ამერიკელებმა ქვეყნების მიხედვით ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სია შეადგინეს
საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა ჟურნალმა ESRN Magazine-მა. ამ გამოცემის ჟურნალისტებმა თითქმის ყველა ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია შეადგინეს, რომლის გაცნობაც ბევრისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება.

მონაცემები ეყრდნობა 2010-11 წლების სპორტულ სეზონს. ამიტომაც, სიის გაცნობისას ნუ გაიკვირვებთ, თუ რომელიმე ფეხბურთელს, კალათბურთელს ან სპორტის სხვა წარმომადგენელს სამუშაო ადგილი ჰქონდეს შეცვლილი.

სიაში მოცემულია სპორტსმენის წლიური ხელფასი ან თანხა, რომელიც მან სეზონის განმავლობაში გამოიმუშავა. თანხის ოდენობაში გათვალისწინებული არ არის შემოსავლები სარეკლამო კონტრაქტებიდან.

სიაში ქართველი "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულიაცაა შესული - სწორედ ის გახლავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი. კვლევამ აჩვენა, რომ 18 კალათბურთელს აქვს თავის სამშობლოში სპორტსმენებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი.

ამ 18 კალათბურთელიდან 17 ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას წარმოადგენს და მხოლოდ ერთია ევროპაში მოთამაშე: "ოლიმპიაკოსის" გულუხვობის წყალობით ტეო პაპალუკასი საბერძნეთის ყველაზე მდიდარი სპორტსმენი (4 400 000 დოლარი) გახლავთ.

ჩამონათვალში სულ 180 ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენს ვხედავთ. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს ფეხბურთს - 114. შემდეგ მოდიან: კალათბურთი - 18, ბეისბოლი - 12, ავტოსპორტი - 6, გოლფი - 5, ამერიკული ფეხბურთი - 5, ჰოკეი - 5, კრიკეტი - 4, კრივი - 3, მძლეოსნობა - 3, რაგბი - 2, ჩოგბურთი - 2, ბადმინტონი - 1, ველოსპორტი - 1, მოტოსპორტი - 1, სუმო - 1 და აფროსნობა - 1.

ხვალინდელ ნომერში კიდევ ერთ საინტერესო ცხრილს შემოგთავაზებთ. გაიგებთ, სპორტის რომელი სახეობა უხდის სპორტსმენებს ყველაზე დიდ ხელფასს და რომელ სახეობაში არ ღირს ვარჯიში იქაური მწირი შემოსავლების გამო.

ქვეყანა სპორტსმენი (სახეობა) კლუბი თანხა

აშშ ალექს როდრიგესი (ბეისბოლი) ნიუ იორკ იანკიზი (MLB) 32 000 000

ფილიპინები მენი პაკიაო (კრივი) 32 000 000

ფინეთი კიმი რაიკონენი (ავსტოპორტი) რალი 26 333 333

ესპანეთი ფერნანდო ალონსო (ფორმულა 1) ფერარი 22 736 842

ვენესუელა იოჰან სანტანა (ბეისბოლი) ნიუ იორკ მეტსი (MLB) 21 644 707

იტალია ვალენტინო როსი (მოტოსპორტი) დუკატი 20 800 000

პორტუგალია კრისტიანო რონალდო (ფეხბურთი) რეალი (ესპ) 19 500 000

პუერტო რიკო კარლოს ბელტრანი (ბეისბოლი) ნიუ იორკ მეტსი (MLB) 19 325 436

პანამა კარლოლს ლი (ბეისბოლი) ჰისტოუნი (MLB) 19 000 000

არგენტინა კარლოს ტევესი (ფეხბურთი) მანჩესტერ სიტი (ინგ) 19 000 000

დომინიკა ალფონსო სორიანო (ბეისბოლი) ჩიკაგო (MLB) 19 000 000

ვირჯინიის კ-ება ტიმ დანკანი (კალათბურთი) სან ანტონიო (NBA) 18 700 000

ინგლისი ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) მაკლარენი 18 473 684

კოტ დ'ივუარი იაია ტურე (ფეხბურთი) მანჩესტერ სიტი (ინგ) 18 200 000

კანადა ჯეისონ ბეი (ბეისბოლი) ნიუ იორკ მეტსი (MLB) 18 125 000

იაპონია იჩირო სუზუკი (ბეისბოლი) სიეტლი (MLB) 18 000 000

რუსეთი ანდრეი კირილენკო (კალათბურთი) იუტა (NBA) 17 822 187

ჩინეთი იაო მინი (კალათბურთი) ჰიუსტონი (NBA) 17 700 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს