გუშინ, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბებერი ქალბატონების" მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

გამოუყენებელი მომენტის გამო, "კვარა" იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა" - Eurosport-ი.

"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი შანსი გაანიავა" - La Gazzetta dello Sport-ი

"სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "კვარას" გაფუჭებული მომენტის გამო, "ნაპოლიმ" მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა" - Tuttonapoli.

"ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა" - Sportmediaset-ი.

"გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა" - Football Italia

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

ალექს
მე ვნახე მა გმომენტის ვიდეო სხვა რაკურსით,განსხვავებული რეპორტაჟისგან, გატტიი მამაძაღლმა მუცელში მუჯლუგუნი მიარტყა კვარას , ხელუკუღმა, დიახ ზურგშექცევით კი იყო , მაგამ ხელი უკან გასწია და კრა კვარას , მაისურიც მოქაჩა , ამიტომაც საპასუხოდ ზურგში ბურთი ესროლა კვარამ, არ უნდა ექნა, მაგრამ ასე იყო ! ეს საშინაო დავალებაა, კვარას წინააღმდეგ მუშაობენ მწვრთნელები, თანაშემწეები, მისი ფინტებით გაბითურებული მცველები -სამუშაოს კარგავენ, ფულს კარგავენ , მსაჯს ათი კამერა არ აქვს, აქვს ორი თვალი და მას ეს ინცინდენტი არ დაუნახავს, მაგრამ რომელიღაც კამერამ დააფიქსირა !აქვე დავძენ უამრავი კადრია როცა კვარას ისე იჭერენ, რომ მსაჯი ამას ვერ ხედავს , აი ეს დაამუშავეს, კი არ გაშიფრეს კვარა, ვერასოდეს გაშიფრავენ ხელოვანს, აი ეგენი კი ხელოსნები არიან-ბოდიში ამქართან, კარგ ხელოსანს რა ჯობს,ხელოვანია ეგეთიც, ისე სიტყვის მასალად !
სოსო
მხოლოდ ხელფასი არ არის,დავით.რომ შეჰპირდა და გადააგდო.ესეც და ოსიმენიც,ეგ არის.სულელად რომ გამოჰყავხარ,ეგ არის საწყენი და ხალისის დამკარგავი.აგერ ახლა,ოსიმენთან ისევ დაიწყესო,ხელფასის მომატებაზე მოლაპარაკება და 10 მილიონს სთავაზობენო.კარგი,ვთქვათ ოსიმენი კვარაზე ძლიერია,10-ჯერ მეტი უნდა გადაუხადოს?ეგეც საკითხავია,დაუნიშნავს თუ არა,მაგდენს,მაგრამ მაგის გარეშეც,ოსიმენს თითქმის 5 მილიონი ჰქონდა და ისევ მას რომ უმატებს,ამას კი,სტაჟიორის ხელფასს რომ უტოვებს,არ არის შეურაცხმყოფელი?როცა შეურაცხყოფას გაყენებენ,იქ ფულზე კი არა,უკვე ღირსებაზე გადადის საქმე და სულაც სკამზე რომ გადასვას,ხვიჩას ადგილზე,გუნდიდან გაშვებას მოვთხოვდი.ხვიჩასთვის ხელფასი,უკვე შარშან ზამთარშივე უნდა მოემატებინა,დე ლავრენტისს.ზაფხულში მაინც,უკვე აუცილებლად და ამდენი ხანი არ აეგდო, მასხარად.ისე,ოსიმენმაც წასასვლელად რომ გაიწია,ახლა ამოიღო დე ლავრენტისმა ხმა,ხელფასის გაზრდაზე.სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა დარჩე.
დავით 67
სოსო-ს! შენი კომენტარი ამტკიცებს იმას რომ ხვიჩა ცუდი ანაზღაურების გამო არ იკლავს თავს და ამიტომ არ თამაშობს. რაც მე პირადად არ მიმაჩნია სწორად. კი რა თქმა უნდა ფულს ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. მოედანზე რომ გადიხარ იქ ფულზე არ ფიქრობ, იქ ხარ მებრძოლი, როგორც ომში. ძალიანაც რომ არ გინდოდეს თამაში კარგად, მაინც ვერ შეძლებ, თუ პროფესიონალი ხარ. მე იმის თქმა მინდა რომ მოედანზე გასული ფეხბურთელისთვის ფული მეორეხარისხოვანია იმ კონკრეტულ მომენტში. წინა კომენტარში ავხსენი თუ რატომ ამართლებენ ხვიჩას ჩავარდნას, არადა ფაქტია რომ ბიჭი ვეღარ თამაშობს ისე, როგორც შარშან. რაც შეეხება თვითონ გუნდს ნაპოლის კიმის გაყიდვა არაა მარტო. აქ მწვრთნელის პრობლემაა. კარგი გუნდის შექმნა საშუალო ფეხბურთელებითაც შეიძლება. ( არაძვირადღირებული) შეხედე შტუტგარტს, ლევერკუზენს, რომელსაც ბოლო 25 მატჩი არ წაუგია, იმათ გგონია დიდი ხელფასები აქვთ? ასტონ ვილა გამომრჩა კიდევ დამშეული მგლებივით თამაშობენ. ასე რომ შენ რეალი სიტი და პსჟ პატრონებივით ვერ იქნება ყველა. აგერ სიტი ლუტონთან აგებს პირველ ტაიმში. და ბოლოს როდის მოიგეს თვითონაც აღარ ახსოვთ. ის შედარება რომ ხალხი უცხოეთში გარბის უკეთესი ანაზღაურებისთვის ეგ სხვა რამეა, რაც ფეხბურთთან კავშირში არაა. ასევე შეუძლებელს ვერ გააკეთებ როგორც არ უნდა გიჭირდეს. თუ პროფესიონალი არ ხარ. 32წელი ვიცხოვრე უცხოეთში და კარგად ვიცი რასაც ვლაპარაკობ.
ირაკლი
ჩემი აზრით შესასნიშნავად და ლამაზად ითამაშა, ფაქტიურად ბურთს ვერ ართმევდნენ. ის გოლი რომ გაეტანა მისი ხოტბა დიდებაში იქნებოდა ყველა. სამწუხაროდ იმ მომენტში მოულოდნელობისგან, რომ მასთან არავინ იყო, დაიბნა. დაახლეობით იგივე სიტუაცია იყო რაც ატალანტასთან, 7 ფეხბურთელი რომ მოსდევდა და აქ კი სულ მარტო იყო.
სოსო
რატომ ვერ გაიტანა გოლი,მგონი გასაგებად ავხსენი.ბურთის მიღებისას,ტექნიკურმა წუნმა,ბურთის შორს გავარდნა გამოიწვია და ბურთს გრძელ ნაბიჯზე დაეწია,რის გამოც გამოზომილი ძალის დარტყმა,ვეღარ შესძლო.რაც შეეხება ხელფასს,ის შუაში კი არა,თავშია.შარშან,ხვიჩა,ახლად მიღებული იყო და დასამტკიცებელი ჰქონდა,რომ ღირებული ფეხბურთელია.მისი მაშინდელი ხელფასი,იმ დროისათვის ნორმალური იყო,მაგრამ როცა იტალიის საუკეთესო და მსოფლიოს N17 ფეხბურთელი ხდები და ხელფასს,კვლავ გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობის წევრისას დაგიტოვებენ,რა მოტივაცია უნდა დარჩეს?არა და ხომ ჰპირდებოდა!კაპიტალისტურ სამყაროში,სწორედ ანაზღაურება განსაზღვრავს,პიროვნების სტატუსს და გუნდის ვარსკვლავებს,გამორჩეულად მაღალი ხელფასებიც აქვთ.გუნდი ჩემპიონად გახადეს და მხოლოდ ხვიჩას კი არა,ოსიმენსაც არ მოუმატა ხელფასი და ისიც მოატყუა.ზელინსკის,სულაც შეუმცირა,ანაზღაურება.ამის შემდეგ,რატომ მოიკლავენ თავს,ეს ფეხბურთელები,ან სხვები,რომლებიც ხედავენ,რომ სხვების მონდომებას,არავინ აჯილდოებს?რატომ დაიცალა საქართველო,ახალგაზრდებისაგან?იმიტომ რომ აქ შრომით,ნორმალურ შემოსავალს თითქმის არავინ გიხდის,ხომ ასეა?!ყველა პირველ რიგში,შემოსავლის და მომავლის უზრუნვეყოფისათვის შრომობს.მათ შორის,ხვიჩაც.მას ახლა ოჯახი ჰყავს და მხოლოდ ტაშის გულისათვის,არავის დაემტვრევინება. პ.ს.შევჩენკო,მილანში რომ გადაიყვანეს,ბერლუსკონიმ უთხრა,თუ სეზონში 20 გოლს გაიტან(შესაძლოა რიცხვი მეშლება),ნავს გაჩუქებო და გოლის გატანის შემდეგ,მატჩის დასასრულს ,გასახდელში ჩასულ ბერლუსკონის,ანდრეის გოლს რომ ულოცავდა,შევჩენკომ,პირდაპირ უთხრა,ხომ გავიტანე,ნავი მინდაო.სტიმულის გარეშე,შთაგონებით თამაში არავის გამოსდის. წინა სეზონში,ნაპოლიმ,79 მილიონი მოგება ნახა,მაგრამ მაინც გაუშვა კიმი,სპალეტი და ჯუნტოლი.ამით და გარსიას მოყვანით,უკვე ნათქვამი იყო,რომ წელს ნაპოლი,დასუსტდებოდა.ამაში ფეხბურთელების დადანაშაულება,კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს,დე ლავრენტისის უღირსობას.გარსიას ნაცვლად მაცარის დანიშვნა,რომელიც გაჩემპიონებას გვპირდებოდა,კიდევ უფრო ცხადს ხდის,მის თაღლითობას,რადგან ბავშვისთვისაც კი ცხადია,რომ წლევანდელი ნაპოლის რესურსი,მაქსიმუმ,ოთხეულში მოხვედრას სწვდება.ახლა კი ბედავს და ფეხბურთელებს ლუზერებს უძახის.რატომ ითამაშებენ,სრული თავდადებით და შთაგონებით,ეს ფეხბურთელები?დე ლავრენტისი,თვითონ არის ნეაპოლელი და მას თუ ფეხებზე ჰკიდია,მოსულმა ფეხბურთელებმა,რატომ უნდა დატოვონ თავისი ჯანმრთელობა,მოედანზე?არ დაგავიწყდეთ,რომ საწვრთნელ თამაშებზეც კი გადასახადი დააწესა,რეპორტაჟის ჩვენებისათვის.მას უნდა ფული და ფეხბურთელებს არ სჭირდებათ?დღევანდელ ფეხბურთელებს,გლადიატორებს უწოდებენ,მაგრამ მოედანზე სიკვდილი,მხოლოდ შესაბამისი გასამრჯელოს ფასად უღირთ,ფეხბურთელებს.აგერ,5 ლარად,ჩემი ვენახის ძირების გამობარვა შევთავაზე,მკითხველებს,მაგრამ რატომღაც,არავის გამოუთქვავს სურვილი.რატომ?იმდენ შრომად არ უღირთ,იმ 5ლარის შოვნა და იმიტომ.არავინ გამოჩნდა,ასეთი სულელი.აბა ხვიჩას რას სთხოვთ?!
ადამიანი
ვისაც ფეხბურთი და რაც მთავარია ხვიჩა უყვარს,დიდი ხანია წერს კომენტარებში,რომ ხვიჩას კვალიფიციური ფსიქოლოგი ჭირდება ,,ვაი"-მედიის და ,,ვაი"-ქომაგების ხელში,ან მისი მოძღვარი. როდესაც ხვიჩა ,,თამაშობს",შედევრებს გქმნის,როდესაც ,,მუშაობს",გამოდის რაც გამოსდის. სოცქსელებში და მედიაში ამ ნიაღვრების ფონზე,კიდევ კარგად არის.დაეტყო კიდეც,მუდამ გაღიზიანებულია,ღიმილი წაუშალწს სახეზე
ალექს
ფაქტია, სენსაცია კვარას ცუდად თამაშია, არ ელოდებიან ცუდ თამაშს, ისე , სენსაციური სათაურით გაზეთის ტირაჟის უბადრუკი მცდელობით გაზრდას აჯობებდა, მაგ პრესას დაეთვალა რამდენჯერ ეუხეშნენ კვარას, რამდენჯერ იჭერდნენ ხელის წელზე მოხვევით და რამდენჯერ მაისურზე ქაჩვით, ფეხებში რტყმით , გოტტი მამაძაღლმა ხელი კრა კვარას , იმიტომც უთავაზა ბურთი ზურგში, რად არ გააფრთხილეს გოტტი? კვარას წინააღმდეგ მისი ფინტებით გაბითურებული მცველები და ბრმა მსაჯები-აი თემა! კი არ ვიგონებ , მრავალი კამერა იღებს ამას და არიან სპეციალისტები, რომლებიც ამაზე უკვე გაამახვილეს ყურადღება! მიდის კვარაზე ნადირობა!
სიმართლე
ძალიან ვწუხვარ რომ ქზოგს პროფესიონალზი არ ესმის და მარტო ქართველობაზე აქვს აქცენტი გადატანილი, რაც იმას ნიშნავს რომ ქარძტველობაც არ იციან როგორი უნდა იყოს კარგი. ყველას დასანახად პირჯვრის წერა ქართველობას არ ნიშნავს. თუ პირჯვრის წერა უნდა ადამიანს წავიდეს ეკლესიაში და ილოცოს და იწეროს პირჯვარი. ოედანზე ხალხს უნდა ფეხბურთელი და მარალი დონის. ველა თამაში მაქვს ხვიჩასი ნანახი და ეს იყო ერთ ერთი ყუველაზე ცუდი თამაში ყოველ მხრივ. ~ასს არ აზლევენ და ასე შემდეგ რომ წერ ყველა ფებურთელი მოედანზე ბალახის საძოვრად არ უნდა იდგეს მარცცხენა ფლანგზე და უნდა იმოძრაოს, შუაში შევიდეა. ხვიჩას ბევრი რამ კარგი აქვს მაგრამ ამ სეზონში ეტუობა რომ სიჩქარე დაკარგა, ადგილიდან ვეღარ კრიფავს და ასევე გაქცეულსაც ბევრი მწვრთნელი ასწრებს ბურთზე და ბურთზე ბევრჯერ კარგავს. ამას გარდა ყველ დრტყმას შიდა ფეხით ჩახვევა რა სჭირდება მეკარე დაწოლილი იყო და მთელი კარები ცარიელი სადდ მოინდომა ზემოდან ჩახვევა როდესაც ადვილად გასატანი ბურთი ჰქონდა თითქმის მცარიელ კარში. მაღალი დონის ფეხბურთელები რონალოდ რომ კუმირადდ ჰყავს და მესი ასეთებ არ ანიავებენ. მერე კიდევ ერთხელაც ვიტყვი რა დრო ცოლი იყო ჯერწვერი ვერ გაუპარსია წესიერად და ცოლი. ცოლს არას ვერჩი, ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივე, მაგრამ გაურბოდა? და დაეწია? კარგით რა დიდი ფეხბურთის თამაშს ცოტა ეგოისტობა სჭირდება რომ უკეთესი კარიერა აიწყოს და დიდ გუნდში გადავიდეს. იმედია გადავა მარამ ასეთ განიავებულ დართყმებს, ასე უსუსრად დარტყმულ ბურთებს საჯარიმოს გარედან რომლებსა ან თავის მოთამაშეებ არტყამს ან მოწინააღმედიგსას დიდ გუნდებში ვერავინ აპატიებს და უფრო მეტი კონკურენცია ექნება. თუ სპორტი არ გითამაშიათ მაგას ვერ მიხვდებით დამიწყებთ ასუსულელეების წერას. ქართველობას რომ აწვება ზოგი ქვეყანა თავზე გვექცევა და არქიფოების და საბჭოთა გადმონასთი სისტემის ხელშია ეს საწყალი საქართველო, ჯიჯგნიან, ყიდიან და ვერ გაზძღა ზოგიერთი. პროფესიონალიზმი ყველა საქმეშია საჭირო და არა ვინ ვის იცნობს, ვინ ვისი ბიძასვილ მამიდაშვილია, ვინ ვისი კლანიდან და ასე შემდეგ. თურქულ ნოველაში ცხოვრობს მთელი ქვეყანა. ბოტოქს თუჩ პ რ ო ჭიანი ლამაზმანებით და ვითომ მაფიოზა ხეპრეებით სავსე რომელნიც გუდის ტიკის ფორმისანი არიან. ქვეყანა სასე არ შენდება და ამის გამოც არის რო ფეხბურთიც, რაგბიც, დაკალათბურთიც ვერას აღწევს დიდ ასპარეზზე რადგან იმავე კლანიების ხელშია ყველაფერი. ჯანსაღი საზოგადოება არ გვყავს. მცოდნეთ დასცინიან და უცოდინრებს ცაში იყვანენ, ფარისევლობა უმაღლეს დონეზე და ასე შემდგ. მოლკლედ სანამ ქვეწყანა ასეთი ხალხის ხელიდან ხელში გადადის, და ხალხი ქართულ ენასაც პატივს არ სცემს ვერაერი გამოვა და ვერც თქვენი თუ ჩვენი ხვიჩა ან სხვა ვინმე ავა უმაღელს დონეზე რადგან ესენიც ამსაზოგადოებსი და სენით დაავადებული ქვეყის შვილია... კარგად ბრძანდებოიდეთ. დღევანდელ შავი ლომის თამაშიდან გამოჩნდა როგორ უყვართ საქართელო, წვიმამ შეაშინა მაყურებელი და პატრიოტიზმი დააკარგვინა... ამხელა შეძჯიბრებაე დაუშვეს გუინდი და ცარიელ ტრიბუნნებძი და მერე ექვსი ერი გვინდა. ძუსტად მაგას უყურებენ ექვს ერში, სტადიონი თუ არის სავსე და რა შემოსავალი შემოდის. შავმა ლომმა მაგრად ითამაშა და მოსაგები თამაში ჰქონდ ასახელოვან გუნდთან და ასევე გამოუცდელობის გამო წააგეს. ყოჩაღ ბიჭები მაგრამ ასეთ თამაშზე არ დასწრება ქვეყნის ღალატია!!!
Nk
25 რათ უნდა 5 წუთით შემოიყვანე და დაბრდღვნის . . . კაი რა . . ნუ გაუტრაკეთ ამ ხვიჩას, რეალურად ერთი მომენტი იყო საუკეთესოობასა და არასაუკეთესოს შორის. კვარას პირადი სტატისტიკა ნახეთ თავისი 90%+ პასებით მაგ თამაშშივე, წარმატებული დრიბლინგებით და მოგებული დუელებით !! მერე შეუდარეთ ოსიმენს და პოლიტანოს. მანდ მიხვდებით, რო ის გოლი რო გაეტანა და სუ რო ფრე დამთავრებულიყო საუკეთესო ამ თამაშში ისევ კვარა იყო. არადა ტიპი მარტოა ფლანგზე . . მეორე ტაიმის პირველი ნახევარი პასი არ მისვლია
Rezo
ნაპოლის დედაც, მისი ფეხბურთელებისაც და მწვრტნელ-მფლობელების და რაც მთავარია " გულშემატკივრების". მთელ ნაპოლის სჯობს ხვიჩა! პასს არავინ არ აძლევს და კიდევ მასზე იყრიან ჯავრს. იმედია ინგლისში გადავა, სადსც იციან სიყვარული და დაფასება!
სკარო
ანუ ჯერ ნოლ კლასშია?
K
ცოლის მოყვანა არ უნდოდა და ძალით მოაყვანინეს
K
ანუ მეტი ხელფასი რომ ჰქონოდა გაიტანდა? დაბალი ხელფასის გამო არ გაიტანა?
gogi
ზედმედ პასუხისმგებლობას ვკიდებთ ამ ბიჭს. კი დღეისათვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია, ნიჭიერია, ბევრს სჯობია იტალიაშიც და სხვაგან, მაგრამ არც მესია და არც მარადონა. ბოლო პერიოდში როგორც იქცევა სწორედ იმის მაჩვენებელია რომ დაიჯერა თავისი გამორჩეულობა. ახლა ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, რომ ეს მომენტი გადალახოს, დაწყნარდეს და თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ამისათვის ან თვითონ უნდა შინაგანად ძლიერი, ან გარემოცვა მიეხმაროს ან ორივე ერთად....
დავით 67
უცნაური კომენტარია. რა შუაშია აქ ხელფასი? შარშან უფრო ნაკლები ჰქონდა, მაგრამ დაფრინავდა. მისი რეგრესი თითქოს აუხსნელია, მაგრამ არა ხელფასის გამო. ან ეს რა ლოგიკაა ვინც მეტ ხელფასს ღებულობს ის უკეთეს ფეხბურთელად ითვლება. და ვინ თვლის მასე? ერთიდაიგივე პროფესიის ადამიანს მაგალითად იურისტს, შეიძლება უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის უკეთესია პროფესიაში. რაც შეეხება ხვიჩას, ძლიერ რეგრესი განიცდის, არამარტო ამ გაფუჭებული მომენტის გამო. ყველა ამას ვხედავთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რა თქმა უნდა ხედავენ, მაგრამ არ უნდათ აღიარება. ჩემთვის გასაგებია ასეთი ფენომენი, ერთხელ თუ რამე სთქვა ან რამე არასწორი გააკეთა, მთელ ცხოვრებას სიჯიუტეში გაატარებს, ოღონდ არ გადათქვას. სიჯიუტე კიდევ სიშტერის ( უტვინობის) გამოვლინებაა. სამწუხაროდ ბევრია ასეთი ხალხი ჩვენში. ისეთები ვისაც ბოდიშის მოხდა უტყდებათ ან რამე არასწორად თუ გააკეთა, არასოდეს აღიარებს, ამოჩემებაც ავადმყოფური ვნებაა, ვიღაცის გაგონილზე ჭორების შექმნა და ა.შ.
გლახუნა
- ცოტა შინაგანი- ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს,მაგრამ არა უშავს,უნდა ეცადოს დამშვიდდეს, 2-3 თამაში დაისვენოს, მოიშოროს სხვების რჩევები და მის ფეხბურთს დაუბრუნდეს, მშვიდად და თავისუფლად გავიდეს მოედანზე და იფიქროს საკუთარი ფეხბურთი ითაშოს და არა ,,შეცდომა არ მომივიდეს,,...საკუთარი დრიბლინგებით,გოლებით,ასისტებით, თავისუფალი სივრცეებისათვის მუდმივი ბძძოლით და რწმენით-,,ყველა შეცდომას გამოვასწორებ ბრძოლით და ნიჭით,, - ხვიჩა კვარაცხელია ვერ იქნება ვერც როსი,ვერც პირლო,ვერც გატუზო... ხვიჩა უნდა ოყოს ხვიჩა,განსაკუთრებულად მომხვიბვლელი თამაშის სტილი- დრიბლინგებით,როგორ ფეხბურთს თამაშობს და როგორიც აჩვენა გასულ სეზონში... თუ ამ თამაშს შეუზღუდავენ (მწვრთნელები) და მას ხვიჩა შეეგუება, ან ვერ შეძლებს დამშვიდება- მშვიდად თამაშს -დარჩება საშუალო კლასის, რიგით მშრომელ ფეხბურთელად, თუ შეძლებს- ყველაფერი კარგად იქნება. აქვე, ეცადოს მოედანზე მარტო დარჩეს, ბურთთან მშვიდად- მარტო იმუშაოს ხოლმე და აუცილებლად მოძებნის საკუთარი საკუთარ თამაშს.
ალეკო
კვარაცხელია არ არის იმ ფორმაში, რომ 90 წუთი იყოს მოედანზე. ის მეორე ტაიმის შუაში რომ შემოიყვანონ ერთ ნახევარმცველთან და ერთ თავდამსხმელთან ერთად, უფრო კარგ შედეგს დადებს. მას უხდება შექება, წაჯიკავება და წათაქება, მაგრამ ეს ყველაფერი 20-25 წუთზე მეტ ხანს არ მიჰყვება. აეე ის უფრო შედეგიანი იქნება და უფრო მეტად გაიზრდება, ხოლო როცა მას იმაზე მეტის აწევას თხოვენ, ვიდრე შეუძლია, ამით მის ნიჭსაც ჩაკლავენ და ფეხბურთიდანაც ნაადრევად გაისტუმრებენ...
Vito
გარემოს შეცვლა სჭირდება... ჩავარდნა ყველას ააქვს.. ცოტა ფსიქოლოგის დახმარება და დარტყმაზე ვარჯიში..
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
სექტაააა რა საბრალოები ხართ
სოსო
თუ მხოლოდ იმ მომენტზე ვიმსჯელებთ,ხვიჩამ ბურთი ზომაზე მეტად გაიგდო წინ,მეკარე ძალიან მიუახლოვდა და თავზე ბურთის გადაგდების ნაცვლად,იძულებული გახდა,მოსწრებაზე დაერტყა ბურთი.სხვაგან დავწერე და დისლაიქები არ დაიშურეს,მაგრამ აქაც გავიმეორებ:ვისაც კარგ ხელფასს უხდიან,პასუხიც მას მოსთხოვონ.პასუხისმგებლობა,ანაზღაურების პროპორციულია.ყველგან ასეა და ხვიჩაა მხოლოდ,ვინც მუქთაზე უნდა იმუშაოს,ყველამ სხვადასხვა ბრუნვაში აბრუნოს და ნერვები რატომ ეშლებაო,კიდევ იქით უსაყვედუროს?მთელ ნაპოლის,მასზე უკეთესი ხელფასი აქვს.ესე იგი,მასზე უკეთეს ფეხბურთელებადაც ითვლებიან და დაე მათ ითამაშონ,უკეთესად.მილიონს უხდიან,და 2 მილიონისას თამაშობს.მაგაზეც მადლობა უთხრან.დე ლავრენტისი,მეტს არ იმსახურებს.ვინც ფიქრობს,რომ ხვიჩამ, ამ ხელფასზე,მთელ გუნდზე უკეთესად უნდა ითამაშოს,მათ ჩემთან სამუშაოდ დავუძახებ.ვენახის ძირები მაქვს გამოსაბარი და დღეში,5 ლარს გადავუხდი.თუ ორპირს გადააბრუნებს,ქებას, დიდებას და მადლობას არ მოვაკლებ.ვინც თანახმაა,გამომეხმაურეთ.აბა?!ვინ არის,მოტივირებული!

გამოვიდეს და სთქვას რა ჭირს ამ კაცს
დავით 67
ეგ სად წაიკითხე, რომ ხვიჩამ ნაპოლი გააფარჩაკა?? ასევე რა იცი რამდენი წლის შემდეგ გახდება ჩემპიონი?
დავით 67
ისევ წარსულით ცხოვრება, ისევ ძველი ამბების გახსენება. ზოგის კომენტარი სადღეგრძელოს მაგონებს ტკბილი მოგონებების. აწმყო და მომავალზე არავინ აკომენტარებთ ( ყველას არ ვგულისხმობ) ვერ ხედავთ რომ ბიჭი ვეღარ თამაშობს? ძალიანაც მინდა რომ ისევ ისეთი იყოს, როგორც წინა სეზონში, მაგრამ არ არის ისეთი და თავს რატომ იტყუებთ? ვისაც არ უნდა კრიტიკის მოსმენა, გაიძახიან ნიჭიერი არისო, თითქოს ვინმე უარყოფდეს. ნიჭს შრომა და გამოყენება უნდა. ვნახოთ იქნებ ათამაშდეს, ძალიან გაუგრძელდა ეს ჩავარდნა. ის რომ მისი თამაში შეისწავლეს ეს აბსურდია. კარში ვერ ურტყამს ზუსტად, თანაც აგვიანებს დარტყმას, დრიბლინგებს ერიდება. რაღაც ხდება მის თავს. ცოლი და ოჯახიც არაფერ შუაშია მგონია. მოკლედ რეალურ მიზეზს მე ვერ ვხედავ თუ რატომ არაფერი გამოსდის. ჯადო და შელოცვებისგან მე პირადად შორსა ვარ.
დათო
რეალობას უნდა გაუსწორო თვალი კვარამ რა მომენტიც ვერ გამოიყენა ესე არ უნდა ხდებოდეს აქ უფრო თავში ავარდნას ვხედავ და დასჯა უნდა მე ასე მოვიქცეოდი
aburjga
მე კიდევ ვფიქრობ, რომ საკუთარ თავზე მეტმა მუშაობამ და ათასნაირმა სქემებმა ქნა ის, რომ ხვიჩა ფეხბურთს ვეღარ თამაშობს, ხვიჩა პროსტა მოედანზე შრომობს, მუშაობს! ეს კი არის ის რასაც ხედავთ! ხვჩამ ფეხბურთი უნდა ითამაშოს!
კვარაჩელე
მიუხედავად იმისა რომ შვილივით ვგულშემატკივრობ ბოლო ორ თამაშში ორი დიდი შანსი გაანიავა.
გიორგი
ერთ რამეს ვერ ვიგებ თქვენგან.ჩავარდნა ნებისმიერ ადამიანს აქვს ნებისმიერ სფეროში,რაც ისევ თავდაუზოგავი შრომით არის გამოსწორებადი.როცა ამდენი ხნის მანძილზე გრძელდება ეს აშკარად შენშია პრობლემა.,რაც ან ვინმემ უნდა მიგითითოს ან შენ უნდა მიხვდე.რაც შეეხება დაუფასებლობას,მეტი რა უნდა დაგაფასონ ერთ წელიწადში ყველანაირ პრიზზე წარადგინეს,ხელფასი მომიმატონ და მერე ავთამაშებდი ,ბოლო ბოლო დაგსვავენ სკამზე ან დაგაბრუნებენ საიდანაც ჩამოხვედი.ამხელა აღიარება მარადონას არ ქონია თავის დროზე ასე მოკლე ხანში.მეტი მუშაობა საკუთარ თავზე და ნაკლები ხელების გაშლა და შედეგიც დადგება
ზაზა
ბიჭმა ერთ წელიწადში თუ რამე ჯილდო არსებობდა, მგონი ყველაფერი მოიგო და გუნდი ჩემპიონი გახადა. გადამწყვეტი გოლები და საგოლე მომენტები ხვიჩას შექმნილი იყო თითქმის ყველა. და ამ ახვარმა სიმბოლურადაც არ გაუზარდა ანაზღაურება. მოტივაცია მოუკლეს ბიჭს და ახლა "კრიტიკის ქარცეცხლში" ატარებენ. თქვენი ...
ქომაგი
წელიწადნახევარია ამის შოკოლად-პასებს ანიავებს მთელი ნაპოლი და ამას ერთ შემთხვევაზე ნახეთ რა ცოდვები აკიდეს, თურმე ნაპოლი ევროპის ტოპ-გუნდი იყო და ხვიჩამ გააფარჩაკა. ვაი თქვენს პატრონს! იმას რატომ არავინ წერს, რომ უსამართლობაა ყველაზე მკაცრად აკრიტიკო ის, ვისაც ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. რამდენსაც უხდიან, იმდენს თამაშობს და მორჩა! ეს ხელფასი არ ღირს ტრავმის რისკად! ხვიჩა მაქიდან მაქიდან მალე წავა მართლა ტოპ-გუნდში, ნაპოლი კი კიდევ 30 წელიწადს (მინიმუმ) ვერ გახდება ჩემპიონი!
hii
ხვიჩა თუ გექნება საშვალება რომ წახვიდე ნაპოლიდან არც დაფიქრდე ))) ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ხარ მთელ ნაპოლში ყველაზე დაბალ ხელფას გიხდიან და აგრეთვე ყველაზე მეტს თხოულობენ შენგან )))
Helados
შარშან 0 წნეხი ქონდა. ლაღად თამაშობდა. წელს უკვე მთელი ნაკრების და ნაპოლის ტვირთი რო აქვს მოკიდებული მაგრა ნერვიულობს. ამიტომაც არ მევასება ეს გადამეტებული კრიტიკა ან ქება-დიდება, ფეხბურთელი რო კითხულობს ეგეთ რამეებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს რომ იმედები გაამართლოს და წნეხში ექცევა. აშკარაა რომ მუხლების კანკალით თამაშობს წელს. სანამ არ დაწყნარდება და დაიკიდებს გულშემატკივრის ქება დიდებას და კრიტიკას მანამდე ასე იქნება. შარშან მაგისთვის ფეხბურთი იყო გართობა, წელს არის სამუშაო. სპალეტის ეტყობოდა რომ კარგი პერსონალური მენეჯერია, ყველანაირ წნეხს არიდებდა. წელს უკვე კუანა მწვრთნელების ხელშია და მარტო თავის თავზეა დამოკიდებული.
სებო
ამხნევე
cheroeli
ეჰ მიხიჩა,მოხიჩა...
სებო
..ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.. სხვა დროს კიდევ ჩქარობს და არასწორ გადაწყვეტილებბეს იღებს ანუ კლასი არ აქვს ჯერ
გიორგი
ყველაფერი დალაგდება, დროა საჭირო. ყველაფერთან ერთად გონიერიცაა ჩვენი ხვიჩუკა. ყველაფერი წინა გაქვს ხვიჩა, ძალიან დიდი გზა ფეხბურთში.
Charley
ამ ბიჭს დახმარება ჭირდება. ხვიჩა გულს ნუ გაიტეხ ემოციებს არ აყვე ხდება ფეხბურთელის კარიერაში ასეთი იმედგაცრუებები უბრალოდ არ უნდა დანებდე არ უნდა გატყდე ფსიქო/მორალურად არ უნდა შეეგუო ამ მძიმე პერიოდს საკკუბო ცხოვრებაში. პრობლემა მაშინ იმარჯვებს ადამიანზე რომელიც ეგუება ამ მოცემულობას. უბრალოდ რჩევა ის იქნება არ უნდა იფიქროს ამ "გამაზულ" მომენტზე და ზოგადად რთულ საკლუბო სტარტზე სერია აში და განაგრძოს ვარჯიში საფინიშო დარტყმაზე მთელი საათებით და როცა მოედანზე გადის ყოველგვარი მღელვარების გარეშე მიუდგეს თითეულ მატჩს. ემოციებზე აყოლა რეცეპტია რეგრესის და ეს უნდა გამოასწოროს სირცხვილი არა არის აიყვანოს ვინმე გამცდილი ფსიქოლოგი ამას ყველა ჰაი კლასის სპორცმენი მიმართავს. ნუ ნაპოლი თუ არ გადაეწყო 3-5-2 ტაქტიკაზე ვფიქრობ ამ შემადგენლობით გუნდი სერია აში გაიხვრიტება და ოდენ მეხუთე მექვსე ადგილებისთვის გაიბრძოლოს. ფაქტია გუნდი კრიტიკულ დეფიციტს განიცდის საშუალო ლეველის ფეხბურთელების ამ დაცვასა და ცენტრალურ ნახევარდაცვაში რაც გუნდის ხერხემალია ფეხბურთში აქ კი ნაპოლოს ბალასტტა მთელი არმადა ყავს გამწესებული. სამ მცველიანი ტაქტიკა კი ასეთუ ისე ავსებს ამ უზარმაზარ ხვრელებს დაცვაში და გუნდი პრახადნოი დვერი არარის ცენტრალურ ზინაში მეტოქეთა მასირებული კონტრშეტევისა თუ პოზიციური იერიშების მოტანის დროს.
ქ. გ.
ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია მსოფლიოში, მაგრამ სამი ტიპი უარყოფით როლს თამაშობს მის ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მეTikTokეს კი არა, სურიკოსა და ჯუღაევსაც კი ვერ მოიცილებს.
ქ. გ.
სლუცკიმ სურიკო რუბინიდან როტორში გააგდო. მიხვდა, რომ უარყოფით გავლენას ქხდენდა ხვიჩაზე.

ვის რად უნდა შენი გვერდში დგომა,ტელევიზორიდან უყურებთ თამაშს ჩამოსულიყავით მადრიდში ან ნაპოლში ყოველ თამაშზე დაესწარით..წერთ აქ უპოვრები რაღაცას…
სოსო
100%
ხვიჩა გვჯერა შენი!
ფუი, როგორ მეზიზღებიან, ასეთი ვითომ: ქომაგები, ფანები და ვაი გულშემატკივრები? რომლებიც ფეხბურთელს ცაში აიყვანენ და მერე თუ თამაშები არ გამოსდის მიწაზე ანარცხებენ, დამისახელეთ ერთი ფეხბურთელი მთელ დედამიწის ზურგზზე, ვისაც ჩავარდნა არ ქონია? თვით ფეხბურთის ლეგენდასაც, ლეო მესისაც და უამრავ ლეგენდებსაც ქონია ცუდი დღეები. დაანებეთ ხვიჩაზე ზეწოლას, ეს უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს, ეხლა ჭირდება ჩვენს ხვიჩას გამხნევება და შეძახება! ხვიჩა შენს გვერდით ვართ ნამდვილი გულშემატკივრები! ყველაფერი წინ გაქვს!!!!!!

იტალიელებზე უსამართლო და ბოღმიანი გულშემატკივარი სხვა არ მახსენდება: დაივიწყეს ყველაფერი თვით ნეაპოლში და მარადონას დაუნგრიეს კარიერა 1990 ნახევარფინალის მერე, თვით რობერტო ბაჯო გაწირეს 1994 ფინალში პენალტის აცილების გამო, მიუხედავად იმისა რომ მან მიიყვანა ფინალამდე და კარიერაც გაუფუჭეს ბოლომდე. ნაპოლის კრიზისის სიმბოლო ვინც არის იმის დაწერას როგორ გაბედავენ, კვარა კი წავა სხვა ვუნდში და ვნახოთ რა ვარსკვლავებს მოწყვეტს ნაპოლი.
დდდ
თუ მაინცდამაინც სიმბოლოს ეძებენ, კრიზისის სიმბოლოც მანდვე ჰყავთ და წუწურაქობის უსტაბაშიც...
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ