი შორი სროლებით, მაგრამ მარგვეთი მეტოქემდე 10 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა. თსუ-მ მე-5 გამარჯვება მიითვალა, პასივში კი სუპერლიგაში ყველაზე ნაკლები – 1 მარცხი აქვს და დაკარგული ქულებით ლიდერობს.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. ფევაძის ანგარიშზე 13 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. 11-11 ქულა ცინცაძემ, კემერონ კრენსტონმა და ნოდარ გოგოძემ დააგროვეს. მარგვეთში საუკეთესო, რა თქმა უნდა, მაიკლ მეისი იყო – 37 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა. 22 ქულა და 15 მოხსნა ტაიშონ კროუფორდის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის მე-8 ტურის დარენილი შეხვედრები 3 დეკემბერს გაიმართება: რუსთავი ბათუმს უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისი – კავკასიას.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა