საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, ცენტრალური მცველი გერმანული "კარლსრუეს" ქალთა გუნდში ჩაირიცხა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, ცენტრალური მცველი თაკო ქველიძე გერმანული "კარლსრუეს" ქალთა გუნდში ჩაირიცხა.

"გერმანიაში სავარჯიშო და სათამაშო პირობები, რა თქმა უნდა, შესაშურია. ვარჯიშისას ყურადღება გამახვილებულია სისწრაფესა და ტექნიკაზე. თანაგუნდელები კარგად შემხვდნენ. მწვრთნელი ჩემგან სწრაფად აზროვნებას და დაცვაში საიმედო თამაშს მოითხოვს".

ობერლიგა

გერმანულ ქალთა ფეხბურთში ექვსი საფეხბურთო ლიგაა. ბუნდესლიგა, მეორე ბუნდესლიგა, მესამე ბუნდესლიგა, რეგიონალლიგა, ობერლიგა და უმცროსთა ლიგა. ობერლიგაში 13 გუნდია, მათ შორის ფრანკფურტის "აინტრახტი", "კარლსრუე", "შტუტგარტი"... ჩვენებურის "კარლსრუემ" 1945 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვა. პირველად 1955-56 წლების სეზონში, შემდეგ 1957-58 და 1959-60 წლებში.

კონტრაქტი

თაკო ქველიძე: "კარლსრუესთან" ერთწლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მათ ჩემი საცხოვრებლითა და ხელფასით უზრუნველყოფა ევალებათ. გუნდში ჩემს პოზიციაზე სამნი ვართ და შევეცდები, მათ სათანადო კონკურენცია გავუწიო. სულ მალე გერმანიის საელჩოსგან ვიზას მივიღებ, ჩასვლიდან სამ დღეში კი ვარჯიშსაც დავიწყებ".

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ქალთა ორი ასაკობრივი ნაკრები ჰყავს – 17-წლამდელთა და ეროვნული. უახლოეს მომავალში 17-წლამდელები ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად აზერბაიჯანში გაემგზავრებიან. სამწუხაროდ, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ეროვნული ნაკრებისთვის დაგეგმილი არაფერია.

მსოფლიოს ჩემპიონატი

თაკო ქველიძე: "მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს გერმანია და ბრაზილია გამოეთიშნენ, ბევრი ისეთი გუნდი მონაწილეობდა, რომელთაც სიამოვნებით ვგულშემატკივრობდი. დასანანია, რომ შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობისას ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით. ჩვენი ოცნებაა, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი წარმატებით დავძლიოთ".

მომავლის პერსპექტივა

"ვოცნებობ, მიუნხენის "ბაიერნის" ან ლონდონის "არსენალის" ქალთა გუნდში ვითამაშო. ძალღონეს არ დავიშურებ, რათა ზამთრის სატრანსფერო სეზონში ზედა ლიგაში გადასვლა შევძლო. ობერლიგაში თამაში არ გამიჭირდება, რადგან "კარლსრუეს" შეკრული გუნდია და გოგონების მხარდაჭერით გერმანულ ფეხბურთს ადვილად შევეთვისები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა