წლის ბოლო თვე დადგა, საფეხბურთო ჩემპიონატებში კი პირველი წრე სრულდება. შარშან ამ დროს მუნდიალი ტარდებოდა, ახლა კი გუნდები მეტი კალენდარული მატჩის ჩატარებას ახერხებენ. მარტში უმნიშვნელოვანესი სანაკრებო შეხვედრები გველის, მანამდე კი ჩვენს ლეგიონერებს უნდა ვუგულშემატკივროთ; რამდენიმე მათგანის შესახებ დეტალურად გეტყვით...

"ნაპოლი" ოთხეულისთვის და ქართველები...

ობიექტურები რომ ვიყოთ, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ჩემპიონი გუნდის წლევანდელი საჩემპიონატო მიზანი ოთხეულში მოხვედრა უნდა იყოს. ნეაპოლელები ახლა მეხუთე ადგილზე არიან და წლის ბოლომდე დარჩენილ 4 ტურში, იმედია, ცხრილში დაწინაურებას შეძლებენ. უახლოესი დაპირისპირება ძალიან სერიოზული და პრინციპულია, ჩემპიონატის ლიდერ ტურინის "იუვენტუსთან" სტუმრობა (პარასკევს, 8 დეკემბერს, 23:45 საათზე).

ამის შემდეგ "ნაპოლის" საშუალება ექნება, მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე კატასტროფული შედეგები "კალიარისა" და თასზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" გამოასწოროს (16 და 19 დეკემბერს). ამას "რომასთან" სტუმრობა (23 დეკემბერს, 23:45 საათზე) მოჰყვება, მცირე საშობაო პასუზის შემდეგ კი ვალტერ მაცარის გუნდი 2023 წელს "მონცას" მასპინძლობით (29 დეკემბერი, 21:30 სთ) დაასრულებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ 12 დეკემბრის საღამოს ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც პლეი-ოფთან ძალიან ახლოს არიან, "ბრაგასთან" ბოლო ტურის დაპირისპირება ელით. ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, მერვედფინლში მეტოქესაც მალე შევიტყობთ.

საბა საზონოვის "ტორინო" მე-10 ადგილს იკავებს. ისინი 2024 წელს "ნაპოლისთან" დაპირისპირებით გახსნიან, გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" კი 14 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზეა. მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვთ სერია "ბ"-ს ქართველებსაც - ივა გელაშვილსა და ლუკა ლოჩოშვილს.

ტოპ-ქვეყნები...

"ლა ლიგაში" გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" წლის ბოლომდე სამ შეხვედრას ჩაატარებს - 8 დეკემბერს, 23:59 საათზე, "ხეტაფეს" ესტუმრება, რასაც "ბარსელონას" მასპინძლობა მოჰყვება (16 დეკემბერი, 23:59 საათი), ხოლო წლის დასკვნით დაპირისპირებაში "რაიო ვალეკანოსთან" ასევე გასვლითი მატჩი ელით (19 დეკემბერი, 22:00 სთ). რუბენ ბარახას გუნდი ახლა მე-9 ადგილს იკავებს, მოწინავე ექვსეულსაც საკმაოდ ჩამორჩება და გასავარდნ ზონასაც აღემატება....

ინგლისის ჩემპიონშიპში არასტაბილურად მოთამაშე და მეათე ადგილზე მყოფი გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი", რომელსაც ახლა ტრავმის გამო ქართველი ნახევარმცველი აკლია (მალე დაბრუნდება), 2023 წელს 6 მატჩს გამართავს - "საუთჰემპტონთან" (შინ), "იფსვიჩთან" (სტუმრად), "პრესტონთან" (ს), "ბლექბერნთან" (ს), "ბრისტოლთან" (შ), "სტოკთან" (შ)...

ნიდერლანდებში ამსტერდამის "აიაქსი" მერვე ადგილამდე აღზევდა და კატასტროფას თავი ცოტათი მაინც დააღწია. გიორგი მიქაუტაძე ისევ გაურკვევლობაში და უთამაშებელია. ამსტერდამელები წლის ბოლომდე ჩემპიონატში სამ მატჩს ჩაატარებენ და იმედია, სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებენ. "აიაქსს" კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსი აქვს და ამისთვის ევროპა ლიგის ბოლო ტურში ათენის აეკ-ი შინ უნდა დაამარცხოს...

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" გასავარდნ ზონაშია და სიტუაციის გამოსწორება სჭირდება. ჩემპიონატში 3 შეხვედრა და სათასო დაპირისპირება "ანგულენესთან" - ეს მათი წლის გეგმებია.

ვასიკო
ეგ სისულელეა. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს კვარასაც შეიძლება ჰქონდეს კარგი და უარესი დღეები. ჩავარდნები არ ჰქონია, ვინაიდან უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია, მიუხედავად თავისი ასაკისა. ყცელაზე წარუმატებელ თამაშშიც კი რამდენიმე მომენტს ჰქმნის
ზაალ
კითხვის ნიშანო, ბითაძეს რას უწუნებ, ძირითად ხუთეულშია.
nika
კაი კაცო, და შენ რომელ „ტიპიურ“ ქართველ გულშემატკივარს მიეკუთვნები, ასე „სიღრმისეულად“ და „ობიექტურად“ რომ აანალიზებ საშუალო დონის, შარშანდელთან კიდევ უფრო დასუსტებულ და სამ მწვრთნელ გამოცვლილ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელს, რომლის ბურთთან თითქმის ყოველი შეხებაც შეტევასა და სახიფათო მომენტს ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ფლნაგზე მარტოა და სამი კაცი აზის? ან რა ბოღმა უნდა იყო, რომ ოცი წელი არ გყავდეს მსოფლიოში დაფასებული ფეხბურთეული, ძლივს გამოჩნდეს, სახელი გაუთქვას ქვეყანას და შენ „შიმართლის ძახილით“ წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდე?
Asus
კვარაცხელია ჩამოყალიბდა ტიპიურ ,, განწყობის მოთამაშედ”. თუ წაუვიდა ითამაშებს ერთ მატჩს და მერე რამოდენიმე მატჩი ჩამოეძინება. ასეთები სამწუხაროდ ვერასდროს ხდებიან დიდი ფეხბურთელები.

შენგელიას გარდა,არც ერთ ქართველ სპორტსმენს არ უდგას კარგი დროება!!იმედია გამოსწორდება ეს წარუმატებლობები
სოსო
შარშანდელი ნაპოლი,ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში,მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა,იტალიის ჩემპიონი,რეკორდული უპირატესობით დაამთავრა და ასეთ გუნდს,საშუალო დონეს როგორ არქმევ?შემთხვევით შეიძლება ერთი,ორი,აჰა სამი თამაში მოიგო,მაგრამ ჩემპიონატის შემთხვევით მოგება გამორიცხულია.ნაპოლი,მართლაც არ არის გრანდი და შეუძლებელია,სტაბილურად უმაღლეს დონეზე დარჩეს.მას საამისოდ საჭირო ხარისხის ორგანიზაცია,ფინანსები და ტრადიციები არა აქვს,თუმცა შარშან,მართლაც ბრწყინვალე დონეზე გამოდიოდნენ.
ზვიადი
კვარას საუკეთესო დრო როცა არ აქვს ,შემოვარდებით და ამინუსებთ სტატიებს, ტეხავს
ეხხხ!
რა იცი რომ არ მუშაობს საკუთარ თავზე?
მამუკა
ერთხელ და სამუდამოდ შეეგუეთ იმ აზრს რომ ნაპოლი არის საშუალო დონის გუნდი, საშუალო დონის ფეხბურთელებით, შარშან რომ გაუმართლა ეს არ ნიშნავს რომ ტოპ გუნდია და წელსაც იგივე შედეგი უნდა მოვთხოვოთ, ასე იყო ლესტერი ერთ დროს, ასე იყო კაიზერსლაუტერნი. კვარას განვითარებაში ნაპოლიმ თავის მისია შეასრულა, მანდ ხვიჩა მეტი ვერ განვითარდება. როგორ უნდა განვითარდე ანგისას, ზელინსკის გვერდით ან მარიო რუის გვერდით ან ლობოტკას გვერდით, რომელი მოგცემს აქედან სწრაფ და ზუსტ პასს რომც გაეხსნა საჯარიმოსკენ სისწრაფით, ვერც ერთი.ამიტომ უწევს კვარას ბურთის მიღება დამდგარ მდგომარეობაში და ცდილობს დრიბლინგით გასცდეს მცველს, ეგ კიდევ ძალიან რთულია დაბალ სისწრაფეზე, რადგან უმალ მეორე მცველი აზღვევს.
ჰოო რა
ზოგიერთი ახლაც იყო და არა იყო რაა და ასეთად დარჩება მთელი ცხოვრება
Master
უმადურები რატომ ხართ?რას ქვია ვეღარ ვამაყობთ?ბიჭი ნაკრებში ჩამოვიდა შოტლანდია და ესპანეთთამ 3 გოლი გაიტანა და მადლობის მაგიერ კიდევ აკრიტიკებთ?კლუბში რავ ხდება ეს ჩვენი გასარჩევი არაა.მთლიანად გუნდია კრიზისში,რა შუაშია კვარა?ანუ ჩვენი სიამაყისთვის ინდა იცხოვროს და ითამაშოს კვარამ კლუბშიც და ნაკრებშიც?მოეშვით რაა პროფესორობას.ჩვენზე უკეთ იცისი ხვიჩამ როგორ ივარჯიშოს,როგორ ითამაშოს და როგორ მოიქცეს.ნუ გამოვალთ რომის პაპზე დიდი კათოლიკეები ჭირიმე რა.
გულშემატკივარი
ფაქტია კვარას თამაშინთ ვეღარ ვამაყობთ და იცით რატომ? იმიტომ რომ აშკარა რეგრესი აქვს... არ მუშაობს საკუთარ თავზე და რაც იცოდა შარშან იგივე არსენალი აქვს დღესაც, ეს კი უკვე კარგად შეისწავლეს მოწინააღმდეგე გუნდებმა, ამიტომ კეთილი ინებოს და მოუმატოს, თორემ იქნება "ოყო და არა იყო რა", რაც ძალიან არ გვინდა გულშემატკივრებს.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში