სერია A-ს მე-15 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 0:1 დამარცხდა.

დებიუტში სტუმრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩმა და კიეზამ ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას კამბიასო მეურვეობდა და წესების დარღვევითაც აჩერებდა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენმა ხვიჩა მეკარე შესნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთი მიზანს ააცილა. მერე შესნიმ სამიოდ მეტრიდან დი ლორენცოს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. ტაიმის ბოლოს "კვარას" გატი ეუხეშა, გაბრაზებულმა ქართველმა ბურთი ზურგში ესროლა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმი ტურინელებმა აქტიურად დაიწყეს, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლა გატიმ რაჰმანის და დი ლორენცოს მოუგო და მერეტის კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული ნეაპოლელებმა ინიციატივა დაიბრუნეს, ოსიმენს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, დი ლორენცომ არაზუსტად დაარტყა და 86-ე წუთზე „კვარა“ სიმეონემ შეცვალა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა, "იუვემ" გაიმარჯვა და გალიდერდა.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“

იუვენტუსი - ნაპოლი 1:0

გოლი: გატი (51)

gulshematkivari0703
მარტივად-ს მეგობარო,შენ კვარას პროფესიონალიზმს უწუნებ? ეს ბიჭი არის მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი დღეს! ეგრე კი არ არის ადვილი დაარტყი და ყველა გაიტანე...მე ჩემი აზრი გამოვთქვი ამ კონკრეტულ მდგობარეობაზე,რადგან მეკარე კარგად გამოვიდა და დარტყმის კუთხე შემცირებული ქონდა.ამიტომ მიმაჩნია,რომ უნდა მოეტყუებინა და მერე გაიტანდა... არაუშავს,ხდება ხოლმე,რობოტი კი არ არის,ადამიანია...
კახა-ს
რამდენს გიხდიან კვარაცხელიას ქება-დიდებაში?
კახა
კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშში განსხვავების შექმნა.მაგრამ ამ ფეხბურთელს დაფასება უნდა.პირველი-გინდა ხელფასის სახით. კაი რა.ნაპოლში საუკეთესო კვარაა,წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ნაპოლში თითქმის ყველაზე ცოტას ღებულობს. რაც მაგრად ტეხავს და დიდი უსინდისობაა მის მიმართ. და რაც მასზე გარკვეულწილად მოქმედებს.მეორე- თამაშის დროს ასეთ ფეხბურთელს ხელისშეწყობა უნდა რასაც მწვრთნელი დგნა მისი თანაგუნდელები ვერ აკეთებენ დაბალი დონის თუ იგნონირების გამო.რაც ბევრ თამაშში გამოჩნდა.მესამე- კვარა ასე წინ და უკან არ უნდა დარბოდეს,რასაც დიდი ენერგია მიაქვს.სჯობია წინ დარჩეს ხოლმე და ასე უფრო შედეგს მოუტანს გუნდს.ასეთ პირობებში როგორც კვარაა,მესი და რონალდოც ვერ ითამაშებს. გუშინდელ თამაშზე იუვესთან კვარას ძაან ცოტა პასი მისცეს და მხოლოდ მარჯვენა ფრთა თამაშობდა.რა შედეგიც მოიტანა ყველამ ნახეთ და არასწორი იყო კიდევ ოსიმენზე თითქმის ყველა პასი.90 პროცენტი იკარგებოდა ან თვითონ კარგავდა. რაც შეეხება საგოლე მომენტის გაფუჭებას,ასეთი რამე ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.
კახა
კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშში განსხვავების შექმნა.მაგრამ ამ ფეხბურთელს დაფასება უნდა.პირველი-გინდა ხელფასის სახით. კაი რა.ნაპოლში საუკეთესო კვარაა,წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ნაპოლში თითქმის ყველაზე ცოტას ღებულობს. რაც მაგრად ტეხავს და დიდი უსინდისობაა მის მიმართ. და რაც მასზე გარკვეულწილად მოქმედებს.მეორე- თამაშის დროს ასეთ ფეხბურთელს ხელისშეწყობა უნდა რასაც მწვრთნელი დგნა მისი თანაგუნდელები ვერ აკეთებენ დაბალი დონის თუ იგნონირების გამო.რაც ბევრ თამაშში გამოჩნდა.მესამე- კვარა ასე წინ და უკან არ უნდა დარბოდეს,რასაც დიდი ენერგია მიაქვს.სჯობია წინ დარჩეს ხოლმე და ასე უფრო შედეგს მოუტანს გუნდს.ასეთ პირობებში როგორც კვარაა,მესი და რონალდოც ვერ ითამაშებს. გუშინდელ თამაშზე იუვესთან კვარას ძაან ცოტა პასი მისცეს და მხოლოდ მარჯვენა ფრთა თამაშობდა.რა შედეგიც მოიტანა ყველამ ნახეთ და არასწორი იყო კიდევ ოსიმენზე თითქმის ყველა პასი.90 პროცენტი იკარგებოდა ან თვითონ კარგავდა. რაც შეეხება საგოლე მომენტის გაფუჭებას,ასეთი რამე ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.
ასდფ
მივმართავ გულშემატკივრებს, ვინც თვალყურს ადევნებდა ხვიჩას რუბინში თამაშისას, მსაჯებთან კამათი, ხელების შლა, მსაჯებთანაც, ფეხბურთელებთანაც, მათ შორის თანაგუნდელებთან, იქაც ახასიათებდა. მე ვვფიქრობ შარშან ან თვითონ გაიმარჯვა საკუთარ თავზე, ან სპალეტის ყავდა მოთოკილი თან თვითონაც ძალიან პატივს ცემს ლუჩანოს. ამისი თქმა მინდოდა. P. S. და ყველაზე მთავარი თხოვნა! ადამიანის პირად ცხოვრებაში არევას თავი გაანებეთ !
rondo
ქართველ ფეხბურთელს არ უნდა ქონდეს უფლება ცოლის ან შეყვარებულის ყოლის გარკვეულ წლამდე (25)-მდე მაინცკარიერა სრულდება მითუმეტეს ქართველი თუა გოგო რადგან ქართველმა გოგოებმა არ იციან ფეხბურთელის მოვლა,პირიქით ხელს უშლიან წინსვლაში უმეტეს შემთხვევაში…
ტტტ
რა შუაშია შეისწავლეს უბრალოდ კარს ბურთს ვერ უმიზნებს.
გიორგის-ნამდვილი გულშემატკივარი
ღმერთმა დამიფაროს სექტობისგან!!! ეს დათვური სამსახური არაა,ეს არის საყვარელ ფეხბურთელთან გვერდით დგომა ლხინსა თუ ჭირში!!! ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია(ეს წინა კომენტარშიც ავღნიშნე) ზუსტად რომ ხვიჩას დონის ფეხბურთელი აღმოჩნდება ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში!!! მე სხვა რამეს ვამბობ,აბა სად ხედავთ კრიტიკას? ლანძღვა კრიტიკაა??? ოჯახის წევრზე ქილიკი კრიტიკაა??? ერთამენთთან გვერდით დგომა და გატანა არ ვიცით ქართველებმა სამწუხაროდ:( ხვიჩას წარმატებები❤️
ლავრენტი
გვერდით ჰყავს მამა, მწვრთნელი, ჯუღელი, თანაგუნდელები, მეგობრები... ნუთუ არ ეუბნებიან, რომ ხელების შლა და მიწაზე გორაობა ლამაზად არ ჩანს? გუშინ რამდენიმე კარგი ფინტი გააკეთა, მაგრამ ნეტა არცერთი გამოსვლოდა და ის ბურთი გაეტანა. ისე, ყიფიანმა 25 წლისამ გაიბრწყინა და მჯერა, რომ ჩვენი ბიჭი უთუოდ მოუმატებს.
SOS!!!
ძალიან გამიკვირდა გოლი რომ არ გაიტანა, რაღაცაშია საქმე! აშკარაა,რომ შეეძლო ბურთის დამუშავება და მეკარის მოტყუება! ძალიან სამწუხაროა, არ ვურჩევ სიბინძურეში ჩართვას! არ დაბლოკოთ!

კვარას აუცილებლად ექნებოდა რეგრესი, ასეთ გუნდში როგორიც ნაპოლია 2 სეზონი ისეთი აფეთქებით თამაში როგორიც შარშან ჩაატარა შეულებელია. პირად ცხოვრებაში ცვლილებები, ასევე რუბინიდან პირდაპირ დაჯილდოების ცეეემონიებზე მესის და სხვა ვარსკვლავების გვერდით - კონცენტრირებული ვერ იქნება მხოლოდ თამაშზე - საზოგადოებაში ქცევის ნორმების ათვისება, სიტყვა-პასუხისთვის მომზადება და ა.შ. რაც მისი ნახტომისთვის სრულიად უცო და დამატებითი საქმე და ნერვიულობაა. ამას დამატებული დე ლაურენტისის დამოკიდებულება - კონტრაქტს გადახედა კი არა და 1 მლნ-ც ზედმეტიაო ფიქრობს, ეს მოტივაციას აგდებს და დაუფასებლობის გრძნობა აწუხებს, მეტი რა უნდა გაეკეთებინა ხვიჩას შარშან? იმის მეათედი რომ ეთამაშა, ხომ იგივე დაფასება ექნებოდა პრეზიდენტისგან. არ თწვას ვინმემ ეს არ არის მნიშვნელოვანიო. თან ამის ფონზე ნაპოლი არ არის ის გუნდი, ვინც ფეხბურთელს სირთულეების გადალახვაში დაეხმარება, პირიქით ჩასაფრებულები და განტევების ვაცის ძებნაში არიან. ასე რომ კვარას ნეაპოლური თავგადასავალი დასრულებულია, დროზე უნდა გადავიდეს სხვაგან. პ.ს. ის გაუთლელი ჯუღელი დროზე უნსა გამოცვალოს თუ უნდა არ დაისამაროს კარიერა.
ქ. გ.
შემდეგი კარგი თაობა გვეყოლება 2030-2035 წლებში. იმ თაობის 1 ან 2 ფეხბურთელი გვაჩუქებს ერთ ბედნიერ სეზონს, სანამ მის კარიერას არ დაანგრევენ ბოროტი აგენტები (Джугаев-ები), შურიანი ცრუ-მეგობრები (Сурик Давтян-ები) და სვეტობის პრეტენზიების მქონე მეTikTokე girlfriend-ები.
Ddd
ცოლი მოიყვანა და წავიდა ამის საქმე უკან. რა დროს ცოლის მოყვანა იყო. ჯერ ფეხბურთი ეთამაშა
ზურიკო
ნერვები აქვს მოსათოკი აშკარად და კონცენტრაცია მოსამატებელი…ერთი სეზონის კარგად თამაში არაფერს ნიშნავს სტაბილურობაა მთავარი თორემ ჩათვლიან, რომ უბრალოდ გამართლება და ალოგიკური იყო ეს ყველაფერი.
Givi
კვარას გვერდში დგომა და სიმშვიდე აკლია ამ სეზონში, ყველა ერთხმად მის კრიტიკაზე არის გადასული და ვერ უძლებს ფსიქოლოგიურად, დაანებეთ ამ ბიჭს თავი თუ ვერ ვეხმარებით არც აჟიოტაჟი ავტეხოთ ეს რა ქნაო, ხდება ფეხბურთში ყველაფერი...
თაზო
ისე საქართველოში ერთი ნაბიჯია სიყვარულიდან სიძულვილისკენ ბიჭო ხვალ რომ გოლი გაიტანოს ვინც დღეს ასეთ სისულელეებს წერთ ცოლზე და კიდევ სხვა რამეებზე :) ისევ მის ქებას დაიწყებთ ამიტომ ჯობია აცადოთ ფეხბურთელს ან სხვა სპორცმენს ჯერ დაამტკიცოს რა შეუძლია და მერე ან შეაქო ან არა:))))
გფფ
შეისწავლეს არა კვახი ორი რამე უშლის მაგას ხელს ერთი ის რომ ზედმეტი ვარჯიშებით დაიკუნთა და ელასტიურობა დაკარგა მეორე ის რომ ცოლი მაგიზა ადრე იყო ჯერ.
თემური
ცუდია, რომ ხვიჩას დაუგროვდა ვერ გამოყენებული მომენტები, რომლებსაც თამაშის შედეგზე გავლენა ექნებოდა თორემ, ვისაც ჰაალანდის ახლო მანძილიდან ცარიელ კარისთვის აცილებული ბურთი/მომენტი გემახსოვრებათ ამაზე იტყვით "ეს რაა, ხდება ხოლმეო"! თამაშის ბოლოს ხვიჩა მაგრა ათამაშდა და მაცარია თუ მაზარი მაგრა შეცდა ხვიჩა რომ შეცვალა. ჩემი აზრით ხვიჩას და მწვრთნელის შეცდომა არის სათამაშო პოზიციის სწორი შერჩევა! ფსიქოლოგიურად გაძლიერება და სათამაშო იღბალი ხვიჩას!!!
ხვიჩა
ამას უკვე არავითარი შელოცვა აღარ უშველის.დათარსულია

უკან რუბინში.
აკა
რისტვის აიკიდა ის ყვიტელი მაგარი სოფლელია რა ...პროვინციალიზმი... ოეეე ნაკიფუუუ ამის იმედზე ვერც გუნდი იქნება და ვერც ნაკრები რა...
ადრიანო
წავიდა აქ ისევ ამ გვარგადაკეთებული ვითომ ქომაგების ღვარძლიანი კომენტარები! ვის არ მოსვლია, მეზნის გასწორებაზე უნდა კვარას მუშაობა და ბევრს გაიტანს კიდევ მაგარ გოლებს..!!
შოთა
კარში დარტყმა არიცის, ხან მცველს არტყავს ხან კარს აცილებს ზოგჯერ მეკარეც უღებს, მაინტერესებს სტატისტიკა რამდენი დარტყმიდან რამდენი გოლი აქვს გატანილი. ამისგარდა აღარც დრიბლინგზე წასვლას ცდილობს, ვეღარც სახიფათო პასებს აკეთებს და ამისნაირად უაზრო უკანპასებს მგონი არცერთი შემტევი არაკეთებს გუნდში. ვინ გასწავლა, შემტევი ხარ და დაგეშილი უნდა იყო კარზე ოსიმენივით, სადგინახავს შენ ოსიმების უკანპასები? ლობოტკა არაკეთებს ამდენ უკანპასს რამდენსაც ეს. ამ მოჭრილი ფლანგზა გადატანითაც უკვე განსაკუთრებულს ვეღარაფერს აკეთებს. ან ფინტი გააკეთე, ან მოატყუე, ან ბურთს რო მიიღებ კარისკენ გაიქეცი, რითაც ყველას ესე შეაყვარე თავი, რა უკან პასი? არარისნის სწორი ორი მეტოქის გამო ვეღარ თამაშობსო, ორიმეტოქე ამას ყოველთვის ეთამაშებოდა მაგრამ მაინც ყოველთვისნდა ყველასგან არაორდინალური ქმედებებით გამოირჩეოდა, ეხლა მოკლებული აქვს უბრალოდ. ლოკომოტივიდან ვქომაგობ და ამის თამაშს არვმაზავ, გუშინ ოსიმენის პასი რო გააფუჭა გამოვრთე ტელევიზორი და მერე ანგარიში ვნახე. შეეშვი ხვიჩა წითელ ხალიჩებზე ცოლთან ერთად პოზირებას, არარის ეგ შენი საქმე და რაც შენინსაქმეა -ფეხბურთის თამაში გაიხსენე. ბევრი ივარჰიშე და ნაკლები ეკამათე მსაჯებს. რეგრესი გაქვს ამსეზონში აშკარად, რაც სტატისტიკაში იმდენად არა რამდენადაც შემოქმედებით მოქმედებებში, ბურთით კრისკენ გაქცევით, ფინტით მოტყუებით და კარში დარტმით (არა მცველისთვის ბურთის მორტყმით ან აცილებით) გამოიხატება. წარმატებები და ისევ ხშირად გეგეხარებინე
ბახტრიონი
ვინმემ დაარიგეთ,დაანებოს აგრესიას თავი მსაჯის და ფეხბურთელების მიმართ და უფრო მეტი იმოძრაოს ბურთის მისაღებად.
მარტო 60 წუთი
განსხვავება შარშანდელ და წლევანდელ სეზონთან მარტო ის არ არის, რომ მეტოქეებმა შეისწავლეს და ა.შ. შარშან სპალეტი იყო მწვრთნელი რომელმაც შესანიშნავად იცოდა ხვიჩას ფიზიკური მონაცემები და ამიტომ საშუალოდ 60 წუთს ათამაშებდა. ხვიჩასაც ერთის მხრივ მართლა მაქამდე ყოფნიდა “დიხანია” და მეორეც იცოდა რა რომ შეცვლიდნენ, თავს არ ზოგადავდა, დაღლას არ ერიდებოდა და 100% ით ცდილობდა 60 წუთში დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები. ახლა როცა 90 წუთს ათამაშებენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რათა არ დაიღალოს, თამაშობს თავისი შესაძლებლიბების 50-60%-ით და მაგით უკვე დიდ განსხვავებას ვეღარ ქმნის. ჩემი რჩევა მწვრთნელს: ათამაშოს მხოლოდ 60-65 წუთი და ვნახავთ ისევ ხვიჩას გაბრწყინებას.
Levani
მერედა მარტო კვარა არ არის ფორმაში თუ მთელი გუნდი? ჩაჯ...ლ გუნდში კიდე კარგად თამაშობს. ლავრენტამ ხო თქვა,ამ სეზონში მაქსიმუმ 12 ადგილი მინდაო.. ხოდა არ თამაშობს გუნდი და არ თამაშობს კვარაც
ზურას- ნამდვილი გულშემატკივარი
ან ბოლომდე არ წაიკითხეთ ჩემი კომენტარი,ან აზრი ვერ გამოიტანეთ სწორად!!!
გიო
კვარა კმარა ვარდნა ერი ნერვიულობს!
როდის?
ნიცა ვარ, მარსელი და ლოს-ანჯელესი, ვის რა პრეტენზიები გაქვთ?! მე ქალი ვარ!
გიორგი
თუ ვინმე დათვურ საქმეს აკეთებს აქ ეს ხარ უპირველესად შენ! და კიდევ კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელი რომ არის იმიტომაც იღებს ამ კრიტიკას, თორემ რიგითთან ეგ კრიტიკა საჭირო არ არის ისედაც ცხადია იქ ყველაფერი.მოკლედ თუ ამ ბიჭისთვის კარგი გინდათ კვარას სექტა დატოვეთ და შეცდომებზე მიუთითეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი დაჯდება სავალალო.და არავის სჭირდება 15 წლის შემდეგ ისტორიები თუ რა მაგრად დაიწყო კვარამ და მერე როგორ გაანიავა ნიჭი.ქინქლაძე ორს არ დავუშვებთ და სათქმელს ეხლავე ვიტყვით! ჩვენ გვჭირდება ისტორია სადაც ხელში ოქროს ბურთი ექნება და მთელი ერი ამით იამაყებს წერტილი.
ზურა
და რატო არ უნდა გავაკრიტიკოთ როცა ეკუთვნის, შედეგის მიუხედავად ქება დიდება სპორტის ცალკე სახეობაა თუ რო ვაკრიტიკებთ ნიშნავს რო არ გვიყვარს
მიშა???
ვა მიშა? შენა ხარ ტო???
Რაგბის ფანი
ინტელექტი უნდა ჩართოს საქმეში, მხოლოდ ფეხები არაა საკმარისი.
ნამდვილი გულშემატკივარი
როგორ ეგრევე გამოჩნდებიან ხოლმე ვითომ კრიტიკოსები!!! რომელ ფეხბურთელს არ მოსვლია მსგავსი რამ?! პირველად ნახეთ ფეხბურთელმა მომენტი რომ ვერ გამოიყენა?! ჯანსაღ კრიტიკაზე არაფერს ვამბობ,მაგრამ შეეშვით ხალხნო მის მეუღლეზე საუბარს და ქილიკს,სირცხვილია!!! პატარა ერი ვართ,ძლივს გვეღირსა ფეხბურთელი და შევირგოთ ხომ შეიძლება?! გვერდში დავუდგეთ და წარმატებები ვუსურვოთ!!! ხვიჩამ იცის დაცემის შემდეგ ღირსეულად წამოდგომა,მიხედავს ის მის საქმეს!!! ვისაც არ გახარებთ კვარას თამაში უბრალოდ შეეშვით ჩემი რჩევაა,თორემ ბუმერანგის პრინციპი ალბათ გაგიგიათ!!! ხვიჩა წარმატებები❤️ გვიყვარხარ,მადლობა
სად?
შეუძლებელია ამდენის მოთმენა! კმარა კვარა ვარდნა! (გადადექი!)
ზოლა
ფაქტია რომ შარშანდელი ხვიჩას ლანდია წლევანდელი, ასეთი მომენტების გაცუდება არ ეპატიება ისეთი ბეგრაუნდის მქონე ფეხბურთელს როგორიც კვარაა და ცუდი ისაა რომ ბოლო თამაშებში ასეთი მომენტი თითქმის ყველა თამაშში ქონდა და ერთიც ვერ გაიტანა...შარშან ცეცხლი იყო,წელს ჩამქრალია...
ფორცა იუვე
ფორცა იუვე. მერდა ნაპოლი და ხვიჩა
vava
არაფერი ეშველება - ევრონაცობა განაჩენია მისთვისაც და მისი მრჩევლისთვისაც..
მარტივად
რად უნდა მაგ მომენტს ამდენი ფილოსოფია. მანდ პროფესიონალ ფეხბურთელს მარჯვენათიც უნდა გაეტანა მარცხენათიც ისეთი მომენტი იყო. ვერ გატანა უფრო რთული იყო ვიდრე გატანა. რაღაც ჭირს ამ ბიჭს. არა და ნაკრებში კარგად ითამაშა. მაგრამ ფაქტია ნაპოლიში აჭრილია
KOSTAKURTA
კვარა ასე უპასუხისმგებლო, უჯიგროდ თამაში არ შეიძლება!ორთაბრძოლებში არ შედის.ბურთის მიღება,დამუშავება და საბოლოო,დამაგვირგვინებელი დარტყმა კიდევ უფრო გაუარესდა.ოსიმენის პასი წინ გაექცა და შემდეგ კიდევ უხეირო დარტყმა....დისციპლინა მოშლილია.თამაშის ბოლოს გააქტიურდა, მაგრამ ეს თამაშის ბოლოს.ეს უკვე ჩავარდნა კი არა მძიმე რეგრესია.თავი ხელში თუ არ აიყვანა, მოუწევს თამაშის დაწყება სათადარიგოთა სკამიდან.
ფეხბურთი
კარში ბურთი რომ გადაგზავნო, ამისთვის საჭიროა ბურთის სწორად მიღება. ბურთი შიდა მხრიდან რომ მიეღო, გაცილებით მარტივი იქნებოდა სწორად დარტყმა. როგორც მიიღო ბურთი, ისე დაარტყა. ეს ერთი პატარა დეტალია, თუმცა კვარას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს და იმედია ვინმე გამოცდილ ადამიანს მოუსმენს და ქაჯობას თავს დაანებებს.
საქმეც მაგაშია
ხვიჩას რათქმაუნდა, მაგრამ ასევე მის საყვარელ ცოლს მინდა მივმართო, საყვარელ ნიცას- ხვიჩას მნიშვნელობა ქვეყნისთვის, უკვე ასე გამოვიდა, რომ უდიდესია. მგონია, რომ მაქსიმალურად უნდა აჯობოთ საკუთარ თავებს ორივემ ,ცოტა ხანი მოითმინოთ კიდევ და არ უნდა გაჩერდეთ! არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ტიპიური ქართული ამბავი ხვიჩასთანაც რა :( კვარას მთავარი კოზირი რაც განასხვავებს ყველასგან მას, არის ფეხბურთის აყვანა ხელოვნების რანგში ლამის, მთელი მისწრაფება, მიზანდასახულობა და შემოქმედებითი მომენტი, უზარმაზარი შრომა და სიყვარული და იმიტომ გამოსდიოდა ყველაფერი. ეხლა არ მიწყინოთ და ჩანს იცით რა, ნელ-ნელა როგორ შემოდის ყოფითი ელემენტი ამ ყველაფერში და ბიჭი აღარ იღიმება მოედანზე. კვარა ეს ხომ თამაშია, სადაც შენ ხარ საუკეთესო! გაიღIმე ბიჭO :) აი ეს ჩანს, როგორ სრულიად სხვანაირად არის გააზრებული ამ წუთას ფეხბურთის როლი შენ ცხოვრებაში. არ გაჩერდეს ეს ენთუზიაზმი. ნიცა - მთელი სიდიადე ამ ბიჭის არის მისი სიყვარული ამ თამაშისადმი და თუ კინოების ერთად ყურებას და სახლში მყუდროდ დროის გაყვანას, რაღაცეების თვალიერებას ამჯობინებს სულ, მაშინ გახდება რიგითი ქართველი ფეხბურთელი და ეს იქნება ძალიან ძალიან სამწუხარო ამბავი. გთხოვთ ორივეს - აქამდე რადგან მოხვედით, არ გაჩერდეთ, რაღაც ხდება აშკარად, დამძიმდა კაცი, არადა ოქროს ბურთი ასაღებია ხვიჩა! არ გაჩერდე! წარმატებები ორივეს, უბრალოდ მთელი მსოფლიო იმედით გიყურებს, ითამაშე ლამაზად, თამამდ აიღე მეტი საკუთარ თავზე ამ ხელების ქნევას, არ გიხდება. დრიბლინგი და ღიმილია შენი მთავარი კოზირი, ფეხებში გატერებები კარგია, მარა მეტი გადამწყვეტი საკუთარ თავზე აღებაა საჭირო, მეტია საჭირო, თორემ უცებ ჩაიქნებენ ხელს იტალიაშიც. სერია ას სჭირდები, გვერდში გიდგას პრესაც და გულშემატკივარიც, თან მგონი ყველა კლუბის და ქვეყნის, არ დაგავიწდეს რისკენ მიდიხარ
ხო
მართალია, ვიღაცამ უარყოფი გავლენა მოახდინა ხვიჩას კარიერაზე, ხვიჩა როგორც ჩანს ალალია და იმ "ვიღაც" ქარაფშუტას უარს ვერაფერზე ეუბნება, ზუსტად მაგ მიზეზით გაქრნენ ნიჭიერი ფეხბურთელები არა მხოლოდ ქართველები. პრობლემა იმაშია რომ ერთ დროს მშრომელი ხვიჩა კმაყოფილია იმით რაც აქვს და რაც დღეს არის, ეს კი იმას ნიშნავს რომ ხვალ ეგეც არ იქნება. ძალიან ადრე იყო მისთვის იმის დაჯერება რომ უკვე ვარსკვლავია, იმ დაჯილდოებებმაც ცუდი სამსახური გაუწია, მაგრამ ყველაზე ცუდი გავლენა მაინც იმ "ვიღაცამ" იქონია რომელსაც ვერაფერზე უარს ვერ ეუბნება
gulshematkivari0703
მეკარე ხვიჩასგან უფრო მარჯვენა მხარეს მოდიოდა და ხვიჩამაც გადაწყვიტა მარჯვენა კუთხისკენ დარტყმა რაც არასწორი იყო. უნდა მოეტყუებინა თავის საყვარელ სტილში,მარჯვენა ფეხიდან მარცხენაში გადაეტანა და შესნი გასრიალდებოდა,მერე კი ცარიელ კარში გაიტანდა...მოტყუებაზე არ წავიდა იმიტომ,რომ გუნდი ხვიჩას გარშემო არ თამაშობს,მაძარის ხელშიც!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ლაიფციგი" ამ ზაფხულს შესაძლოა, კიდევ ერთმა ფორვარდმა დატოვოს
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
უარი კლუბისგან და ფეხბურთელისგან - ლოკატელი "იუვენტუსში" რჩება
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
პსჟ-ის მცველი შესაძლოა, "იუვენტუსში" გადაბარგდეს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ