მაარტენ სტეკელენბურგი "აიაქსში" შეიძლება იასპერ სილესენმა შეცვალოს
"აიაქსმა" მაარტენ სტეკელენბურგი "რომაში" გაყიდა. ჯერჯერობით გუნდის პირველ მეკარედ 25 წლის კენეტ ვერმეერი მიიჩნევა, ფეხბურთელი, რომელიც სტეკეს ყოველთვის ღირსეულად ცვლიდა, როცა მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ჰქონდა.

ასე იყო შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარშიც, როცა ჰოლანდიის ნაკრების ძირითადმა მეკარემ ტრავმა მიიღო და ლამის მთელი მეორე ნახევარი ლაზარეთში გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკ დე ბურმა ვერმეერის შესაძლებლობები კარგად იცის, "დე ტელეგააფის" ინფორმაციით, მან "ნაიმეგენიდან" "ნარინჯისფერთა" ნაკრების კიდევ ერთ წევრის, 22 წლის იასპერ სილესენის გადაბირება მოინდომა. ოფიციალურ შეთავაზებას ჰოლანდიის ჩემპიონი ერედივიზეს კლუბს უახლოეს დღეებში გაუგზავნის.

"აიაქსის" 27 წლის თავდამსხმელის მუნირ ელ ჰამდაუისა და გუნდის სხვა წევრებს შორის არსებულ პრობლემებზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით. სწორედ მაროკოელის რთული ხასიათის გამო გახდა იძულებული დე ბური ის მეორე გუნდში მიევლინა. თავდამსხმელის გადაბირების სურვილი გამოთქვა "უდინეზემ". ფრიულელები "ბარსელონაში" გადასული ალექსის სანჩესის შემცვლელს ეძებენ. ამ მიზნით "უდინეზეს" პრეზიდენტი ჯამპაოლო პოცო ფეხბურთელის აგენტ სიგი ლენსს შეხვდა.

იტალიური პრესა წერს, რომ მაროკოელმა წელიწადში 1,5 მილიონიანი ხელფასი მოითხოვა, რისი გადახდაც სერია ა-ს კლუბს უბრალოდ არ შეუძლია. ელ ჰამდაუის შეძენის სურვილი რამდენიმე დღის წინ "ეინდჰოვენმაც" დაადასტურა. თუმცა ჰოლანდიური პრესის ცნობით, ამას იქით საქმე ჯერ არ წასულა. "აიაქსს" ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია. ელ ჰამდაუის შეძენის მსურველთა შორის სახელებენ ასევე "ფულჰემს", მოსკოვის "სპარტაკსა" და ყაზანის "რუბინსაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა