გურჯაანის დელტა გახლავთ სუპერლიგის ერთადერთი გუნდი, რომელსაც არც ერთ ტურში არ დაუსვენია. კახეთის გუნდმა დღეს მე-8 შეხვედრა გამართა და მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი გაუ გახლდათ, რომელთანაც წინა ტურში კიდევ ერთ ლიდერ თსუ-ს ფეხი დაუცდა. გურჯაანელებმა წაფორხილება არ დაუშვეს და გაუ-ს შეუპოვარი თამაშის მიუხედავად გამარჯვებას მიაღწიეს – 88:79 (სტატისტიკა).

არადა, დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი მიზანთან ახლოს იყო. ბოლო პერიოდის მიწურულამდე გაუ გურჯაანელებს უძალიანდებოდა, მაგრამ დანაკლისმა, რომელიც ამ გუნდმა თსუ-სთან მატჩში განიცადა, მაინც თავისი გაუტანა. გაუ-ს არ ეყო ძალა, ბევრად დაბალანსებული დელტას დასამარცხებლად. უნივერსიტეტელებს აკლდათ ეროვნული ნაკრების უკანახაზელი ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც თსუ-სთან მოგებულ შეხვედრაში აქილევსის მყესი გაიწყვიტა და გადატანილი ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციოდ მთელი სეზონი დასჭირდება.

თამაში თანაბრად დაიწყო და პირველი პერიოდი 26:26 დასრულდა. ამის შემდეგ დაიწყო გურჯაანელთა ნელი, მაგრამ თანმიმდევრულად სტაბილური გალიდერების პროცესი. ხოშტარიად გუნდის წევრები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ, სწრაფ შეტევებსაც ახორციელებდნენ და ამაში ფეხმარდ გუნდელებს კარგად ჰყვებოდა ტანმაღალი ბექა ბექაური. როგორც სწრაფი, ისე პოზიციური, კომბინაციური შეტევებიდან ბექაური უხვად ითვლიდა ქულებს და საბოლოოდ გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო – 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება.

გურჯაანელთა უპირატესობამ ორნიშნა რიცხვს ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე მიაღწია და ეს ამ შეხვედრაში ყველაზე დიდი სხვაობა იყო. დელტამ მოპოვებული უპირატესობა აღარ გაანიავა და გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა. ბექაურის კვალზე 17 ქულითა და 6 პასით ოთარ ფხაკაძე გამოირჩა. 16 ქულა ტერი კოლინსმა, ხოლო 12- საბა ლობჯანიძემ მიითვალა. გაუ-ში 27 ქულით მაიკლ რაითი გამოირჩა, 18 ქულა და 9 მოხსნა აიზია სმოლის ანგარიშზე დაგროვდა. 12 ქულა ნიკოლოზ თოთლაძის ანგარიშზეა.

შაბათის ბოლო მატჩში ზესტაფონის “მარგვეთი თსუ-ს დაუპირისპირდება.

GBF

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს